ტირუპური
ტირუპური ― ქალაქი ინდოეთის შტატ ტამილნადუში.[1] ტირუპური ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ცენტრი და ტამილნადუს შტატის სიდიდით მეშვიდე უდიდესი ქალაქი და ურბანული აგლომერაციაა.[2] მდებარეობს მდინრე ნოილია ნპირებზე. სხვადასხვა დროს შედიოდა ადრეული პანდიის, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, მაისურის სამეფოსა და ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჩენაიდან 450 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, კოიამპუტურიდან 50 კმ-ით აღმოსავლეთით, ეროდუდან 50 კმ-ით სამხრეთით და დჰარაპურამიდან 50 კმ-ით ჩრდილოეთით.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტირუპური | |
| |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 11°06′00″ ჩ. გ. 77°18′00″ ა. გ. / 11.10000° ჩ. გ. 77.30000° ა. გ. |
ფართობი | 159.6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 294 მეტრი |
სატელეფონო კოდი | 421 |
საფოსტო ინდექსი | 641601 |
ტირუპურს მუნიციპალური კორპორაცია მართავს, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა. კორპორაციის საერთო ფართობი 159.6 კმ²-ია და 60 ვარდად იყოფა. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 877 778 ადამიანს შეადგენდა. ტირუპური ამავე სახელწოდების საარჩევნო ოლქის ნაწილია, რომელიც პარლამენტში წევრს ირჩევს.
ტირუპური ტექსტილისა და ნაქსოვი ტანსაცმლის მწარმოებელი კერაა. ინდოეთიდან ნაქსოვი ბამბის ტანსაცმლის 90%-ის ექსპორტი ტირუპურზე მოდის.[3] ტექსტილის მრეწველობაში სხვადასხვა ფორმით 6 ლახი (=600 000) ადამიანია დასაქმებული და2014-2015 წლებში ექსპორტმა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.[4][5]
ეტიმოლოგია
რედაქტირებაგადმოცემის თანახმად, ქალაქის სახელი მაჰაბჰარატას ხანიდან არსებობს. ლეგენდების მიხედვით, პანდაველთა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგები ქურდებმა მოიპარეს, მაგრამ არჯუნას ძალებმა დაიბრუნეს, რაც სახელ ტირუპურში გადაიზარდა. ტირუპური „დაბრუნებას“ ან/და ტამილურში „ადგილს“ ნიშნავს). ქალაქის სახელი შეიძლება ითარგმნოს როგორც „ადგილი, საიდანაც ისინი დააბრუნეს“.[6]
გეოგრაფია
რედაქტირებატირუპურის კოორდინატებია: ჩ.გ. 11.1075° და ა.გ. 77.3398°. ქალაქი მდინარე ნოიალის ნაპირებზე მდებარეობს.[7] ტირუპური ზღვის დონიდან 295 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქის ფართობი 159.6 კმ²-ია.
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, ტირუპურის მოსახლეობა 444 352 ადამიანს შეადგენდა. სქესობრივი განაწილება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 1 000 კაცზე 955 ქალი, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (929) აღემატება.[8] ტირუპურის გაფართოებულ ტერიტორიაზე 2011 წელს 877 778 ადამიანი ცხოვრობდა.[9]
2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, ტირუპურის მოსახლეობის 86.05% ინდუსი იყო, 10.36% ― მუსლიმი, 3.33% ―ქრისტიანი, 0.03% ― სიქჰი, 0.01% ― ბუდისტი, 0.07% ― ჯაინისტი, 0.14% ― სხვა რელიგიების მიმდევარი, ხოლო 0.01% ― არარელიგიური იყო ან კონკრეტულ რელიგიას არ მიაკუთვნებდა თავს.[10]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტირუპური ცხელ ნახევრად არიდულ (BSh) ზონაში მდებარეობს. საშუალო მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა 35 °C და 22 °C-ს (95 °F და 71.6 °F) შორის მერყეობს. ზაფხული მარტში, აპრილსა და მაისში გრძელდება, როდესაც ცხელი და მშრალი ამინდია. ზაფხულის თვეების მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 35 °C-ია (95 °F), ხოლო მინიმალური ტემპერატურა ― 29 °C (84.2 °F). მუსონების თვეები ივნისი, ივლისი და აგვისტოა. ეს თვეები მეტწილად რბილი წვიმებითა და შემცირებული ტემპერატურით ხასიათდება. მუსონების შემდგომი პერიოდი ან ზამთრის თვეებია სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და იანვარი. ეს თვეები შედარებით დაბალი ტემპერატურით ხასიათდება და იშვიათად სცდება მაქსიმუმს, 29 °C-ს (84.2 °F). ამ სეზონის დროს მინიმალური ტემპერატურა დაახლოებით 24 °C-ია (75.2 °F).[11]
პალგატის გასასვლელის გამო ქალაქი ნალექების ნაწილს ივნის-აგვისტოში სამხრეთ-დასავლეთის მუსონის დროს იღებს. ტენიანი სექტემბრის შემდეგ, ოქტომბრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონს წვიმები მოჰყვება, რომელიც დეკემბრის დასაწყისამდე გრძელდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 700 მმ-ია. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონზე ნალექების 47% მოდის, ხოლო სამხრეთ-დასავლეთის მუსონზე ― 28%. ნიადაგი მეტწილად შავია და ბამბის მოყვანისთვისაა ხელსაყრელი. ტირუპურის რაიონში აგრეთვე გვხვდება წითელი თიხნარი ნიადაგიც. ქალაქი სეისმური აქტივობის III/IV კლასშია. 1900 წელს ქალაქში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ჰავის მონაცემები — ტირუპური | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 27 | 30 | 33 | 34 | 33 | 29 | 28 | 27 | 28 | 28 | 27 | 26 | 41 |
საშუალო მაღალი °C | 24 | 27 | 29 | 28 | 30 | 23 | 25 | 23 | 24 | 23 | 24 | 22 | 30 |
საშუალო დაბალი °C | 18 | 19 | 21 | 23 | 23 | 22 | 22 | 22 | 22 | 22 | 21 | 19 | 21 |
რეკორდულად დაბალი °C | 15 | 17 | 20 | 22 | 21 | 20 | 20 | 20 | 20 | 19 | 18 | 16 | 12 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 14 | 12 | 16 | 58 | 71 | 43 | 58 | 39 | 66 | 164 | 138 | 39 | 718 |
წყარო: Tiruppur district collectorate[12] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ About Tirupur Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 15 December 2015
- ↑ Cities above 1 Lakh, Census 2011. Government of India. ციტირების თარიღი: 3 February 2016
- ↑ The New Developments in Tirupur. Fairwear Foundation. ციტირების თარიღი: 2 June 2015
- ↑ „Knitwear exports from Tirupur cross Rs 20,000 crore“. The Economic Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2015.
- ↑ City Guide: Tirupur. India Catalog.Com. ციტირების თარიღი: 24 September 2009
- ↑ History of Tiruppur. Government of India. ციტირების თარიღი: 2 June 2015
- ↑ Falling Rain Genomics, Inc - Tiruppur. Fallingrain.com. ციტირების თარიღი: 24 September 2009
- ↑ Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 Jan 2014
- ↑ Smart City Challenge-Tiruppur. Government of TamilNadu. ციტირების თარიღი: 15 December 2015
- ↑ Population By Religious Community - Tamil Nadu (XLS). Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2011). ციტირების თარიღი: 13 September 2015
- ↑ Overview. Must see India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 11 December 2010
- ↑ Temperature and Rainfall chart (PDF). Tiruppur district collectorate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2010