არჯუნა (მაჰაბჰარატა)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|არჯუნა (მაჰაბჰარატა)}} |
არჯუნა - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პროტაგონისტი და რამდენიმე სხვა ტექსტის პერსონაჟი. ეპოსში ის პანდავას ხუთი პრინცისგან მესამეა. სახელი "არჯუნა" მიგვანიშნებს მის თეთრ კანზე და სუფთა ხელებზე, ის ცნობილია სხვა სახელებითაც, მაგ. განდივადჰარი, მაჰაბაჰუ და სხვა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაყრმობა
რედაქტირებაარჯუნა დაიბადა, როდესაც ინდრამ, წვიმის ღმერთმა, კუნტის და პანდუს ვაჟი უბოძა. ოჯახი ქურუს სამეფოს სამეფო ოჯახის წევრი იყო. ძმებთან და ბიძაშვილებთან - კაურავებთან ერთად, მათ განათლებას თვალს ბჰიშმა ადევნებდა. ბავშვობიდან არჯუნა ბრწყინვალე მოსწავლე იყო და მის საყვარელ მასწავლებელს, მეომარ დრონას ძალიან უყვარდა. დრონა მას თავის უნიჭიერეს მოსწავლედ თვლიდა. არჯუნა ცნობილი გახდა, როგორც საუკეთესო მუსიკოსი, მოცეკვავე და მშვილდოსანი - მშვილდოსნობით მან დრაუპადის ხელი მოიგო. გამარჯვებით გახარებული ის დედამისთან მივიდა, მას კი ეგონა, რომ საქმე რაიმე მატერიალურ პრიზს ეხება და მოგებულის ძმებთაბ გაზიარება შესთავაზა. ამის, და ასევე უფროსი ვაჟის პირველ რიგში ქორწინების ტრადიციის გამო დრაუპადი ხუთივე ძმის ცოლი გახდა. ეს ინდურ ლიტერატურაში პოლიანდრიის იშვიათი მაგალითია.
ზრდასრულ ასაკში
რედაქტირებაიგი ორჯერ იყო განდევნილი, ჯერ ძმებთან შეთანხმების დარღვევის გამო - ისინი შეთანხმდნენ, რომ მათგან ერთ-ერთი თუ ცოლთან მარტო დარჩებოდა, სხვებმა ხელი არ უნდო შეუშალონ. არჯუნამ შეთანხმება შემთხვევით დაარღვია, სხვებს მისი განდევნაში წასვლა არ უნდოდათ. პირველი განდევნის დროს არჯუნა მონაწილეობდა ხანდავას ტყის დაწვაში და დაქორწინდა ულუპიზე, ჩიტრანგადაზე და სუბჰადრასაზე. ოთხი ცოლისგან არჯუნას ჰყავდა ოთხი ვაჟი, თითო ცოლიდან ერთი - შრუტაკარმა, ირავანი, ბაბრუვაჰანა და აბჰიმანიუ. ამ დროს მან ასევე გადაწვა ქანდავას ტყე - ამ ეპიზოდში მას და კრიშნას ტყეში მშიერი კაცი შეხვდათ და დახმარება სთხოვა. აღმოჩნდა, რომ ეს ცეცხლის ღმერთი აგნია და მის შიმშილს მხოლოდ ტყის გადაწვა მოკლავს, რასაც წვიმის ღმერთი ინდრა არ უშვებდა. ისინი შეებრძოლეს ინდრას და სხვა ღმერთებს, ასევე გველებს და დემონებს და ტყის განადგურება შეძლეს. რამდენიმე დღის შემდეგ ინდრა მათ მადლობას უხდის და ამბობს, რომ ღმერთებს ტყის დაწვის დაშვება უცნობმა ხმამ უბრძანა. პოემის ამ ნაწილს ბევრი ინტერპრეტაცია აქვს, მისი ზუსტი წარმოშობა და მნიშვნელობა გაურკვეველია.
მეორედ ის ძმებთან ერთად განიდევნა, როდესაც მისმა უფროსმა ძმამ ბიძაშვილთან თამაშში ტახტი და ცოლი წააგო. მეორე განდევნა თორმეტ წელს გაგრძელდა, მის დროს არჯუნამ მრავალი ღვთაებრივი იარაღი მოიპოვა. არჯუნა ასევე ერთი წელი მატის სამეფოში მალულად ცხოვრობდა საჭურისი ბრიჰანალას სახელით. განდევნის დასრულების შემდეგ მან თავისი მოსწავლე უტარი თავის ვაჟზე, აბჰიმანიუზე დააქორწინა. კურუხშეტრის ომის დაწყებამდე კრიშნამ მას წმინდა ცოდნა გაუზიარა. ომში არჯუნამ დაამარცხა და მოკლა მრავალი მეომარი, მათ შორის ბაგადატა, ჯაიადრატა და კარნა. ომის შემდეგ არჯუნა მოკლა მისმა ვაჟმა ბაბჰრუვაჰანამ, მაგრამ ულუპიმ ის დააბრუნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- McGrath, Kevin (2016). Arjuna Pandava: The Double Hero in Epic Mahabharata. Orient Blackswan. ISBN 978-8-12506-309-4.
- Reasons for the names". The Hindu. 8 July 2018. ISSN 0971-751X. Retrieved 1 July 2020.
- Brockington, J. L. (1998). The Sanskrit Epics. Brill Academic. p. 26. ISBN 978-9-00410-260-6.
- Minor, Robert N. (1982). Bhagavad Gita: An Exegetical Commentary. South Asia Books. pp. l–li. ISBN 978-0-8364-0862-1.
- McGrath, Kevin (2004). The Sanskrit Hero: Karna in Epic Mahabharata. Brill Academic. pp. 19–26. ISBN 978-9-00413-729-5.
- Davis, Richard H. (26 October 2014). The Bhagavad Gita. ISBN 978-0-691-13996-8.McGrath, Kevin (2016). Arjuna Pandava: The Double Hero in Epic Mahabharata. Orient Blackswan. ISBN 978-8-12506-309-4.