ტირამისუ (იტალ. tiramisù, სიტყვასიტყვით — „აღმაფრთოვანე“) — იტალიური მრავალფენიანი დესერტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი ინგრედიენტები: ყველი მასკარპონე, ყავა (ჩვეულებრივ ესპრესო), ქათმის კვერცხები, შაქარი და ნამცხვარი სავოიარდი. როგორც წესი, დესერტს კაკაო-ფხვნილს მიმოაყრიან ხოლმე[1].

ტირამისუ

ტირამისუს ნაჭერი
რიგითობა დესერტი
წარმოშობის ადგილი იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ვენეტო
ფრიული-ვენეცია-ჯულია
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი
მთავარი
ინგრედიენტები
სავოიარდი, კვერცხის ცილა, მასკარპონე, კაკაო, ყავა
ტირამისუს კომპონენტები

ტირამისუ — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. არსებობს რეცეპტის ადაპტაციები, რომელთა მიხედვით კაკაო-ფხვნილს გახეხილი შოკოლადით ანაცვლებენ, სავოიარდისბისკვიტით, კოფეინის განაჟღენთს — ხილის ან ალკჰოჰოლის (ჩვეულებრივ მარსალას ან მადერას) განაჟღენთით, ხოლო გარკვეულ ვარიაციებში კი ტირამისუ შეიძლება პუდინგს ან კეკსს მიამსგავსოთ.

ტირამისუს რეცეპტი XX საუკუნის პირველ ნახევრამდე გამოქვეყნებულ წიგნებში არ არის წარმოდგენილი, თუმცა ეს საკმაოდ ნაზღაურდება შედარებით გვიანი გამოცემებით. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს ტირამისუ ბოლო ათწლეულების გამოგონებად ჩავთვლაოთ[2].

პირველი წერილობით ხსენება დაფიქსირებულია ჯუზეპე დი კლემენტეს (Giuseppe di Clemente) სტატიაში და დათარიღებულია 1971 წლით[3]. 1981 წელს მისი სეხნია ჯუზეპე მაფიოლი, ყოველკვარტალურ ჟურნალ „Vin Veneto“-ში წერდა, რომ ტირამისუ 60-იანი წლების ბოლოს, ქალაქ ტრევიზოს რესტორან „Alle Beccherie“-ში, კონდიტერმა სახელად რობერტო ლინგუანოტომ (Roberto Linguanotto) შექმნა. ჯუზეპე მაფიოლმა აღნიშნა, რომ თავის სახელს ტირამისუ (იტალ. tira mi sù — აღმაფრთოვანებს) მისი ინგრედიენტების აღდგენით და მკვებავ თვისებებს უნდა უმადლოდეს და არავითარ შემთხვევაში აფროდიზიაკის თვისებებს[4].

რეცეპტი ასევე 1983 წლის წიგნ „I dolci del Veneto“-შიც გვხვდება[5]. შემდგომი ხსენება უკვე უფრო ძველ ტექტსებში აღინიშნება, ისეთებში როგორიც „Cucina e tradizioni del Veneto“ არის, სადაც წერენ, რომ ტირამისუ ომის შემდგომ პერიოდში იქნა შექმნილი რესტორან „Alle Beccherie“-ს შეფ-მზარეულის მიერ, რომელსაც ცენტრალური ევრტოპაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა[6].

უკვე ნახსენები წერილობითი საბუთების გარდა ტირამისუზე მრავალი ლეგენდაც არსებობს. ასე, ერთ-ერთი მათგანის თანახმად, პოპულარული დესერტი პირველად სიენაში, სპეციალურად ტოსკანის დიდი ჰერცოგის კოზიმო III მედიჩისთვის მოამზადეს, თუმცა სახელად „Zuppa del duca“ უწოდეს.

ასევე არსებობს ვერსიები, რომელთა თანახმად ავტორობა მიეკუთვნებათ რესტორნებს „El Toulà“-სა და „Al Fogher“[7]. ამის გარდა, 2006 წლის 8 ოქტომბერს გაზეთმა Baltimore Sun-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მტკიცება წერია, რომ რესტორან „Beccherie“-სთვის ამ დესერტის მიმწოდებელი, დღესდღეობით აშშ-ში მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მცხოვრები ვინმე კარმინანტონიო იანაკონე (Carminantonio Iannaccone) იყო და რომ ტირამისუ სწორედ მისი გამოგონილია[8].

  1. "Tiramisù". Accademia Italiana della Cucina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2013-04-11.
  2. Touring club Italiano «Italia dei dolci» ed. 2004 pag. 57 ISBN 88-365-2931-3.
  3. Fernando e Tina Raris «La Marca gastronomica : amore e nostalgia per la cucina e i vini di nostra tradizione», Treviso, Canova, pp 31, 1998. ISBN 88-87061-55-6.
  4. Vin Veneto: rivista trimestrale di vino, grappa, gastronomia e varia umanita del Veneto", Treviso, 1981, n. 01 anno VIII.
  5. Giovanni Capnist «I dolci del Veneto», Padova, Muzzio, 1983. ISBN 88-7021-239-4.
  6. «Cucina e tradizione nel Veneto», Treviso, Edizioni Cassamarca, pp 174, 1999.
  7. "Tiramisu tra storia e leggenda". Il Giornale del Cibo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2013-04-13.
  8. The unsung inventor of tiramisu. Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2006-11-21.(ინგლისური)