ლევან ტიელიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ტიელიძე, ლევან)

ლევან ტიელიძე (დ. 7 ოქტომბერი, 1986, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გეომორფოლოგია-გლაციოლოგიის მიმართულებით. 2022 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2023 წლიდან ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი. 2019-2023 წლებში იყო ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის (უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტი) მკვლევარი. 2006-2020 წლებში თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი.

ლევან ტიელიძე
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1986 (1986-10-07) (38 წლის)[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თსუ
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

ლევან ტიელიძე არის პირველი ქართველი მეცნიერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელიც ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 წლების სეზონზე სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ანტარტიკაში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

2003 წელს დაამთავრა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის თბილისის 164-ე საშუალო სკოლა. 2003-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატში, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობაზე. 2007-2009 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობაზე.

2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად, 2009-2018 წლებში მუშაობდა ამავე განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 2018-2020 წლებში იყო უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (ციურიხი, შვეიცარია) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში, საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების წევრი (კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო), საერთაშორისო კრიოსფერული ასოციაციის ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში, GLIMS (Global Land Ice Measurements from Space)-ის რეგიონული კორესპონდენტი კავკასიაში, მუდმივი მზრალობის საერთაშორისო ასოციაციის ნაციონალური კორესპონდენტი საქართველოში, ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი (მიუნხენი, გერმანია), ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების წევრი (ბოულდერი, კოლორადო, აშშ), საერთაშორისო სამთო კარტოგრაფიული კომისიის წევრი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი. არის ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის რვა მონოგრაფიის) ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე - საქართველოში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ნიდერლანდებში. 2014 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით, 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისემტყველო მეცნიერებათა დარგში,[2] 2017 წელს დაჯილდოვდა საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდებით,[3][4] 2017-2021 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატი, 2022 წელს დაჯილდოვდა პასკალის პრემიით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2023 წელს გადაეცა ახალი ზელანდიის გეოგრაფიული საზოგადოების ჯილდო წლის საუკეთესო სადოქტორო დისერტაციის ნომინაციაში.

2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, 2015-2017 წლებში კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში. 2016 წელს დაიცვა პირველი სადოქტორო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წელს სტაჟირება გაიარა შვეიცარიაში, ციურიხის უნვერსიტეტში. 2022 წელს დაიცვა მეორე სადოქტორო დისერტაცია ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში (უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტი).

კვლევის სფერო

რედაქტირება

მთის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური შესწავლა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე. მყინვარების კარტოგრაფირება GIS და Remote Sensing-ის გამოყენებით. პლეისტოცენური, ჰოლოცენური და მცირე გამყინვარების რეკონსტრუქცია.

მნიშვნელოვანი ნაშრომები

რედაქტირება
  • Supra-glacial debris cover changes in the Greater Caucasus from 1986 to 2014. The Cryosphere, 14, 585–598, doi.org/10.5194/tc-14-585-2020, 2020.
  • The Greater Caucasus Glacier Inventory (Russia, Georgia and Azerbaijan), The Cryosphere, 12, 81-94, doi.org/10.5194/tc-12-81-2018, 2018.
  • Glaciers of Georgia. Springer, Geography of the Physical Environment book series, 2017.
  • Glacier change over the last century, Caucasus Mountains, Georgia, observed from old topographical maps, Landsat and ASTER satellite imagery, The Cryosphere, 10, 713-725, doi: 10.5194 / tc-10-713-2016, 2016.
  • First geophysical and shallow ice core investigation of the Kazbek plateau glacier, Caucasus Mountains. Environ Earth Sciences (2016) 75:1488. DOI 10.1007/s12665-016-6295-9.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლევან ტიელიძის ავტობიოგრაფია. Geography.tsu.ge. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2018.[მკვდარი ბმული]
  2. რიგით VI წინანდლის პრემიის ლაურეატები (2016 წელი). Zurabzhvania.ge. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2018.
  3. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ 2017 დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (10 ოქტომბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2018.
  4. მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალი 2017 – თეორია თუ პრაქტიკა. Dlmn.info (18 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი.