ტვინ პიქსი (ეპიზოდების სია)
ამერიკული დრამატული ტელესერიალ „ტვინ პიქსის“ პრემიერა გაიმართა 1990 წლის 8 აპრილს, ABC Network-ზე. ჩვენება 1991 წლის 10 ივნისს დასრულდა. სერიალის შემქმნელები არიან დევიდ ლინჩი და მარკ ფროსტი. იგი მოიცავს 30 ეპიზოდს და 2 სეზონს. ორიგინალური პილოტი და მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი ერთსაათიანებია, ხოლო დანარჩენი ეპიზოდების ხანგრძლივობა 45 წუთამდეა. ABC-მ სერიალის წარმოება შეაჩერა მეორე სეზონის დაბალი რეიტინგის გამო.[1]
2001 და 2007 წელს გამოვიდა სერიალის ორივე სეზონის DVD ვერსიები.[2][3] სრული კომპლექტი, „The Definitive Gold Box Edition“, გაყიდვაში 2007 წლის 30 ოქტომბერს გამოჩნდა, სხვა დამატებითი ვიდეოებით.[4] სრული სერიალი (ისევე, როგორც ფილმი „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“) Blu-ray-ზე, კიდევ უფრო მეტ მასალასთან ერთად, 2014 წლის 29 ივლისში გამოვიდა.[5]
სერიალის მთავარი პერსონაჟია დეილ კუპერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი, რომელიც ჩადის გამოგონილ ქალაქ ტვინ პიქსში (ვაშინგტონის შტატი), რათა გამოიძიოს სკოლის მოსწავლე ლორა პალმერის იდუმალებით მოცული მკვლელობა. სრულმეტრაჟიან ფილმში „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“ მოთხრობილია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ამ გამოძიებას წინ უსწრებდნენ. ფილმი 1992 წლის 28 აგვისტოს გამოვიდა.[6]
სერიალის პერსონაჟების როლებს ასრულებენ: კაილ მაკლაქლენი (დეილ კუპერი), მაიკლ ონტკინი (შერიფი ჰარი ს. ტრუმენი), მედხენ ამიკი (შელი ჯონსონი), დენა ეშბრუკი (ბობი ბრიგზი), რიჩარდ ბაიმერი (ბენჯამინ ჰორნი), ლარა ფლინ ბოილი (დონა ჰეიუორდი), შერილინ ფენი (ოდრი ჰორნი), უორენ ფროსტი (ექიმი უილ ჰეიუორდი), პეგი ლიპტონი (ნორმა ჯენინგზი), ჯეიმზ მარშალი (ჯეიმზ ჰარლი), ევერეტ მაკგილი (დიდი ედ ჰარლი), ჯეკ ნენსი (პიტ მარტელი), კიმი რობერტსონი (ლუსი მორანი), რეი უაიზი (ლილანდ პალმერი), ჯოან ჩენი (ჯოზი პაკარდი) და პაიპერ ლორი (კეთრინ მარტელი).
2015 წლის 6 ოქტომბერს დადასტურდა, რომ სერიალი გაგრძელდებოდა Showtime-ზე.[7] მისი პრემიერა გაიმართა 2017 წლის 21 მაისს. სეზონში შედის 18 ეპიზოდი.[8]
სერიალის მიმოხილვა
რედაქტირებასეზონი | ეპიზოდი | ეთერში | ||||
---|---|---|---|---|---|---|
პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში | არხი | ||||
1 | 8 | 8 აპრილი, 1990 | 23 მაისი, 1990 | ABC | ||
2 | 22 | 30 სექტემბერი, 1990 | 10 ივნისი, 1991 | |||
ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო | 28 აგვისტო, 1992 | არხის გარეშე | ||||
3 | 18 | 21 მაისი, 2017 | 3 სექტემბერი, 2017[9] | Showtime |
ეპიზოდები
რედაქტირებასეზონი 1 (1990)
რედაქტირებატელესერიალის პირველი სეზონი დაიწყო 1990 წლის 8 აპრილს. მასში რვა ეპიზოდი შედის. სერიალი მოკლული ლორა პალმერის პოვნით. ეს მოვლენა ქალაქის მთლიან დასახლებას ააღელვებს. შერიფი ჰარი ს. ტრუმენი აღძრულ საქმეს იძიებს მოწვეულ აგენტ დეილ კუპერთან ერთად, რომელიც ეჩვევა ქალაქს, გაიცნობს მის მაცხოვრებლებს, რომელთაგან ყოველი თავისებურად საინტერესოა. სერიალის მსვლელობისას ქალაქის ჩვეული ცხოვრება სახეს იცვლის, აშკარა ხდება საიდუმლოებები, რომლებსაც იგი მანამდე მალავდა.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 1 | „პილოტი“[ა][ბ] „Northwest Passage“ | დევიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დევიდ ლინჩი | 8 აპრილი, 1990 | 34.6[10] |
საპილოტო ეპიზოდი ფაქტობრივად სრულმეტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობის არის. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი დეილ კუპერი ტვინ პიქსში ჩადის ლორა პალმერის მკვლელობის გამოსაძიებლად. არსებობს კავშირი ამ და ერთი წლით ადრე სხვა გოგონას მკვლელობას შორის. ხელწერაც ერთნაირია - ორივეს ფრჩხილის ქვეშ ნაპოვნია ქაღალდის ნაწილები მათზე დაბეჭდილი ასოებით. ტრუმენი აპატიმრებს ბობი ბრიგზს, ლორას შეყვარებულს. უკანასკნელი, ამავე დროს, ფარულად ხვდება შელის (რომელიც, თავის მხრივ, გათხოვილია ლეო ჯონსონზე). ლორას დედა საზარელ კოშმარს ხედავს. | ||||||
2 | 2 | „ეპიზოდი 1“ „Traces to Nowhere“ | დუეინ დანემი | მარკ ფროსტი და დევიდ ლინჩი | 12 აპრილი, 1990 | 23.2[11] |
კუპერი განაგრძობს გამოძიებას. დაკითხავენ ლორას კიდევ ერთ საიდუმლო შეყვარებულს, ჯეიმზ ჰარლის. ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს სატვირთო მანქანის მძღოლი ლეო ჯონსონი და ფსიქიატრი ექიმი ლოურენს ჯაკობი ასევე არიან გარეულები ლორას საქმეში. უკანასკნელის საუკეთესო მეგობარი დონა ჰეიუორდი და ოდრი ჰორნი ერთმანეთს ჰპირდებიან, რომ მკვლელობას გამოიძიებენ. | ||||||
3 | 3 | „ეპიზოდი 2“ „Zen, or the Skill to Catch a Killer“ | დევიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დევიდ ლინჩი | 19 აპრილი, 1990 | 19.2[12] |
კუპერი შერიფ ტრუმენს და მის მოადგილეებს უამბობს ლორას მკვლელობაში ეჭვმიტანელთა რაოდენობის შემცირების უნიკალური მეთოდის შესახებ. მოგზაურობის შემდეგ შინ ბრუნდება ბენ ჰორნის (ოდრის მამის და ადგილობრივი სასტუმროს მფლობელის) ძმა ჯერი, რომელიც ცუდ ამბებს ამცნობს, რის შემდეგაც ისინი ერთად მიდიან „One Eyed Jacks“-ში - ადგილობრივ სამორინეში, რომელიც, ამავე დროს, ბორდელია. ქალაქში აგრეთვე ჩნდება აგენტი ალბერტ როზენფილდი. ჯოზი აღმოაჩენს, რომ კეთრინი ატყუებს. იმავე ღამით კუპერი ხედავს სიზმარს, რომელიც მკვლელობის გამოძიების მიმართულებას ცვლის - იგი ზის წითელი ფარდებით მორთულ ოთახში, სადაც ლორა პალმერი უახლოვდება და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს. | ||||||
4 | 4 | „ეპიზოდი 3“ „Rest in Pain“ | ტინა რეთბორნი | ჰარლი პეიტონი | 26 აპრილი, 1990 | 16.7[13] |
კუპერი ცდილობს, დაადგინოს უცნაური სიზმრის მნიშვნელობა. მოგვიანებით ნორმა ჯენინგზი აღმოაჩენს, რომ მისი მეუღლე ჰენკი ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. შერიფი ტრუმენი კუპერს უამბობს საიდუმლო საზოგადოება „Bookhouse Boys“-ის და მისი საქმიანობის შესახებ, რომელიც ტვინ პიქსის ტყეში დაბუდებული ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული. ქალაქში ლორას დეიდაშვილი, მედი ჩამოდის (რომელიც მას ძალიან ჰგავს). | ||||||
5 | 5 | „ეპიზოდი 4“ „The One-Armed Man“ | ტიმ ჰანტერი | რობერტ ენგელსი | 3 მაისი, 1990 | 17.4[14] |
კუპერის სიზმარში ნანახ მაიკს, ცალხელიან მამაკაცს, დეილი და ჰარი პოულობენ. ჯოზი პაკარდი თვალს ადევნებს ბენს და კეთრინს, რომლებიც აპირებენ პაკარდების ქარხნის შეჩერებას. ჯოზი აგრეთვე მიიღებს გზავნილს ჰენკ ჰენინგზისგან. | ||||||
6 | 6 | „ეპიზოდი 5“ „Cooper's Dreams“ | ლესლი ლინკა გლეტერი | მარკ ფროსტი | 10 მაისი, 1990 | 17.3[15] |
კუპერი, ტრუმენი, მოადგილე ჰოუკი და უილ ჰეიუორდი მიდიან ტყეში, სადაც მარგარეტ ლენტერმანს, „მორიან ქალბატონს“ ესაუბრებიან და აღმოაჩენენ ჟაკ რენოს ქოხს. ამასობაში, ოდრი ცდილობს, დაეხმაროს კუპერს და მამის კუთვნილ მაღაზიაში მუშაობას იწყებს, რათა ლორას შესახებ მეტი გაიგოს. დონა და ჯეიმზ ჰარლი ლორას საქმეს საკუთარი ძალებით იძიებენ, ცდილობენ რა მოიპოვონ მედის ნდობა. შელი ჯონსონი გადაწყვიტავს, ქმარზე შური იძიოს. | ||||||
7 | 7 | „ეპიზოდი 6“ „Realization Time“ | კალებ დეშანელი | ჰარლი პეიტონი | 17 მაისი, 1990 | 15.6[16] |
აგენტი კუპერი „One Eyed Jacks“-ში „დიდ“ ედ ჰარლისთან ერთად გადაცმული შედის და ცდილობს ჟაკ რენოს პოვნას. კუპერისგან ფარულად, ოდრი ბორდელში მუშაობს - კვლავ ლორაზე მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ამასობაში მედი, დონა და ჯეიმზი ექიმ ჯაკობის სახლიდან გარეთ მოტყუებით გაყვანას და ლორას მიერ გარდაცვალებამდე ჩაწერილი ფირის მოპარვას გადაწყვიტავენ. ბობი, რომელიც კვლავ ნაწყენია, რომ ლორა მის გარდა სხვასაც ხვდებოდა, ჯეიმზზე შურისძიებაზე ფიქრობს. | ||||||
8 | 8 | „ეპიზოდი 7“ „The Last Evening“ | მარკ ფროსტი | მარკ ფროსტი | 23 მაისი, 1990 | 18.7[17] |
ბენ ჰორნის მითითებით, ლეო ჯონსონმა არა მხოლოდ პაკარდების ქარხანა უნდა დაწვას, არამედ თავიდან მოიშოროს შელი, კეთრინ მარტელი და ბობიც. ყოველივე უფრო მეტად რთულდება, როდესაც ირკვევა ჟაკ რენოს ლორას მკვლელობაში მონაწილეობის დეტალები. ნადინ ჰარლი გადაწყვიტავს, თავი მოიკლას. კუპერს სასტუმროს საკუთარ ნომერში ესვრიან. |
სეზონი 2 (1990–91)
რედაქტირებასერიალის მეორე სეზონის დაწყებამდე გამოვიდა წიგნი „ლორა პალმერის საიდუმლო დღიური“. პირველ სეზონთან დაკავშირებული მოვლენების ნაწილი მასში არის აღწერილი.[18]
სეზონის პრემიერა გაიმართ 1990 წლის 30 სექტემბერს. მასში 22 ეპიზოდი შევიდა. პირველი ორის რეჟისორი თავად დევიდ ლინჩი იყო, ისევე, როგორც მეშვიდე ეპიზოდის, რომელშიც ირკვევა ლორა პალმერის მკვლელის ვინაობა. დევიდი სეზონის ბოლო ეპიზოდის რეჟისორიც არის.
1991 წლის თებერვალში რობერტ აიგერმა, ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ სეზონი დროებით დაიხურებოდა[19]. მაისში იგი ამბობდა, რომ სერიალის განახლების თარიღი უცნობი იყო[20].
სერიალის ამ სეზონში აგენტი კუპერი განაგრძობს ლორას მკვლელობის გამოძიებას. მინიშნებებს მას აძლევს იდუმალი გოლიათი, რომელიც სიზმარში იხილა. მორიგი მკვლელობის შემდეგ მკვლელი ნაპოვნია, მაგრამ კუპერს გამოძიების ფედერალური ბიუროს მხრიდან სტატუსი შეუჩერდება, „One Eyed Jacks“-ში ჩატარებული უნებართვო ჩხრეკის გამო. ფსიქიატრიული ჰოსპიტალიდან გარბის უინდომ ერლი, კუპერის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ტვინ პიქსში ფარულად ჩნდება და დეილს უპირისპირდება. ქალაქი ემზადება კონკურსისთვის „მისს ტვინ პიქსი“, ხოლო კუპერი ცდილობს, დაადგინოს „შავი ვიგვამის“ საიდუმლო, რაშიც შერიფი ტრუმენიც ეხმარება.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|
9 | 1 | „ეპიზოდი 8“[ბ] „May the Giant Be with You“ | დევიდ ლინჩი | ისტორია: მარკ ფროსტი და დევიდ ლინჩი ტელედადგმა: მარკ ფროსტი | 30 სექტემბერი, 1990 | 19.1[21] |
კუპერი წევს სასტუმროს ნომერში, დაჭრილი. მას ეწვევა გოლიათი, რომელიც აძლევს მითითებებს გამოძიების შესახებ. ქალაქში ჩადის აგენტი ალბერტ როზენფილდი, რომელიც დეილს გამოძიებისას უერთდება. ლილანდ პალმერის თმა მოულოდნელად ჭაღარა ხდება. უცნაურია მისი ქცევაც - იგი უჩვეულოდ ხალისიანი ჩანს. ჯეიმზი ციხეშია, მას შემდეგ, რაც მის მოტოციკლში აღმოაჩენენ ლეოს მიერ ჩაყრილ კოკაინს. ნადინი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ კომაშია, ისევე, როგორც ლეო, რომელსაც ჰენკმა ესროლა. ქარხანა იწვის. კეთრინი და ჯოზი გამქრალები არიან, ხოლო შელი და პიტი, გადარჩენილები, ჰოსპიტალში იმყოფებიან. დონა, მორიანი ქალბატონისგან გზავნილის მიღების შემდეგ, გადაწყვიტავს, გამოძიება განაგრძოს „Meals on Wheels“-ში, სადაც ლორა მუშაობდა. | ||||||
10 | 2 | „ეპიზოდი 9“ „Coma“ | დევიდ ლინჩი | ჰარლი პეიტონი | 6 ოქტომბერი, 1990 | 14.4[22] |
კუპერი შეიტყობს, რომ ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა მისი ყოფილი პარტნიორი, უინდომ ერლი. დონა იწყებს „Meals on Wheels“-ში მუშაობას. მას ევალება მოხუცებთან საკვების სახლში მიტანაც - სწორედ ამ ვითარებაში იგი მიაგნებს ჰაროლდ სმითს, ლორას კიდევ ერთ შეყვარებულს. ოდრი „One Eyed Jacks“-ში შეიტყობს უფრო მეტს ლორას ორმაგი ცხოვრების შესახებ, თუმცა, ეს გამოძიება მისთვის უფრო და უფრო სახიფათო ხდება. | ||||||
11 | 3 | „ეპიზოდი 10“ „The Man Behind the Glass“ | ლესლი ლინკა გლეტერი | რობერტ ენგელსი | 13 ოქტომბერი, 1990 | 13.7[22] |
ბლეკი ო'რაილი ოდრის იჭერს და ჟან რენოსთან ერთად საზარელ გეგმას შეიმუშავებს. ჯეიმზი და მედი ერთმანეთს უახლოვდებიან, რის გამოც დონა ნაწყენია. ლური მორანი ვახშმობს დიკ ტრემეინთან. ექიმი ჯაკობი ჰიპნოზის სეანსს გადის. ნადინი კომის შემდეგ იღვიძებს, შეცვლილი გონებით. დონა ჰაროლდ სმითის სახლში პოულობს ლორას დღიურს. | ||||||
12 | 4 | „ეპიზოდი 11“ „Laura's Secret Diary“ | ტოდ ჰოლანდი | ჯერი სტოლი და მარკ ფროსტი და ჰარლი პეიტონი და რობერტ ენგელსი | 20 ოქტომბერი, 1990 | 12.8[22] |
კუპერი და ტრუმენი აპატიმრებენ ლილანდს, რომელიც აღიარებს, რომ ჰოსპიტალში ჟაკ რენო მოკლა. ჰენკი ნორმას სთხოვს, დაალაგოს „Double R Diner“, თავად კი შეიტყობს, რომ ქალაქში ჩამოდის რესტორნების კრიტიკოსი მ.ტ. უენცი. ჟან რენო ბენ ჰორნს უჩვენებს ბორდელში დაბმული ოდრის ვიდეოჩანაწერს და მისგან შვილის სანაცვლოდ 125 000 აშშ დოლარს ითხოვს, ისევე, როგორც კუპერის გადაცემას. „One Eyed Jacks“-ში დაბრუნების შემდეგ ჟანი კლავს ემორი ბეტისს ოდრისთან უხეში მოპყრობის გამო. ტრუმენის დახმარებით კუპერი იძიებს ოდრის გატაცებას. ჯოზი ბრუნდება, აცხადებს რა, რომ საქმის გამო სიეტლში იმყოფებოდა. პიტისგან იგი შეიტყობს, რომ კეთრინი დაიღუპა ქარხანაში გაჩენილი ხანძრის გამო. მოგვიანებით ბენის კუთვნილ სასტუმროში „Great Northern“ სახლდება იაპონელი ბიზნესმენი, მისტერ ტოჯამურა. | ||||||
13 | 5 | „ეპიზოდი 12“ „The Orchid's Curse“ | გრეიემ კლიფორდი | ბარი პულმანი | 27 ოქტომბერი, 1990 | 11.4[22] |
კუპერი და ტრუმენი შეიპარებიან „One Eyed Jacks“-ში. იწყება ლილანდის სასამართლო პროცესი. დონა და მედი გადაწყვიტავენ ჰაროლდისგან ლორას საიდუმლო დღიურის მოპარვას. ბენს საქმიანი წინადადებით მიმართავს მისტერ ტოჯამურა. შელი და ბობი აღადგენენ ურთიერთობას და ცხოვრობენ იმავე სახლში, რაც პარალიზებული ლეო ჯონსონი. | ||||||
14 | 6 | „ეპიზოდი 13“ „Demons“ | ლესლი ლინკა გლეტერი | ჰარლი პეიტონი და რობერტ ენგელსი | 3 ნოემბერი, 1990 | 11.3[22] |
შელი და ბობი ლეოსთვის წვეულებას მართავენ. კუპერის უფროსი, გორდონ კოული, ქალაქში ჩამოდის და დეილს აფრთხილებს უინდომ ერლის მხრიდან მომდინარე საშიშროებაზე. ჯოზი ბენთან შეთანხმებას აღწევს. ცალხელიანი მამაკაცი დაკითხვისას საუბრობს „ბობის“ შესახებ. ლილანდი სამუშაოს უბრუნდება. | ||||||
15 | 7 | „ეპიზოდი 14“ „Lonely Souls“ | დევიდ ლინჩი | მარკ ფროსტი | 10 ნოემბერი, 1990 | 17.2[23] |
ბენს დაკითხავენ მას შემდეგ, რაც ოდრი უამბობს მას და კუპერს, თუ რა შეიტყო მამის საქმიანობის შესახებ „One Eyed Jacks“-ში მძევლად ყოფნისას. ენდი იძიებს ჰაროლდ სმითის ჩანაწერს, რომელიც უკანასკნელმა სიკვდილის წინ დატოვა. შელის და ბობის ბედნიერებას ეღობება ფინანსური სირთულეები. პიტი შეიტყობს ტოჯამურას გეგმების შესახებ. ედის ცხოვრება უფრო შეშლილი ხდება, მას შემდეგ, რაც ამნეზიის მქონე ნადინი გადაწყვიტავს, რომ მოზარდია. მორიანი ქალბატონი კუპერთან ერთად „The Roadhouse“-ში მიდის, სადაც კუპერი კვლავ ხედავს გოლიათს, რომელიც ეუბნება, რომ „ეს კვლავ ხდება“. ლილანდი ამ დროს კლავს მედის. | ||||||
16 | 8 | „ეპიზოდი 15“ „Drive with a Dead Girl“ | კალებ დეშანელი | სკოტ ფროსტი | 17 ნოემბერი, 1990 | 13.3[23] |
ჯერი ცდილობს, ბენი, რომელსაც ლორას მკვლელობას აბრალებენ, ციხიდან გამოიყვანოს. კუპერი არ არის დარწმუნებული, რომ დამნაშავე ბენია, თუმცა ტრუმენი ასე არ ფიქრობს. პიტი ბენთან მიდის და ასმენინებს კეთრინის გზავნილს, რომლითაც იგი ჰორნს ჰპირდება, რომ დაიცავს, თუკი უკანასკნელი მას მთელ ქონებას გადასცემს. ამასობაში ნამდვილი მკვლელი, ლილანდი, რომელსაც ბობი მართავს, მედის გოლფისთვის განკუთვნილ ჩანთაში მალავს და მოგვიანებით მდინარეს გააყოლებს. ქალაქში ჩნდება ვივიენ სმითი, ნორმას დედა. მას თან მოჰყავს ახალი ქმარი. ჰენკი რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდება. ლუსი ტვინ პიქსში უფროს და, გვენთან ერთად ჩამოდის. ენდი ლუსის სთხოვს ურთიერთობის აღდგენას. ცალხელიანი კაცი პოლიციის განყოფილებიდან გარბის, მაგრამ მანამდე ყველას ამცნობს, რომ ბობი დაბრუნდა. | ||||||
17 | 9 | „ეპიზოდი 16“ „Arbitrary Law“ | ტიმ ჰანტერი | მარკ ფროსტი, ჰარლი პეიტონი და რობერტ ენგელსი | 1 დეკემბერი, 1990 | 12.4[23] |
საიდუმლო დღიურიდან კუპერი აღმოაჩენს, რომ მან და ლორამ ერთი და იგივე სიზმარი იხილეს. კეთრინი ბენს მოტყუებით აიძულებს, უარი თქვას ქარხანაზე. ენდი და ტრემეინი - ლუსის მომავალი ბავშვის პოტენციური მამები - პაექრობენ. ჯეიმზი ქალაქს ტოვებს, ვინაიდან მედის მკვლელობაში თავს დამნაშავედ გრძნობს. ლილანდის, როგორც ლორას მკვლელის ვინაობა, საბოლოოდ ირკვევა. იგი თავს იკლავს, მაგრამ უკანასკნელ წამებში გონს მოდის და დასტირის საკუთარი ხელით მოკლულ შვილს. | ||||||
18 | 10 | „ეპიზოდი 17“ „Dispute Between Brothers“ | ტინა რეთბორნი | ტრიშა ბრუკი | 8 დეკემბერი, 1990 | 11.1[24] |
ლილანდს ასაფლავებენ. კუპერი აპირებს ქალაქის დატოვებას, მაგრამ ამ დროს მას ამცნობენ, რომ შეუჩერდა გამოძიების უფლება, ვინაიდან „One Eyed Jacks“-ში უნებართვო გამოძიება ჩაატარა. ჟან რენო ქირაობს ჰენკს და ერნის, რათა ერთად მოატყუონ კუპერი. ნადინი სკოლაში შედის. მაიორი ბრიგზი, კუპერთან ერთად ტყეში ყოფნისას, გაუჩინარდება. | ||||||
19 | 11 | „ეპიზოდი 18“ „Masked Ball“ | დუეინ დანემი | ბარი პულმანი | 15 დეკემბერი, 1990 | 12.1[24] |
კუპერის საქმიანობას იძიებენ. ნადინს უყვარდება სკოლის მოსწავლე მაიკ ნელსონი. ჯეიმზი ჩერდება ახლოს მდებარე ქალაქში, იდუმალ ქერათმიან ქალბატონთან, რომელიც ავტომობილის შეკეთებას სთხოვს. ჰენკი უპირისპირდება ბენს. კეთრინი ჯოზის აიძულებს, მისი მსახური გახდეს. კუპერის ძველი ნაცნობი დენის ბრაისონი ქალაქში ჩნდება, უცნაური გარეგნობით, ხოლო ენდრიუ პაკარდი ცოცხალი აღმოჩნდება. | ||||||
20 | 12 | „ეპიზოდი 19“ „The Black Widow“ | კალებ დეშანელი | ჰარლი პეიტონი & რობერტ ენგელსი | 12 იანვარი, 1991 | 10.3[25] |
რენოს ქოხში კუპერი აღმოაჩენს კოკაინს. შეშლილ ბენთან მუშაობას ბობი იწყებს. დაგი მილფორდი უცნაურ ვითარებაში იღუპება. ნადინი ჭიდაობის შეჯიბრში იმარჯვებს. მაიორი ბრიგზი ბრუნდება და იკვეთება უფრო მეტი დეტალი ტვინ პიქსის ტყეებში არსებული იდუმალი ადგილის შესახებ. | ||||||
21 | 13 | „ეპიზოდი 20“ „Checkmate“ | ტოდ ჰოლანდი | ჰარლი პეიტონი | 19 იანვარი, 1991 | 9.8[25] |
კუპერი რენოს მძევლად ჰყავს აყვანილი. მას გადაარჩენენ, ხოლო რენოს კლავენ. ენდი და ტრემეინი ნიკის, დიკის მიერ ნაშვილების წარსულის გამოძიებას ცდილობენ. ბენი თავს ამერიკის სამოქალაქო ომის გენერლად წარმოიდგენს. ჯეიმზს იზიდავს ქერათმიანი ქალბატონი ეველინი, რომელსაც საკუთარი გეგმები აქვს. ედი და ნორმა უბრუნდებიან რამდენიმე ათეული წლის წინანდელ ურთიერთობას. ლეო ჯონსონი, გამოსული კომიდან შელის თავს ესხმის, შემდეგ კი, ბობის მიერ შეშინებული, ტყეში გარბის და უინდომ ერლის ქოხში აღმოჩნდება. ჰენკი უპირისპირდება დიდ ედს. უინდომ ერლი შერიფის კაბინეტში ტოვებს მოკლულ ერიკ პაუელს, რომლის თითი მიშვერილია ჭადრაკის დაფაზე. | ||||||
22 | 14 | „ეპიზოდი 21“ „Double Play“ | ული ედელი | სკოტ ფროსტი | 2 თებერვალი, 1991 | 8.7[25] |
კუპერი ტრუმენს უამბობს უინდომ ერლის წარსულის შესახებ. ოდრი შეუთანხმდება ბობის, თუ როგორ გამოიყვანონ ბენი უცნაური მდგომარეობიდან. ეველინის ქმარს კლავენ და ჯეიმზი ხვდება, რომ ეს თავად ეველინმა მოაწყო და დანაშაულს მას დააბრალებენ. ტომას ეკჰარდტი, ჯოზის ყოფილი საყვარელი, რომელმაც ენდრიუ პაკარდის მოკვლა სცადა, ქალაქში ჩნდება. უინდომ ერლი უფრო ღიად მოქმედებას იწყებს და ლეოს აიძულებს, დაწეროს იდუმალი ტექსტი. | ||||||
23 | 15 | „ეპიზოდი 22“ „Slaves and Masters“ | დაიენ კიტონი | ჰარლი პეიტონი და რობერტ ენგელსი | 9 თებერვალი, 1991 | 8.2[26] |
კუპერი შეიტყობს, თუ ვინ ესროლა. პიტის, ქალაქის მაცხოვრებლებიდან ჭადრაკში ყველაზე მეტად გაწაფულის დახმარებით, იგი ცდილობს, დაადგინოს ერლის ქმედებების ლოგიკა. დონა სასოწარკვეთილი ცდილობს ჯეიმზის გადარჩენას. შელი უბრუნდება სამუშაოს. ნადინი ედს შორდება და მაიკთან მიდის. | ||||||
24 | 16 | „ეპიზოდი 23“ „The Condemned Woman“ | ლესლი ლინკა გლეტერი | ტრიშა ბრუკი | 16 თებერვალი, 1991 | 7.8[27] |
ედი ნორმასთან დაქორწინებას აპირებას. ჯეიმზი და დონა ერთმანეთს შორდებიან. ქალაქში ბენთან სასაუბროდ ჩამოდის ბიზნესმენი ჯონ უილერი, რომელსაც მოგვიანებით ოდრი უყვარდება. შელი, დონა და ოდრი ერლისგან მიიღებენ ლეოს ხელით დაწერილი ლექსის ნაწილებს. ჰენკს აპატიმრებენ ლეოს მკვლელობის ბრალდებით. კეთრინი იყენებს ჯოზის ეკჰარდტის მოსაკლავად (თუმცა, შემთხვევას თავად ჯოზიც ეწირება). | ||||||
25 | 17 | „ეპიზოდი 24“ „Wounds and Scars“ | ჯეიმზ ფოლი | ბარი პულმანი | 28 მარტი, 1991 | 9.2[28] |
ნორმას და, ენი, ქალაქში ჩამოდის. კუპერი მისდამი, მოულოდნელად, ყურადღებას იჩენს. ტრუმენი ჯოზის მკვლელობის შემდეგ დეპრესიაშია ჩავარდნილი. კეთრინს ეკჰარდტი იდუმალ ყუთს უტოვებს. მიმდინარეობს მზადება კონკურსისთვის „მისს ტვინ პიქსი“. ბენი კვლავ უპირისპირდება კეთრინის ქარხნის მუშაობას, ამტკიცებს რა, რომ მის ადგილზე ცხოვრობენ უნიკალური კვერნები. | ||||||
26 | 18 | „ეპიზოდი 25“ „On the Wings of Love“ | დუეინ დანემი | ჰარლი პეიტონი & რობერტ ენგელსი | 4 აპრილი, 1991 | 9.2[29] |
კუპერი და შერიფის სხვა თანაშემწეები ადგილობრივ „ბუების გამოქვაბულში“ შედიან. ტრუმენი იღვიძებს უცნაურ ადგილზე, სადაც მოკლულ ქალს პოულობს. ოდრი და ჯონ უილერი ერთმანეთს ხვდებიან. უინდომ ერლი პოტენციურ მსხვერპლებს სხვადასხვა გარეგნობით ხვდება. ოდრი და დონა აღმოაჩენენ, რომ ეილინ ჰეიუორდი ხვდება ბენს. | ||||||
27 | 19 | „ეპიზოდი 26“ „Variations on Relations“ | ჯონათან სენგერი | მარკ ფროსტი და ჰარლი პეიტონი | 11 აპრილი, 1991 | 7.9[30] |
კუპერი და ტრუმენი ცდილობენ გამოქვაბულში ნაპოვნი იეროგლიფების მნიშვნელობის ამოხსნას. პიტი და კეთრინი ცდილობენ ყუთის გახსნას. ენი და კუპერი ერთმანეთს ხვდებიან. გორდონ კოულს უყვარდება შელი. ტრემეინი სასტუმროში ღვინის დაგემოვნების ცერემონიას აწყობს. უინდო ერლი განაგრძობს კუპერის დაშინებას. | ||||||
28 | 20 | „ეპიზოდი 27“ „The Path to the Black Lodge“ | სტივენ ჯილენჰოლი | ჰარლი პეიტონი & რობერტ ენგელსი | 18 აპრილი, 1991 | 7.4[31] |
უინდომ ერლი იჭერს მაიორ ბრიგზს და ცდილობს, შეიტყოს ყველაფერი, რაც უკანასკნელმა გამოქვაბულში არსებული ნახატების შესახებ იცის. კუპერი მიიღებს გზავნილს სხვა სამყაროდან. დონა აღმოაჩენს, რომ ბენი მამამისია. უილერმა უნდა დატოვოს ქალაქი საქმიანი მიზნით, მაგრამ წასვლის წინ მას ასაფრენ ზოლზე ხვდება ოდრი და სთხოვს, მასთან სექსით დაკავდეს. | ||||||
29 | 21 | „ეპიზოდი 28“[გ] „Miss Twin Peaks“ | ტიმ ჰანტერი | ბარი პულმანი | 10 ივნისი, 1991 | 10.4[32] |
ენდის დახმარებით კუპერი და ტრუმენი „შავი ვიგვამის“ საიდუმლოს ნაწილობრივ ამოხსნიან. კუპერი ენის ეხმარება „მისს ტვინ პიქსისთვის“ მომზადებაში. მაიორი ბრიგზი ლეოს დახმარებით გარბის ერლის ქოხიდან. კეთრინი კვლავ ცდილობს ყუთის გახსნას. ედი შორდება ნადინს. ლუსი ბავშვის მამად აირჩევს ენდის. კონკურსი იწყება, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მასში ენი იმარჯვებს, ჩნდება მორიან ქალბატონად გადაცმული ერლი, რომელიც ენის იტაცებს. | ||||||
30 | 22 | „ეპიზოდი 29“[გ] „Beyond Life and Death“ | დევიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და ჰარლი პეიტონი & რობერტ ენგელსი | 10 ივნისი, 1991 | 10.4[32] |
კუპერს უკანასკნელი გზა დარჩა - იგი პირისპირ უნდა შეხვდეს ერლს, რომელმაც ენი გაიტაცა და „შავ ვიგვამში“ წაიყვანა. ნადინს უბრუნდება მეხსიერება და ედი იძულებულია, ნორმას დაშორდეს. ექიმი ჰეიუორდი, მისი ოჯახის საქმეებში ჩარევის გამო, ბენს უპირისპირდება. ოდრი შედის ტვინ პიქსის საცავში, სადაც თავს მიიჯაჭვებს, მამამისის მიერ წამოწყებული გოუსტვუდის პროექტის პროტესტის ნიშნად. მას შემდეგ, რაც ეკჰარდტის ყუთში ნაპოვნია გასაღები, ენდრიუ და პიტი საცავში მიდიან. როდესაც გასაღებით შესაბამის განყოფილებას აღებენ, საცავში აფეთქება გაისმის. კუპერი შედის „შავ ვიგვამში“, სახიფათო მოგზაურობაში. იგი ერთ-ერთ წითელფარდიან ოთახში ერლს პოულობს და საკუთარ თავს ენის სანაცვლოდ სთავაზობს. ჩნდება ბობი, რომელიც ეუბნება, რომ ერლს არ შეუძლია ამაზე შეთანხმება და უინდომის სულს ითვისებს. კუპერი საკუთარ ორეულს ხვდება, რომელიც „შავი ვიგვამიდან“ თავს დააღწევს - მასში ჩასახლებულ ბობთან - და გადარჩენილ ენისთან ერთად. |
შეზღუდული ტელესერიალი (2017)
რედაქტირებაგაგრძელების მოქმედება მიმდინარეობს ჩვენს დროს, თავდაპირველი მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ. ყველა ეპიზოდის რეჟისორები არიან დევიდ ლინჩი და მარკ ფროსტი.[7] თავდაპირველად დაგეგმილი იქნებოდა, რომ სერიალი შედგებოდა ცხრა ეპიზოდისგან, მაგრამ Showtime-ის თხოვნით, მათი რაოდენობა გაიზარდა.[33] სერიალის პრემიერა 2017 წლის 21 მაისს გაიმართა. მასში 18 ეპიზოდია შესული.[8]
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|
31 | 1 | „დაბრუნება, ნაწილი 1“ „The Return, Part 1“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 21 მაისი, 2017 | 0.506[34] |
32 | 2 | „დაბრუნება, ნაწილი 2“ „The Return, Part 2“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 21 მაისი, 2017 | 0.506[34] |
33 | 3 | „დაბრუნება, ნაწილი 3“ „The Return, Part 3“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 28 მაისი, 2017 | 0.195[დ] |
34 | 4 | „დაბრუნება, ნაწილი 4“ „The Return, Part 4“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 28 მაისი, 2017[დ] | 0.195 |
35 | 5 | „დაბრუნება, ნაწილი 5“ „The Return, Part 5“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 4 ივნისი, 2017 | 0.254[36] |
36 | 6 | „დაბრუნება, ნაწილი 6“[37] „The Return, Part 6“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 11 ივნისი, 2017 | 0.270[38] |
37 | 7 | „დაბრუნება, ნაწილი 7“[39] „The Return, Part 7“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 18 ივნისი, 2017 | 0.294[40] |
38 | 8 | „დაბრუნება, ნაწილი 8“[41] „The Return, Part 8“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 25 ივნისი, 2017 | 0.246[42] |
39 | 9 | „დაბრუნება, ნაწილი 9“[43] „The Return, Part 9“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 9 ივლისი, 2017 | 0.355[44] |
40 | 10 | „დაბრუნება, ნაწილი 10“[45] „The Return, Part 10“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 16 ივლისი, 2017 | 0.267[46] |
41 | 11 | „დაბრუნება, ნაწილი 11“[47] „The Return, Part 11“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 23 ივლისი, 2017 | 0.219[48] |
42 | 12 | „დაბრუნება, ნაწილი 12“[49] „The Return, Part 12“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 30 ივლისი, 2017 | 0.240[50] |
43 | 13 | „დაბრუნება, ნაწილი 13“[51] „The Return, Part 13“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 6 აგვისტო, 2017 | 0.280[52] |
44 | 14 | „დაბრუნება, ნაწილი 14“[53] „The Return, Part 14“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 13 აგვისტო, 2017 | 0.253[54] |
45 | 15 | „დაბრუნება, ნაწილი 15“[55] „The Return, Part 15“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 20 აგვისტო, 2017 | 0.329[56] |
46 | 16 | „დაბრუნება, ნაწილი 16“[57] „The Return, Part 16“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 27 აგვისტო, 2017 | 0.267[58] |
47 | 17 | „დაბრუნება, ნაწილი 17“[59] „The Return, Part 17“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 3 სექტემბერი, 2017 | 0.254[60] |
48 | 18 | „დაბრუნება, ნაწილი 18“[59] „The Return, Part 18“ | დეივიდ ლინჩი | მარკ ფროსტი და დეივიდ ლინჩი | 3 სექტემბერი, 2017 | 0.240[60] |
ეპიზოდების სახელწოდებები
რედაქტირებაორიგინალურ სერიალში ეპიზოდებს ოფიციალურად სახელწოდებები არ ჰქონდათ. გერმანიაში სერიალის ჩვენების დროს მათ ისინი შეურჩიეს, შემდგომში კი ინგლისურად თარგმნეს. DVD-ებზე სახელწოდებები აღნიშნული არ არის, მაგრამ CBS-ის საიტზე ყველა გამოქვეყნდა, განმეორებითი ჩვენებისას.[61] ეპიზოდი 2, „Zen, or the Skill to Catch a Killer“, აგრეთვე ცნობილია, როგორც „Zen and the Art of Killer-Catching“. გერმანიაში უკანასკნელი ორი ეპიზოდი ერთად აჩვენეს, მაგრამ აქედან მხოლოდ უკანასკნელს ჰქონდა მითითებული სახელწოდება. ამიტომ, მოყვარულებმა მის წინამორბედს „Miss Twin Peaks“-ს უწოდეს, როგორც CBS-ის საიტზეა მითითებულია. როდესაც ბოლოს წინა ეპიზოდი კიდევ ერთხელ აჩვენეს 1996 წელს, მისი სახელწოდება იყო „The Night of the Decision“.[62][63]
რეიტინგები
რედაქტირებასეზონი | ეპ. 1 | ეპ. 2 | ეპ. 3 | ეპ. 4 | ეპ. 5 | ეპ. 6 | ეპ. 7 | ეპ. 8 | ეპ. 9 | ეპ. 10 | ეპ. 11 | ეპ. 12 | ეპ. 13 | ეპ. 14 | ეპ. 15 | ეპ. 16 | ეპ. 17 | ეპ. 18 | ეპ. 19 | ეპ. 20 | ეპ. 21 | ეპ. 22 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 34.6 | 23.2 | 19.2 | 16.7 | 17.4 | 17.3 | 15.6 | 18.7 | არ არის | ||||||||||||||
2 | 19.1 | 14.4 | 13.7 | 12.8 | 11.4 | 11.3 | 17.2 | 13.3 | 12.4 | 11.1 | 12.1 | 10.3 | 9.8 | 8.7 | 8.2 | 7.8 | 9.2 | 9.2 | 7.9 | 7.4 | 10.4 | 10.4 |
შენიშვნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლევერი, დევიდ (1995). Full of Secrets: Critical Approaches to Twin Peaks. Wayne State University Press.
- ↑ Twin Peaks - The 1st Season DVD Information. TVShowsOnDVD.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 19, 2008. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2008.
- ↑ Twin Peaks - The 2nd Season DVD Information. TVShowsOnDVD.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 29, 2008. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2008.
- ↑ Twin Peaks - Definitive Gold Box Edition DVD Information. TVShowsOnDVD.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2008. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2008.
- ↑ 'Twin Peaks': Watch 'Fire Walk With Me' lost scenes before entire series hits Blu-ray – EXCLUSIVE. Entertainment Weekly (მაისი 15, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 16, 2014. ციტირების თარიღი: მაისი 15, 2014.
- ↑ როდლი, კრის (1997). Lynch on Lynch. Faber and Faber, გვ. 184.
- ↑ 7.0 7.1 ლიტლტონი, სინთია. (ოქტომბერი 6, 2014) Twin Peaks Revival to Air on Showtime in 2016. Variety. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 6, 2014.
- ↑ 8.0 8.1 ანდრივა, ნელი. (იანვარი 9, 2017) ‘Twin Peaks’ Gets Premiere Date, Episode Count On Showtime. Deadline.com. ციტირების თარიღი: იანვარი 9, 2017.
- ↑ პეტსკი, დენის. (აპრილი 28, 2017) ‘Ray Donovan’ & ‘Episodes’ Get Summer Premiere Dates; ‘Twin Peaks’ Finale Also Slotted. Deadline.com. ციტირების თარიღი: აპრილი 30, 2017.
- ↑ Ratings Archive - აპრილი 2, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Ratings Archive - აპრილი 9, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Ratings Archive - აპრილი 16, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Ratings Archive - აპრილი 23, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Ratings Archive - აპრილი 30, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Ratings Archive - მაისი 7, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Ratings Archive - მაისი 14, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Ratings Archive - მაისი 21, 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ ლინჩი, ჯენიფერ (1990). ლორა პალმერის საიდუმლო დღიური. Pocket Books, გვ. 184. ISBN 0-671-73590-X.
- ↑ „Twin Peaks Canceled As a Saturday Regular“. The New York Times. February 16, 1991. ციტირების თარიღი: იანვარი 30, 2011.
- ↑ გრაიმზი, უილიამ (მაისი 5, 1991). „Welcome to Twin Peals and Valleys“. The New York Times. ციტირების თარიღი: მაისი 13, 2013.
- ↑ Ratings Archive - September 1990, Pt.2 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 Ratings Archive - ოქტომბერი 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ 23.0 23.1 23.2 Ratings Archive - ნოემბერი 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ 24.0 24.1 Ratings Archive - დეკემბერი 1990 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ 25.0 25.1 25.2 Ratings Archive - იანვარი 1991 (JPG). TV-aholic's TV Blog. ციტირების თარიღი: იანვარი 18, 2011.
- ↑ Week of February 4, 1991 (PDF). TV-aholic's TV Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2011.
- ↑ Week of February 11, 1991 (PDF). TV-aholic's TV Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2011.
- ↑ Week of მარტი 25, 1991 (PDF). TV-aholic's TV Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2011.
- ↑ Week of აპრილი 1, 1991 (PDF). TV-aholic's TV Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2011.
- ↑ Week of აპრილი 8, 1991 (PDF). TV-aholic's TV Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2011.
- ↑ Week of აპრილი 15, 1991 (PDF). TV-aholic's TV Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2011.
- ↑ 32.0 32.1 Week of June 10, 1991 (PDF). TV-aholic's TV Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2011.
- ↑ ოსიელო, მაიკლ. (მაისი 15, 2015) Twin Peaks Revival Back On for 'More Than' 9 Episodes as David Lynch, Showtime Resolve Stalemate. TVLine. ციტირების თარიღი: მაისი 16, 2015.
- ↑ 34.0 34.1 პორტერი, რიკ. (მაისი 23, 2017) Sunday cable ratings: 'Twin Peaks' return comes in low for Showtime. TV by the Numbers. ციტირების თარიღი: მაისი 23, 2017.[მკვდარი ბმული]
- ↑ Dwilson, Stephanie Dube. (May 21, 2017) 'Twin Peaks' Episodes 3 & 4: How to Watch the Next Episodes Online. Heavy.com. ციტირების თარიღი: May 22, 2017
- ↑ Porter, Rick. (ივნისი 6, 2017) Sunday cable ratings: 'The Leftovers' ends on up note, 'Fear the Walking Dead' premieres to series low. TV by the Numbers. ციტირების თარიღი: ივნისი 6, 2017.[მკვდარი ბმული]
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 6. Showtime. ციტირების თარიღი: მაისი 2, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (ივნისი 13, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 6.11.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14.06.2017. ციტირების თარიღი: ივნისი 13, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 7. Showtime. ციტირების თარიღი: მაისი 2, 2017.
- ↑ Porter, Rick. (ივნისი 20, 2017) Sunday cable ratings: ‘American Gods’ finale improves, ‘Fear the Walking Dead’ hits another low. TV by the Numbers. ციტირების თარიღი: ივნისი 20, 2017.[მკვდარი ბმული]
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 8. Showtime. ციტირების თარიღი: მაისი 2, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (ივნისი 27, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 6.25.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-28. ციტირების თარიღი: ივნისი 27, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 9. Showtime. ციტირების თარიღი: ივნისი 1, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (ივლისი 11, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.9.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12.07.2017. ციტირების თარიღი: ივლისი 11, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 10. Showtime. ციტირების თარიღი: ივნისი 1, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (ივლისი 18, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.16.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-19. ციტირების თარიღი: ივლისი 18, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 11. Showtime. ციტირების თარიღი: ივნისი 1, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (ივლისი 25, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.23.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-06. ციტირების თარიღი: ივლისი 25, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 12. Showtime. ციტირების თარიღი: ივნისი 1, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (აგვისტო 1, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 7.30.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-01. ციტირების თარიღი: აგვისტო 1, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 13. Showtime. ციტირების თარიღი: ივლისი 31, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (აგვისტო 8, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.6.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.08.2017. ციტირების თარიღი: აგვისტო 8, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 14. Showtime. ციტირების თარიღი: ივლისი 31, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (აგვისტო 15, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.13.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-15. ციტირების თარიღი: აგვისტო 15, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 15. Showtime. ციტირების თარიღი: ივლისი 31, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (August 22, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.20.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 30, 2017. ციტირების თარიღი: August 22, 2017.
- ↑ Twin Peaks – The Return, Part 16. Showtime. ციტირების თარიღი: ივლისი 31, 2017.
- ↑ Metcalf, Mitch. (August 29, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 8.27.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 19, 2018. ციტირების თარიღი: August 29, 2017.
- ↑ 59.0 59.1 Shows A-Z – twin peaks on showtime. The Futon Critic. ციტირების თარიღი: May 29, 2017.
- ↑ 60.0 60.1 Metcalf, Mitch. (September 6, 2017) UPDATED: SHOWBUZZDAILY's Top 150 Sunday Cable Originals & Network Finals: 9.3.2017. Showbuzz Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2017. ციტირების თარიღი: September 6, 2017.
- ↑ Twin Peaks Video. CBS.com. ციტირების თარიღი: მარტი 6, 2017.
- ↑ Twin Peaks Episode Guide. francesfarmersrevenge.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-14. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2010.
- ↑ Twin Peaks FAQ: TV Episode Questions. twinpeaks.org. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2010.