ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი
ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი ან TACN − არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით [Cu(NH3)4](NO3)2. ჩვეულებრივ პირობებში ნაერთი არ არის ფეთქებადი, მაგრამ 257°C-ზე გაცხელებით ფეთქდება.[1] ოთახის ტემპერატურაზე ფეთქებადია HMTD-ის ნარევთან. სუფთა ნივთიერება არასტაბილურია გაცხელებისა და შოკური ზემოქმედების მიმართ,[2] თუმცა დეტონაციის მცირე სიჩქარის გამო იგი ერთ-ერთ სუსტ ასაფეთქებლად ითვლება.
ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი TACN |
ქიმიური ფორმულა | [Cu(NH3)4](NO3)2 |
მოლური მასა | 255,68 გ/მოლი |
მიღება
რედაქტირებატეტრაამინოსპილენძის ნიტრატი მიიღება სპილენძის ნიტრატისა და ამიაკის წყალხსნარის შერევით. სითხის ანალოგიური მოცულობის იზოპროპილის სპირტის დამატებით ნაერთი მალევე ილექება. ამ პროცესს მკვეთრად აჩქარებს ხსნარის გაცივება. რეაქცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:
- Cu(NO3)2 + 4NH3 → [Cu(NH4)2](NO3)2
ქიმიური თვისებები
რედაქტირებამჟავებთან რეაქციისას კომპლექსი იშლება და მიიღება სპილენძისა და ამონიუმის ნიტრატები:
- [Cu(NH3)4](NO3)2 + 4 HNO3 → Cu(NO3)2 + 4 NH4NO3
გაცხელებით იშლება მეტალური სპილენძის, აზოტისა და წყლის გამოყოფით:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Suresh Mathew, et al. Thermal Decomposition Studies on Amine Complexes of Copper(II) Nitrate in Solid State. Bull. Chem. Soc. Jpn., 1991. 64: 3207-3209
- ↑ chem-page.de: Showexperimente – Tetraamminkupfer(II)-nitrat