ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი

ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი ან TACN − არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით [Cu(NH3)4](NO3)2. ჩვეულებრივ პირობებში ნაერთი არ არის ფეთქებადი, მაგრამ 257°C-ზე გაცხელებით ფეთქდება.[1] ოთახის ტემპერატურაზე ფეთქებადია HMTD-ის ნარევთან. სუფთა ნივთიერება არასტაბილურია გაცხელებისა და შოკური ზემოქმედების მიმართ,[2] თუმცა დეტონაციის მცირე სიჩქარის გამო იგი ერთ-ერთ სუსტ ასაფეთქებლად ითვლება.

ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი
ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებატეტრაამინოსპილენძის ნიტრატი
TACN
ქიმიური ფორმულა[Cu(NH3)4](NO3)2
მოლური მასა255,68 /მოლი

ტეტრაამინოსპილენძის ნიტრატი მიიღება სპილენძის ნიტრატისა და ამიაკის წყალხსნარის შერევით. სითხის ანალოგიური მოცულობის იზოპროპილის სპირტის დამატებით ნაერთი მალევე ილექება. ამ პროცესს მკვეთრად აჩქარებს ხსნარის გაცივება. რეაქცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:

Cu(NO3)2 + 4NH3 → [Cu(NH4)2](NO3)2

ქიმიური თვისებები

რედაქტირება

მჟავებთან რეაქციისას კომპლექსი იშლება და მიიღება სპილენძისა და ამონიუმის ნიტრატები:

[Cu(NH3)4](NO3)2 + 4 HNO3 → Cu(NO3)2 + 4 NH4NO3

გაცხელებით იშლება მეტალური სპილენძის, აზოტისა და წყლის გამოყოფით:

 
  1. Suresh Mathew, et al. Thermal Decomposition Studies on Amine Complexes of Copper(II) Nitrate in Solid State. Bull. Chem. Soc. Jpn., 1991. 64: 3207-3209
  2. chem-page.de: Showexperimente – Tetraamminkupfer(II)-nitrat