ტერტერი (ქალაქი)
ტერტერი (აზერ. Tərtər) — ქალაქი აზერბაიჯანში, ტერტერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბაქოდან დასავლეთით 332 კმ-ში.
ქალაქი | |
---|---|
ტერტერი | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რაიონი | ტერტერი |
კოორდინატები | 40°20′07″ ჩ. გ. 46°55′49″ ა. გ. / 40.33528° ჩ. გ. 46.93028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 255±1 მეტრი |
მოსახლეობა | 12 563 (1989)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | AZ5900 |
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის 1921 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, ტერტერში დასახლებული იყო 992 კაცი (210 კომლი), უპირატესი ეროვნებით აზერბაიჯანელი თურქები (აზერბაიჯანელები).
1947-1949 წლებში ტერტერს ურბანული ტიპის დასახლების სტატუსი ჰქონდა. შემდგომში მისი სახელი აზერბაიჯანული საბჭოთა პარტიის ლიდერის, მირბაშირ კასუმოვის სახელით გადაკეთდა. 1991 წლის 7 თებერვალს ისტორიული სახელწოდება „ტერტერი“ აღდგა.[2]
1994 წელს, ყარაბაღის ომის დროს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. აზერბაიჯანმა შეძლო ტერტერის დაცვა[3], მაგრამ ომის შედეგად ქალაქი ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში აღმოჩნდა, რის გამოც იგი სომხების მუდმივი თავდასხმის ობიექტი გახდა.[4]
აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებსა და არაღიარებული ყარაბაღისა და სომხეთის შეიარაღებულ ფორმირებებს შორის 2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო. 28 სექტემბერს დაიწყეს ქალაქ ტერტერის დაბომბვაც.[5] აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის თქმით, მხოლოდ 2 ოქტომბერს ქალაქს 2000-ზე მეტი ჭურვი ესროლეს.[6]
2022 წლის 8 ივლისს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დამტკიცდა, რომელიც 2038 წლამდე უნდა განხორციელდეს.[7]
მოსახლეობა
რედაქტირება1897 წლის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში ცხოვრობდა 752 კაცი, შემდეგი შემადგენლობით[8]:
- აზერბაიჯანელები — 508 ადამიანი (67,55%),
- სომხები — 120 ადამიანი (15,96%),
- რუსები, უკრაინელები, ბელარუსები — 65 ადამიანი (8,64%),
- სპარსელები — 46 ადამიანი (6,12%),
- ავარები — 6 ადამიანი (0,8%),
- გერმანელები — 2 ადამიანი (0,27%),
- ქართველები — 1 ადამიანი (0,13%),
- სხვა — 6 ადამიანი (0,53%).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 1989 წლის სრულიად საკავშირო აღწერა
- ↑ Azərbaycan Respublikası Ali Sovetinin Qərarı. e-qanun.az (1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ Владимир Мухин. (2013-02-13) Армия Азербайджана вышла на направление главного удара. Независимая газета. ციტატა: „Город Тертер, превращенный в 1994 году в неприступную крепость, которую не смогли тогда взять армянские войска.“ ციტირების თარიღი: 2022-01-25
- ↑ Нина Ахметели. (2016-05-07) Конфликт в Карабахе: жизнь на линии фронта.
- ↑ «Забрали женщин и детей и ушли». Мирные жители Нагорного Карабаха под обстрелами. ციტირების თარიღი: 2022-05-27.
- ↑ Азербайджан сообщил о новых обстрелах города Тертер в Карабахе. ციტირების თარიღი: 2022-05-27.
- ↑ Утверждены генпланы городов Дашкесан и Тертер. ციტირების თარიღი: 2022-07-27
- ↑ Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей. ციტირების თარიღი: 2022-05-27.