ტერეზა ბენედიქტა ბავარიელი

ბავარიის პრინცესა

ტერეზა ბენედიქტა ბავარიელი (გერმ. Theresa Benedikta von Bayern; დ. 6 დეკემბერი, 1725, მიუნხენი, ბავარია — გ. 29 მარტი, 1743, ფრანკფურტი, ჰესენი) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ კარლ VII-ისა და დედოფალ მარია ამალია ავსტრიელის ასული.

ტერეზა ბენედიქტა ბავარიელი
სრული სახელი
ტერეზა ბენედიქტა მარია
დაიბადა 6 დეკემბერი, 1725
მიუნხენი, ბავარია
გარდაიცვალა 29 მარტი, 1743, (17 წლის)
ფრანკფურტი, ჰესენი
საგვარეულო ვიტელსბახები
მამა კარლ VII, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ამალია ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტერეზა ბენედიქტა დაიბადა 1725 წლის 6 დეკემბერს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ VII-ისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელის შუათანა ქალიშვილი. დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია საღვთო რომის იმპერატორი იოზეფ I და დედოფალი ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი, ხოლო მამის მხრიდან ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან II ემანუელი და პოლონეთის მეფე იან III-ის ქალიშვილი, პრინცესა ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა იყვნენ. დედამისი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ღვიძლი ბიძაშვილი, რითაც ტერეზა ბენედიქტა ბიძაშვილად ერგებოდა საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტს.

დედამისმა სულ შვიდი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი გადაურჩა ბავშვობაში სიკვდილს. მისი და-ძმები იყვნენ: ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან III, საქსონიის კურფიურსტი მარია ანტონია და ბადენ-ბადენის მარკგრაფინია მარია ანა.

ტერეზა ბენედიქტა გარდაიცვალა 1743 წლის 29 მარტს ფრანკფურტში, 17 წლის ასაკში. მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზად ჩუტყვავილა სახელდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 40.
  • Historischer Verein von Oberbayern: Oberbayerisches Archiv für vaterländische Geschichte. Band 56, 1912: 12.