ტეიანა ტეილორი
ტეიანა მა შეი ჯეკქუელი (ინგლ. Teyana Me Shay Jacqueli Shumpert; დ. 10 დეკემბერი, 1990, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და რეჟისორი. 2006 წელს იმუშავა ბიონსეს კომპოზიციის, „Ring the Alarm" მუსიკალური ვიდეოს ქორეოგრაფიაზე, რის შემდეგაც ხელი მოაწერა კონტრაქტს Neptunes's Star Trak Entertainment-თან. კარიერის დასაწყისში გამოჩნდა MTV-ის My Super Sweet 16-ში. 2008 წელს გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Google Me“. 2010 წელს კანიე უესტთან ერთად გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევრები „Dark Fantasy" და „Hell of a Life". კომპოზიციები შევიდა ვესტის ალბომში My Beautiful Dark Twisted Fantasy (2010). მალევე ტეილორი წამოვიდა ლეიბლებიდან Star Trak და Interscope. შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს West's GOOD Music-თან.
ტეიანა ტეილორი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ტეიანა მა შეი ჯეკქუელი |
დაბ. თარიღი | 10 დეკემბერი, 1990 |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
ეროვნება | Afro Trinidadians and Tobagonians[1] |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, რეჟისორი |
აქტიური | 2005 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | teyanataylor.com |
ტეიანა ტეილორი ვიკისაწყობში |
2010 წელს შედგა ტეილორის სამსახიობო დებიუტი ფილმში Stomp the Yard: Homecoming, მოგვიანებით კი ითამაშა ტაილერ პერის ფილმში, Madea's Big Happy Family. მომდევნო წელს იმღერა GOOD Music-ის კომპილაციურ ალბომში Cruel Summer (2012). ნამუშევარი მეორე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. სადებიუტო სტუდიური ალბომი, VII, გამოუშვა 2014 წელს. ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და ბილბორდ 200-ის ტოპ ოცეულში მოხვდა. ასევე მუსიკოსმა გამოუშვა კიდევ ორი ალბომი K.T.S.E. (2018) და The Album (2020).
ტეილორმა ითამაშა ლი დენიელსის სატელევიზიო სერიალში Star (2017–2018) და Amazon Prime-ის ფილმში Coming 2 America (2021). 2023 წელს დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება A Thousand and One-ში შესრულებული როლით. იგი გამოჩნდა VH1-ის რეალით სერიალში Teyana and Iman. კარიერის განმავლობაში გადაიღო ვიდეოები ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორიცაა Diddy, Schoolboy Q და Queen Naija. მან მოიგო BET-ის ჯილდო წლის საუკეთესო ვიდეო-რეჟისურისთვის 2020 და 2023 წლებში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებატეიანა ტეილორი დაიბადა 1990 წლის 10 დეკემბერს ჰარლემში, [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში], აფრო-ამერიკული და ტრინიდადური წარმოშობის ოჯახში.
კარიერა
რედაქტირებატეილორმა 2006 წლის სექტემბერში, 15 წლის ასაკში იმუშავა ბიონსეს კომპოზიციის „Ring the Alarm" მუსიკალური ვიდეოს ქორეოგრაფიაზე. ამით მალევე მიიპყრო პროდიუსერ ფარელ უილიამსის ყურადღება, რომელმაც შესთავაზა მას კონტრაქტის დადება ლეიბლთან Star Trak Entertainment.[2]
2007 წლის თებერვალში გამოჩნდა MTV-ის შოუში My Super Sweet Sixteen. მოგვიანებით გამოჩნდა ჯეი-ზის მუსიკალურ კლიპში „Blue Magic".[3] 2008 წლის თებერვალში ტეილორმა გამოუშვა თავისი პირველი კომერციული სინგლი, „Google Me", რომელიც გახდა მისი მიქსტეიპის „From a Planet Called Harlem" მთავარი სინგლი.[4] მიქსტეიპი გამოვიდა 2009 წლის აგვისტოში. 2010 წლის აგვისტოში შედგა მისი სამსახიობო დებიუტი ფილმში Stomp the Yard: Homecoming.[5] ასევე გამოჩნდა სატელევიზიო შოუში House of Glam 2010 წლის ოქტომბერში. იმავე წელს კანიე უესტთან ერთდ ჩაწერა კომპოზიციები „Dark Fantasy" და „Hell of a Life".
მან მიიღო როლი ტაილერ პერის ფილმში „Madea's Big Happy Family", რომელიც გამოვიდა 2011 წლის აპრილში. 2012 წელს წამოვიდა ლეიბლიდან და კონტრაქტი გააფორმა GOOD Music-თან. მალევე ჩაწერა ნამუშევარი GOOD Music-ის კომპილაციური ალბომისთვის Cruel Summer (2012).[6] 2014 წელს ტეილორმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი VII, რომელმაც მიიღო დადებითი შეფასებები და მოხვდა ბილბორდ 200-ში.[7] მან 2015 წელს გამოუშვა ნამუშევარი „The Cassette Tape 1994".
2016 წელს გამოუშვა სინგლი „Freak On" კრის ბრაუნთან ერთად.[8] ნამუშევრის ვიდეომ მოიგო საუკეთესო ქორეოგრაფიის ჯილდო 2017 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.
2018 წელს ტეილორმა გამოუშვა თავისი ალბომი K.T.S.E..[9] ალბომის განახლებული ვერსია უნდა გამოსულიყო 2019 წელს, თუმცა მისი გამოშვება გაუქმდა. იმავე წელს კეილანისთან ერთად გამოუშვა სინგლი „Morning". 2019 წლის 6 დეკემბერს ტეილორმა გამოუშვა სინგლი „We Got Love".[10] 2020 წელს მან გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი The Album.[11] ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მე-8 ადგილზე გავიდა.[12]
დისკოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://urbannewsroom.com/2010/05/12/blog-get-to-know-teyana-taylor/
- ↑ Teyana Taylor Biography – AOL Music. Music.aol.com (December 31, 1969). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 18, 2011. ციტირების თარიღი: February 29, 2012
- ↑ TEYANA TAYLOR DROPS HER DEBUT ALBUM, 'FROM A PLANET CALLED HARLEM' IN MAY. Skope Magazine. Skope Entertainment Inc. (March 31, 2008). ციტირების თარიღი: June 10, 2013[მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ Google Me – Single by Teyana Taylor (January 2008). ციტირების თარიღი: December 17, 2010
- ↑ capone666. (January 25, 2011) Stomp the Yard: Homecoming (2010). IMDb. ციტირების თარიღი: June 14, 2015
- ↑ McGloster, Niki. Teyana Taylor: G.O.O.D. Girl, Urban Chic. vibevixen.com. ციტირების თარიღი: September 11, 2012
- ↑ TEYANA M.J. TAYLOR on Twitter. Twitter. ციტირების თარიღი: June 14, 2015
- ↑ Teyana Taylor And Chris Brown Throw It Back With "Freak On" (May 2, 2015). ციტირების თარიღი: April 14, 2020
- ↑ Maicki, Salvatore (June 22, 2018). „Stream Teyana Taylor's KTSE album release party“. The FADER. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 22, 2018. ციტირების თარიღი: June 22, 2018.
- ↑ Spanos, Brittany (December 6, 2019). „Teyana Taylor Compares Her Family to the Obamas on 'We Got Love'“. Rolling Stone (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 8, 2020. ციტირების თარიღი: May 13, 2020.
- ↑ Taylor, Teyana. (May 8, 2020) The Album – June 2020 @TEYANATAYLOR third album features the one and only @fatbellybella. Stay tune for morepic.twitter.com/4la4hlSje3 en. ციტირების თარიღი: May 13, 2020
- ↑ Caulfield, Keith (June 28, 2020). „Lil Baby's 'My Turn' Clocks in a Fourth Week at No. 1 on Billboard 200“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 28, 2020. ციტირების თარიღი: June 29, 2020.