ტახტი-ი-ბაჰი
ტახტი-ი-ბაჰი (აგრეთვე ტახტბაი) — ბუდისტური სამონასტრო კომპლექსი პაკისტანში, ჰუბერ-პაჰტუნჰავის პროვინციაში, ქალაქ მარდანიდან 15 კმ-ით მოშორებით. კომპლექსი ძვ.წ. I საუკუნით თარიღდება. ურდუს ენაზე Takht ნიშნავს ტახტს, bahi - წყაროს, ნაკადულს. მონასტერს ეს სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ის მდებარეობს ბორცვზე, რომელიც წყლით ნაკადულიდან მარაგდებოდა.
ტახტი-ი-ბაჰი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | პაკისტანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 34°19′15″ ჩ. გ. 71°56′45″ ა. გ. / 34.32083° ჩ. გ. 71.94583° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) |
ნომერი | 140 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 140 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კომპლექსის სიახლოვეს მდებარეობს პატარა თავდაცვითი ქალაქი, რომელიც ამავე ეპოქით თარიღდება.
მიუხედევად არაერთი გამანადგურებელი შემოსევისა ამ ტერიტორიებზე, ტახტ-ი-ბაჰი არაერთხელ გადაარჩინა დანგრევას მისმა ხელსაყრელმა, ბორცვზე მდებარეობამ, განსხვავებით ბევრი სხვა ადრეული ბუდისტური სამონასტრი კომპლექსისგან.
კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია ცნობილია შაქრის ლერწმის დიდი პლანტაციებით.
1980 წელს, იუნესკომ ტახტი-ი-ბაჰი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.