ტახტისძირის პეტრე-პავლეს ეკლესია
ტახტისძირის პეტრე-პავლეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ტახტისძირში, სოფლის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (9,5 X 6,1 მ), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვის კვადრებიც. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. სწორკუთხა საკურთხევლის გვერდზე თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა ნიში. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ ნაწილადაა დაყოფილი. კედლები შეთეთრებულია. დასავლეთ ფასადის ფრონტონის თავზე დაშენებულია აგურით ნაგები გუმბათიანი სამრეკლო, ხოლო დასავლეთ კედლის სიბრტყეში შეწეული ჯვარია გამოსახული. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 394.