ტახტამუკის რაიონი
ტახტამუკი (ადიღ.Тэхъутэмыкъуае район[1]) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალური წყობა რუსეთის ფედერაციის ადიღეს რესპუბლიკაში. ადმინისტრაციული ცენტრია აულ ტახტამაკი.
გეოგრაფია
რედაქტირებატახტამაუკის რაიონი მდებარეობს ადიღეს რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. რაიონის მთლიანი ფართობია 463,60 კმ². იგი მოიცავს, სულ 2 ურბანულ და ასევე 5 სოფლის დასახლებას.
ესაზღვრება მუნიციპალიტეტების მიწებს: აღმოსავლეთით თეუჩეჟის რაიონი, სამხრეთ–აღმოსავლეთით გორიაჩი კლიუჩის ქალაქი, სამხრეთით და დასავლეთით სევერსკის რაიონი, აგრეთვე ჩრდილოეთით კრასნოდარის ურბანული რაიონი.
რეგიონი მდებარეობს რესპუბლიკის ბრტყელ ზონაში. რელიეფი ჩრდილოეთით სუსტად არის დანაწევრებული და მცირედ ტალღოვანიცაა, თანდათანობით სამხრეთით ბორცვიან რელიეფად გადაიქცევა. ზოგადი შემცირებაა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ.
რეგიონის მთავარი მდინარეა ყუბანი. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მისი მრავალი მარცხენა შენაკადი, მათ შორის: აპიფსი, სუპსი, სუხოი აუშცი, ბჟიუკი, ვოშუკი, უნე-უბატი, ჩითუკი და ა.შ.
წყალსაცავებს ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე ყუბანი, არხებით: ჩიბიისკი, სუფსოვსკი, ტრახოვსკი და სხვა.
კლიმატი
რედაქტირებაკლიმატი ტერიტორიაზე არის ნოტიო, ზომიერი და შავი ზღვის სიახლოვის მატერიალური გავლენაც საკმაოდ მოქმედებს. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ივლისში + 24.0 ° С-დან იანვრის 0 ° С-მდე. ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აღინიშნება აგვისტოს დასაწყისში, ყველაზე დაბალია იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 700 მმ-ია. ნალექების უდიდესი რაოდენობა მოდის ზაფხულში.
ისტორია
რედაქტირებატახტამუკის რაიონი პირველად შეიქმნა 1924 წლის 2 სექტემბერს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გაუქმდა 1929 წლის 7 თებერვალს [2]. 1934 წლის 31 დეკემბერს უბანი აღადგინეს და იარსება 1963 წლის 1 თებერვლამდე, როდესაც იგი გაერთიანდა ტუჩეჟსკის სოფლის რაიონში.
აღნშნული უბანი კვლავ განახლდა, თავისი თანამედროვე ფორმით, 1983 წლის 25 აპრილს, ოქტიაბრსკის სახელით.1990 წელს მას ტახტამუკი ეწოდა [3].
ტრანსპორტი
რედაქტირებარეგიონში მოქმედებს სამგზავრო მიმოსვლის ფართო ქსელი. ყველა დასახლება დაფარულია სამგზავრო ტრანსპორტირების მომსახურებით და დამყარებული კავშირი აქვს რეგიონალურ ცენტრთან - ტახტამუკთან, ასევე ქალაქებთან კრასნოდართან და მაიკოპთან.
რეგიონი უკავშირდება ქალაქ კრასნოდარს ორი საგზაო ხიდით: იაბლონოვსკის ხიდი, მდებარეობს სოფელ იაბლონოვსკის და ტურგენევსკის ხიდთან, რომელიც მდებარეობს სოფელ ახალი ადიღეას მახლობლად. საგზაო მოძრაობის დიდი ნაკადის გამო, ორივე ხიდი ძლიერ დატვირთულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт Администрации Тахтамукайского района დაარქივებული 2022-09-10 საიტზე Wayback Machine.
- Тахтамукайский район
- Неофициальный сайт Тахтамукайского района
- Справочник почтовых индексов / кодов ОКАТО /налоговых инспекций ФНС / адресов
- რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Берсиров Б.М.. Русско-адыгейский словарь. Министерство образования и науки Республики Адыгея. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-30. ციტირების თარიღი: 2017-07-05.
- ↑ Азаренкова, А. С.; Бондарь, И. Ю.; Вертышева, Н. С. [1986] (1986) Основные административно-территориальные преобразования на Кубани (1793–1985 гг.) (Russian). Краснодарское книжное издательство, გვ. 180–181.
- ↑ Perepis2002.ru. Изменения в административно-территориальном устройстве субъектов Российской Федерации за 1989-2002 годы დაარქივებული 2007-02-17 საიტზე Wayback Machine. (in Russian)