ტატა ბლიაძე (დ. 30 მაისი, 1988, რუსთავი, საქართველო) — თანამედროვე ქართველი მხატვარი.

ტატა ბლიაძე
დაიბადა 30 მაისი, 1988
დაბადების ადგილი რუსთავი, საქართველო
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვარი
მომზადება ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი
მიმდინარეობა სიურრეალიზმი, მოდერნიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტატა (ცირა) ბლიაძე, ქართველი მხატვარი-ფერმწერი.[1] დაიბადა 1988 წლის 30 მაისს ქალაქ რუსთავში. დაამთავრა რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა. 2002 წელს დაასრულა რუსთავის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლა. 2007 წელს ჩაირიცხა თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე. 2010-2012 წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში. ამჟამად აქტიურად მუშაობს ფერწერული ტილოებისა და გრაფიკული ილუსტრაციების შექმნაში.[2][3][4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება