ტარნოვოს ალყა
ტარნოვოს ალყა | |||
---|---|---|---|
ბულგარეთ-ოსმალეთის ომების ნაწილი | |||
თარიღი | 1393 | ||
მდებარეობა | ველიკო-ტარნოვო, ბულგარეთი | ||
შედეგი | ოსმალეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ტარნოვოს ალყა 一 ქალაქ ტარნოვოს ოსმალეთის იმპერიის მიერ წამოწყებული მილიტარისტული ბლოკადა, რომელიც მოხდა 1393 წლის გაზაფხულზე და ოსმალთა გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დედაქალაქის დაცემასთან ერთად, ბულგარეთის იმპერიას დუნაის გასწვრივ ციხეთა რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდა.
კონფლიქტის წარმოშობა
რედაქტირებატარნოვო, ბულგარეთის სხვა ქალაქებს შორის, თავისი სიმდიდრით, სილამაზითა და სიდიდით გამოირჩეოდა, აგრეთვე ნაწილობრივ ბუნებრივი და ნაწილობრივ ხელოვნური სიმაგრეებითაც, ამიტომ თურქებს ბულგარეთის ტერიტორიაზე ჯერ ამ ქალაქის ხელში ჩაგდება სურდათ.
ბრძოლა
რედაქტირება1393 წლის გაზაფხულზე ბაიაზიდ I-მა შეკრიბა ჯარები ანატოლიისა და რუმელიის რეგიონებიდან, გადალახა დარდანელის სრუტე და შეუერთდა თავის დასავლურ ჯარს, რომელშიც, ზოგიერთი წყაროს თანახმად, მრავალი მაკედონიელი ჯარისკაცი იყო გაერთიანებული. მთავარ სარდლად მან საკუთარი შვილი, სულეიმან ჩელები დანიშნა და ტარნოვოში გამგზავრება უბრძანა. უეცრად, ქალაქი ყველა მხრიდან მახეში მოექცა. თურქები მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის მოოხრებითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუ ისინი დანებებაზე იტყოდნენ უარს. მოსახლეობამ საკმაოდ მძიმე პირობებში მაინც შეძლო წინააღმდეგობის გაწევა თურქთათვის, თუმცა სამთვიანი ალყის შემდეგ, როცა თურქებმა ცარევეცის ციხესიმაგრე იგდეს ხელთ, ბულგარელები დანებდნენ. ეს მოხდა 1393 წლის 17 ივლისს. პატრიარქის ქრისტეს ამაღლების სახელობის ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა, ანალოგიური ბედი ეწიათ დანარჩენ ეკლესიებსაც 一 ტრაპეციცას მიდამოში არსებული თითქმის ყველა ეკლესია თუ სასახლე გადაწვეს და გაანადგურეს. იგივე ბედი ელოდა მეფის ტრაპეციცაში არსებულ რეზიდენციასაც; თუმცა მათი კედლებისა და კოშკების უდიდესმა ნაწილმა XVII საუკუნემდე იარსება. ცარ ივან შიშნმანმა, რომელიც თურქთა ამალის სულ სხვა ლოკაციაზე გადაწევას ცდილობდა, უნებლიედ , საკუთარი ჯარის ნარჩენები ნიკოპოლისკენ წაიყვანა, ციხე-ქალაქისკენ, რომლის მთავრადაც ბულგარეთის პატრიარქი ევტიმი იყო დანიშნული. ის თავადვე წავიდა თურქთა ბანაკში იმ მიზნით, რომ დაეყოლიებინა თურქი სარდალი, ხელი აეღო ამ ომზე, თუმცა უშედეგო. სასტიკი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ქალაქი დაეცა. ჩელებმა ქალაქი ადგილობრივი მეთაურის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ დატოვა. ახალმა გუბერნატორმა შეკრიბა ყველა გამოჩენილი მოქალაქე და ყველა ერთიანად ამოხოცა. ლეგენდის თანახმად, პატრიარქ ევტიმს აგრეთვე მიუსაჯა მან სიკვდილი, თუმცა ბოლო მომენტში ის სასწაულებრივად გადარცა. მას შემდეგ, რაც თურქი სარდალი ქალაქის მმართველად დანიშნა, ჩელები მთავარ ჯარს შეუერთდა, რომელსაც მამამისი, ბაიაზიდ I ედგა სათავეში, ერტობლივად კი მათ ნიკოპოლის ციხე აიღეს. თურქთა მზარდმა პროგრესმა გამოიწვია მომენტალური პანიკა ადგილობრივ ევროპულ სამფლობელოებში, რომის პაპმა კი კრებაზე ევროპის სახელმწიფო მეთაურებს ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა. ეს ჯვაროსნული ლაშქრობის მცდელობა, სამი წლის შემდეგ, ნიკოპოლის ბრძოლაში გადაიზარდა.
შედეგები
რედაქტირებამოგვიანებით, ქალაქის ძირითადი მოსახლეობა მცირე აზიაში გადაასახლეს, სადაც მათი ისტორიული კვალი, შეიძლება ითქვას, დაიკარგა. თავად პატრიარქი ევტიმი კი თრაკიაში გადაასახლეს. ის ემიგრაციაში გარდაიცვალა, ხოლო მოგვიანებით ბულგარეთის მართლამადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. რაც შეეხება ტარნოვოს იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც ქალაქში დარჩნენ, იხილეს სრული განადგურება, როგორც ეს ერთ-ერთ თანამედროვე წყაროშია აღწერილი. თურქმა დამპყრობლებმა მალე ტრაპეციცის ოლქიც დაიკავეს, რომელსაც, მოგვიანებით, ჰისარი ეწოდა. ევტიმის მოწაფეები რუსეთსა და სერბეთში გადასახლდნენ, სადაც თან ბულგარულ ენაზე დაწერილი წმინდა წერილი გაიყოლეს. უამრავი მშვიდობიანი მოსახლე მოექცა ისლამზე, ხოლო ვინც ეს არ ქნა, დიდ წნეხს განიცდიდა. ტარნოვოს დაცემა და პატრიარქ ევტიმის გადასახლება ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის განადგურებას ნიშნავდა. უკვე 1394 წლის აგვისტოში, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოლდოვის ეპისკოპოსს დაავალა საეკლესიო სიმბოლოების გადატანა ტარნოვოში. 1402 წლიდან ტარნოვოს უკვე საკუთარი მიტროპოლიტი დაუდგინდა, რომელიც ბიზანტიის პატრიარქს ექვემდებარებოდა. ამრიგად, ბულგარეთის სამეფო ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ მოექცა, ხოლო ბულგარეთის ეკლესია 一 ბერძნული მმართველობის ქვეშ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jireček, K. J. (1876). Geschichte der Bulgaren (German). Nachdr. d. Ausg. Prag 1876, Hildesheim, New York : Olms 1977. ISBN 3-487-06408-1.
- Tsamblak, Grigory. Hagiography of Patriarch Evtimiy Tarnovski. Glasnik 31(1371), pp. 248–292