ტარიელ ჭიჭინაძე
ტარიელ ჭიჭინაძე (დ. 30 აპრილი, 1951, თბილისი — გ. 14 ნოემბერი, 2022) — ქართველი მომღერალი, საქართველოს თეატრალური კავშირის წევრი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
ტარიელ ჭიჭინაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 30 აპრილი, 1951 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
წარმოშობა | ქართველი |
გარდ. თარიღი | 14 ნოემბერი, 2022 (71 წლის) |
საქმიანობა | მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1971 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალის განხრით).
1975–1990 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბანი). დებიუტი – ცანგალა (ზ. ფალიაშვილი „დაისი“); 1995 წლიდან — ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი; რეპერტუარი: აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“); ბაყბაყდევი (მ. დავითაშვილი „ნაცარქექია“, 1979, პრემიერა); შერგილი (რ. ლაღიძე „ლელა“); ბაბუა ტარიელი (ო. თაქთაქიშვილი „მთვარის მოტაცება“); მაკარი (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“); მონტერონე, ფერნანდო, ლოდოვიკო, რამფისი, ფარაონი (ვერდი „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „ოტელო“, „აიდა“); კომანდორი (მოცარტი „დონ–ჟუანი“), ფაუსტი, ბენედიქტელი ბერი (პროკოფიევი „ცეცხლოვანი ანგელოზი“, „დუენია“). ქართული ვოკალურ–ინსტრუმენტული რეპერტუარი: ა. შავერზაშვილის კანტატა „კრემლის მზე“ (1972, პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილის პოემა „რწმენის კედელი“ (1980, პირველი შესრულება), „სამშობლო გვიხმობს“ (1981, პირველი შესრულება), მ. ცერცვაძის ვოკალური ციკლი „წუთისოფელი“ (1978, პირველი შესრულება).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 570 – თბ., 2015.