ტანზანიის დემოგრაფია
არტიკლი ეხება ტანზანიის მოსახლეობის დემოგაფიულ ისეთ მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნოსი, განათლების დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები.
ტანზანიაში მოსახლეობის განაწილება ძალიან არათანაბარია, უმრავლესობა ცხოვრობს ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ან აღმოსავლეთ სანაპიროზე. სიმჭიდროვე მერყეობს კატავის ოლქში 1 კმ²-ზე 12 ადამიანიდან, დარ-ეს-სალამის ოლქში 3,133 ადამიანამდე. დაახლოებით 70 პროცენტი ცხოვრობს სოფელში. დარ-ეს-სალამი არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და „დე ფაქტო“ დედაქალაქი, ხოლო ქვეყნის „დე იურე“ დედაქალაქია დოდომა.
ტანზანიაში ცხოვრობს დაახლოებით 125 ეთნიკური ჯგუფი.[1] ბანტუ, სუკუმას, ნიამვეზი, ჯაგა და ჰაიას არიან ის ეთნიკური ჯგუფები რომელთა რაოდენობაც აღემატება მილიონს.[2]:გვ.4
ტანზანიაში დაახლოებით 100 განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, რითიც ის აღმოსავლეთი აფრიკის ყველაზე ლიგვისტურად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. ტანზანიაში გავრცელებულია ოთხი აფრიკული ენათა ოჯახი: ბანტუ, ქუშიტური, ნილოტური და კოისანური ენები. სუაჰილი და ინგლისური არის ტანზანის ოფიციალური ენები.[3] სუაჰილი მიეკუთვნება ბანტუს ენების ნიგერო-კონგოს ენების ოჯახს.[4] ქვეყანაში ასევე გავრცელებულია ინდური ენები და პორტუგალიური რომელზეც ძირითადად მოზამბიკელები საუბრობენ.
სქატისტიკური მონაცემები
რედაქტირებაონაცემები ეყრდნობა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მსოფლიო ფაქტების წიგნს.[5]
საშუალო ასაკი
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით:
ჯამში: 17.3 წელი.
კაცი: 17.0 წელი
ქალი: 17.6 წელი
სქესობრივი კოეფიციენტი
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით:
დაბადებისას: 1.03 კაცი/ქალი
0-14 წლის: 1.02 კაცი/ქალი
15–54 წლის: 1.00 კაცი/ქალი
55-64 წლის: 0.75 კაცი/ქალი
65 წლის და ზევით: 0.76 კაცი/ქალი
ჯამში: 0.99 კაცი/ქალი
სიცოცხლის ხანგრძლივობა
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით:
ჯამში: 60.76 წელი
კაცი: 59.48 წელი
ქალი: 62.09 წელი
წიგნიერება
რედაქტირება15 და ზევით ასაკის მოსახლეობის სუაჰილზე, ინგლისურად ან არაბულად წერის და კითხვის უნარი (2003 წლის მონაცემები):
ჯამში: 69.4 %
კაცი: 77.5 %
ქალი: 62.2 %
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ethnic Groups Worldwide: A Ready Reference Handbook, authored by David Levinson, Greenwood Publishing Group, 1998, page 173
- ↑ Culture and Customs of Tanzania, authored by Kefa M. Otiso, ABC-CLIO, LLC, 2013
- ↑ "East Africa", authored by Silvester Ron Simango, in Sociolinguistics: Regional overview, edited by Ulrich Ammon, published by Walter de Gruyter, 2006, pages 1966-7
- ↑ Swahili - A language of Tanzania. Ethnologue. ციტირების თარიღი: 9 February 2014.
- ↑ The World Factbook - Tanzania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 2016-09-13.