ტანაკა გიიტი (დ. 25 ივლისი, 1864, ჰაგი — გ. 29 სექტემბერი, 1929, ტოკიო) — იაპონიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალი, ბარონი (1920). 1918 სექტემბრიდან 1921 ივნისამდე და 1923 სექტემბრიდან 1924 იანვრამდე სამხედრო მინისტრი. საბჭოთა შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის სამხედრო ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. 1925-იდან თადარიგში გავიდა. 1927 აპრილიდან 1929 ივლისამდე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კოლონიების მინისტრი. დიპლომატიურ ლიტერატურაში ტანაკას უკავშირებენ საიდუმლო დოკუმენტს, ე. წ. ტანაკას მემორანდუმს, რომელიც იაპონიის საგარეო პოლიტიკის საფუძვლად აშკარად აცხადებდა ჩინეთის, სსრკ და სხვა სახელმწიფოთა წინააღმდეგ აგრესიას მსოფლიო ბატონობის მოპოვების მიზნით. ეჭვს გამოთქვამენ ამ დოკუმენტის არსებობაზე.

ტანაკა გიიტი

ლიტერატურა

რედაქტირება