ტამარინი
ტამარინები — ციყვის ზომის, ფართოცხვირიანი მაიმუნები (იგივე ახალი მსოფლიოს მაიმუნები) ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახის Saguinus-ის გვარიდან. ახლოს ენათესავებიან Leontopithecus-ის გვარის ლომისებრ ტამარინებს.
ტამარინები | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საიმპერატორო ტამარინი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Saguinus | |||||||||||||||
|
დახასიათება
რედაქტირებატამარინის სხვადასხვა სახეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება გარეგნულად. არიან როგორც მთლიანად შავები, ისე ჭრელები, ყავისფერები და თეთრები. მრავალი სახეობისთვის დამახასიათებელია ულვაშისმაგვარი თმები სახეზე. სხეულის ზომა 13-30 სანტიმეტრია (პლუს 25-44 სმ კუდი), წონა კი 220-900 გრამი. ტყვეობაში ტამარინი 18 წლამდე ცოცხლობს.
გავრცელება
რედაქტირებატამარინი გავრცელებულია ცენტრალური ამერიკის სამხრეთ ნაწილიდან სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილამდე, ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიაში, ამაზონის აუზსა და გვიანაში.
ქცევა და გამრავლება
რედაქტირებატამარინები ტროპიკულ წვიმის ტყეებსა და ღია ტყეებში ბინადრობენ. მოქმედებენ დღისით, ძირითად დროს ხეებზე ატარებენ, სადაც სწრაფად დახტიან. ცხოვრობენ ჯგუფებად, რომელშიც ხშირად 40 წევრი შედის და ერთი ან რამდენიმე ოჯახისგან შედგება. უფრო ხშირად, ჯგუფები 3-9 წევრისგან შედგება.
ტამარინები ყველაფრისმჭამელები არიან. ჭამენ როგორც ხილსა და მცენარეებს, ისე ობობებს, მწერებს, პატარა ხერხემლიანებსა და ფრინველთა კვერცხებს.
მაკეობა 140 დღეს გრძელდება და როგორც წესი, იბადებიან ტყუპები. ჯგუფის ზრდასული და ახალგაზრდა მამრი წევრები მდედრებს პატარების ტარებაში ეხმარებიან. დაახლოებით ერთი თვის პატარა ტაამრინი მყარი საკვების ჭამას იწყებს, თუმცა ძუძუთი კვებას თავს სრულად 3-4 თვის ასაკში ანებებს. სრულ სიმწიფეს 2 წლის ასაკში აღწევენ. ტამარინები პოლიანდრიულები (მარავლქმრიანი) არიან.
მტაცებლები
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ დღის დიდ ნაწილს ტამარინები საკვების მოპოვებაში ატარებენ, ისინი ხშირად ხდებიან საჰაერო და სახმელეთო მტაცებელთა მსხვერპლნი. სხვა პრიმეტაბთან შედარებით პატარა ზომის გამო, ადვილი სამიზნეები არიან მტაცებელი ფრინველების, გველებისა და ძუძუმწოვრებისათვის.[1]
ტაქსონომია
რედაქტირებაSaguinus-ის გვარის ტამარინების პირველი კლასიფიკაცია 10 სხვადასხვა სახეობას მოიცავდა. თუმცა შემდეგ, სახის საფარზე დაყრდნობით, დაიყო 33 მორფოტიპად.[2] შემდეგი კლასიფიკაციისას, მოხდა ორ შტოდ დაყოფა, რაც კბილის მახასიათებლებს შორის არსებულ სხვაობებს ეფუძნებოდა.[3] ბოლო კლასიფიკაცია ადგენს 15 სახეობას არც ერთი ქვესახეობის გარეშე.[4]
კლასიფიკაცია
რედაქტირება- Genus Saguinus
- S. midas ჯგუფი
- წითელთავიანი ტამარინი, Saguinus midas
- Saguinus ursula [5]
- შავი ტამარინი, Saguinus niger
- S. nigricollis ჯგუფი
- Saguinus nigricollis
- Saguinus nigricollis nigricollis
- Saguinus nigricollis hernandezi
- Saguinus graellsi
- უნაგირ-ზურგიანი ტამარინი Saguinus fuscicollis
- Saguinus fuscicollis fuscicollis
- Saguinus fuscicollis nigrifrons
- Saguinus fuscicollis illigeri
- ანდური უნაგირ-ზურგიანი ტამარინი Saguinus fuscicollis leucogenys
- Saguinus fuscicollis lagonotus
- Saguinus fuscicollis fuscus
- Saguinus fuscicollis avilapiresi
- Saguinus fuscicollis weddelli
- Saguinus fuscicollis cruzlimai
- Saguinus fuscicollis primitivus
- Saguinus fuscicollis mura
- Saguinus melanoleucus
- Saguinus tripartitus
- Saguinus nigricollis
- S. mystax ჯგუფი
- ულვაშიანი ტამარინი, Saguinus mystax
- Saguinus mystax mystax
- Saguinus mystax pluto
- Saguinus pileatus
- თეთრტუჩა ტამარინი, Saguinus labiatus
- საიმპერატორო ტამარინი, Saguinus imperator
- ულვაშიანი ტამარინი, Saguinus mystax
- S. bicolor ჯგუფი
- ჭრელი ტამარინი, Saguinus bicolor
- მარტინსის ტამარინი, Saguinus martinsi
- Saguinus martinsi martinsi
- Saguinus martinsi ochraceus
- S. oedipus ჯგუფი
- Saguinus oedipus
- Saguinus geoffroyi
- თეთრფეხებიანი ტამარინი, Saguinus leucopus
- S. inustus ჯგუფი
- ჭრელსახიანი ტამარინი, Saguinus inustus
- S. midas ჯგუფი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Miller, Lynne (2002). Eat or be Eaten. Cambridge University Press. ISBN 0-521-01104-3.
- ↑ Hershkovitz, Philip (1977). Living New World Monkeys (Platyrrhini) : With an Introduction to Primates, 1st, University of Chicago Press.
- ↑ Natori, M.; Hanihara, T. (1992). „Variations in dental measurements between Saguinus species and their systematic relationships“. Folia Primatologica. 58 (2): 84–92.
- ↑ Ferrari, Stephen; Silva, Suleima. Notes on the reproduction, behaviour and diet of Sanguinus niger (Primates: Callitrichidae) in a forest remnant at the National Primate Centre, Ananindeua, Pará. ციტირების თარიღი: 2016-07-12
- ↑ Gregorin, R.; De Vivo, M. 2013: Revalidation of Saguinus ursula Hoffmannsegg (Primates: Cebidae: Callitrichinae). Zootaxa, 3721(2): 172-182. doi:10.11646/zootaxa.3721.2.4