ტაის ეროვნული პარკი

ტაის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National de Taï) — ეროვნული პარკი კოტ-დ'ივუარში, რომელიც მოიცავს დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ უკანასკნელ პირველყოფილ ნოტიო ტროპიკულ ტყეებს. მისი ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული სიუხვის გამო, 1982 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. აქ გავრცელებული ძუძუმწოვრებიდანხუთი სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი. ესენია - ჯუჯა ბეჰემოტი, მაიმუნი Olive colobus, ლეოპარდი, შიმპანზე და ჯენტიკის ანტილოპა (Cephalophus jentinki).[1][2][3][4]

ტაის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

პარკის მდებარეობა
ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 5°45′00″ ჩ. გ. 7°07′00″ დ. გ. / 5.75000° ჩ. გ. 7.11667° დ. გ. / 5.75000; -7.11667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 195
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 195
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი მდებარეობს სპილოს ძვლის სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის მოშორებით, ლიბერიის საზღვართან, მდინარე კაბალისა და სასანდრას შორის. იგი მოიცავს 3 300 კმ² ტერიტორიას და 200 კმ² ბუფერულ ზონას, სიმაღლე ზღვის დონიდან 396 მეტრია.

ტაის ტყის ნაკრძალი 1926 წელს შეიქმნა, ხოლო 1972 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. McGraw, William Scott; Klaus Zuberbühler, Ronald Noë (2007). Monkeys of the Tai Forest: An African Primate Community. Cambridge University Press, გვ. 14–16. ISBN 0521816335. 
  2. Hexaprotodon liberiensis - Endangered. IUCN Red List of Endangered Species. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-28. ციტირების თარიღი: 2008-03-14.
  3. Pan troglodytes – Endangered. IUCN Red List of Endangered Species. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-04. ციტირების თარიღი: 2008-03-14.
  4. Advisory Body Evaluation (PDF). UNESCO. ციტირების თარიღი: 2008-03-14.