ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სხვისი სახე (იაპონ. 他人の顔) — იაპონელი ავტორის, კობო აბეს 1964 წლის რომანი, რომელიც წარმოადგენს "გაუჩინარების ტრილოგიის" მეორე ნაწილს, რიგით მეორე რომანს ავტორის სხვა, არანაკლებ ცნობილი ნაწარმოების - ქალი ქვიშაში - გამოცემის შემდეგ.

„სხვისი სახე“

ერთ-ერთი ინგლისურენოვანი გამოცემის ყდა
ავტორი კობო აბე
ქვეყანა დროშა: იაპონია იაპონია
ენა იაპონური ენა
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამოცემის თარიღი 1964
მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი
ქართულად გამოიცა 2022 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გვერდი 270 (ქართული გამოცემა, 2022

წიგნი შედგება სამი თავისგან - "შავი", "ნაცრისფერი" და "თეთრი" - და, აგრეთვე, მთავარი გმირის მეუღლის ჩანაწერებისგან.[1]

რომანი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ქიმიურ ლაბორატორიაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მძიმე დამწვრობის გამო, სახეს კარგავს. იმ მიზნით, რომ საკუთარი თავი განკურნოს და მეუღლის მხრიდან ერთგულება შეინარჩუნოს, ის ნიღაბს მოირგებს (როგორც ავტორი განმარტავს, სხვის სახეს), რაც იქცევა ერთგვარ მეტაფორად და ნაწარმოების ლაიტმოტივად —- მკითხველი აწყდება ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობის თემებს.[2]

ნაწარმოების გამოცემიდან ორიოდე წლის თავზე იაპონელმა რეჟისორმა, ჰიროში ტეშიგაჰარამ წიგნზე დაყრდნობით გადაიღო საკმაოდ ცნობილი ეკრანიზაცია.[3]

მოკლე შინაარსი

რედაქტირება
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სამრეწველო უბედური შემთხვევის შედეგად, მისტერ ოკუიამამ სახე დაკარგა. ეს იწვევს მისი მეუღლის აღშფოთებას, რომელიც უკუაგდებს მას და უარს ამბობს მასთან სექსუალურ კონტაქტზე. მეუღლესთან კავშირის აღსადგენად, მეცნიერი ნაქირავებ ბინაში პროთეზის ნიღბის შექმნას შეეცდება. ამ ახალი "სახით" გმირი სულ სხვანაირად უყურებს სამყაროს და იწყებს ფარულ რომანს საკუთარ გაუცხოებულ მეუღლესთან. მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბი ოკუიამას, ერთგვარად, თავისუფლებას ანიჭებს, ნაწარმოების ბოლოს მაინც რთულია იმის გარკვევა, ადამიანი დაეუფლა ნიღაბს, თუ პირიქით - ნიღაბი ადამიანს.[2][1][4]

თავად ავტორმა, "სხვა ადამიანების სახეების" თემატიკაზე საუბრისას, თქვა:

"მე ახლახან გამიელვა თვალწინ სხვების შიშმა"

აბემ აღნიშნა, რომ ნაწარმოებში არსებული ერთგვარი ექსპედიცია დაკავშირებული იყო "საკუთარი თავის არსებობასთან". გარდა ამისა, სხვისი სახე, როგორც "გაუჩინარების ტრილოგიის" მეორე ნაწილი, კრიტიკოსებმა შეაფასეს თანამედროვეობის აღმწერად - ეპოქის, რომელსაც გაუჩინარების პროდრომული სიმპტომები გააჩნია.

შეფასება და ინტერპრეტაცია

რედაქტირება

არანაკლებ ცნობილი იაპონელი ავტორი, იუკიო მისიმა რომანზე საუბრისას წერდა:

"სახე - ესაა მემკვიდრეობითობაით მიღებული მოცემულობა, რომლის ფუნდამენტური თვისებების წაშლა საკმაოდ ძლიერ პლასტიკურ ოპერაციასაც კი არ ძალუძს. მეტიც, გარდა იმისა, რომ ის ადამიანის კუთვნილებაა, მისი ნახევარი სოციუმს ეკუთვნის და ფლობს ერთ-ერთ განსაკუთრებულ უნარს - მისცეს საშუალება სხვას, რომ განარჩიოს მისი პატრონი და იპოვოს უნიკალური მასში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მიჩვეულნი ვართ, განვსაზღვროთ საზოგადოებისადმი ჩვენი დამოკიდებულება კუთრი ეგოს სქემით, მაგრამ, ამჯერად, ავტორი წარმოგვიდგენს სახისა და საზოგადოების დამოკიდებულებას, ანუ წინ აყენებს ფიზიკურ მონაცემს. ზედმიწევნითი ძალისხმევა, რომლითაც ეგომ წარმოქმნა ნიღაბი, როგორც ჩანს, კარგად ეხმიანება ავტორისეულ მოტივებს და აიძულებს მკითხველს, მასთან ერთად დაფიქრდეს მსგავს პრობლემატურ საკითხზე და გადაჭრას იგი. ნიღბის წარმოქმნის კლასიკური მეთოდი, როგორც ასეთი, არ არსებობს და რომც არსებობდეს, უსარგებლო იქნებოდა. სადავოა, შეუძლია თუ არა ნამდვილ ეგოს წარმოქმნას სხვისი კუთრი სახე.

იუკიო მისიმა, "თანამედროვე რომანის სამი მიმართულება".

თუ გადავხედავთ ნიღბის შექმნის საკითხს, აღმოჩნდება, რომ იგი საჭიროებს უდიდეს შრომას, რითაც საბოლოოდ ირღვევა სამყაროს წესრიგი და მსგავსი პროცესი ბუნებრივ მექანიზმებს მწყობრიდან აგდებს. სოციალური წესრიგის ნგრევა ჩვენ წინ იშლება. მიშიმა განმარტავს, რომ ეს არის აკრძალული მსგავსების ძირეული მიზეზი და ყურადღებას ამახვილებს იმ ნაწილზე, რომელშიც მთავარი გმირი ამბობს, რომ მხატვრული მღელვარება და შემაძრწუნებელი ეიფორია მას ნიღბის დამზადებისას ეუფლება.

მიშიმა უპირატესობას ანიჭებს სტილს, სტილს, რომელსაც ხელმძღვანელობს "ენობრივი ეროსი" და "მაცდუნებელი პანთეისტური" სტილი აბეს მარტივ, უარმყოფელ მონოთეისტურ სტილს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Abe, Kobo (1980). The face of another, Internet Archive, New York : Perigee Books. ISBN 978-0-399-50484-6. 
  2. 2.0 2.1 Hoover, William (2019). Historical Dictionary of Postwar Japan, 2nd edition. Lanham, MD: Rowman & Littlefield, გვ. 11. ISBN 9781538111550. 
  3. Teshigahara, Hiroshi (1967-06-09), Tanin no kao, Teshigahara Productions, Tokyo Eiga Co Ltd., https://www.imdb.com/title/tt0061065/. წაკითხვის თარიღი: 2022-04-17
  4. Rush, Zachariah (2014). Beyond the Screenplay: A Dialectical Approach to Dramaturgy. Jefferson, NC: McFarland, გვ. 59. ISBN 9780786466030. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სხვისი_სახე“-დან