სხაპაჭი
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სხაპაჭი[1][2] — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარეების კელასურისა და ამტყელის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2238 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია წიფლისა და მუქწიწვიანი ტყით, უფრო მაღლა სუბალპური მდელოებია. სხაპაჭის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მთა მცირე სხაპაჭი (1803 მ).
სხაპაჭი | |
---|---|
კოორდინატები: 43°11′09″ ჩ. გ. 41°14′43″ ა. გ. / 43.186028° ჩ. გ. 41.245528° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2238 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 628.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 160.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 96.