სხალთის ტაძარი
სხალთა, ყინჭაური[1] — XII საუკუნის ეკლესია, სხალთის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში[2].
სხალთის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°35′04″ ჩ. გ. 42°19′46″ ა. გ. / 41.5846778° ჩ. გ. 42.3295028° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XII საუკუნე |
ძეგლის აღწერა
რედაქტირებასხალთის მთავარი ტაძარი დიდი ზომის დარბაზული ნაგებობაა (სიგრძე მისი 25 ნაბიჯს უდრის, განი და სიმაღლე — 12 ნაბიჯს), რომელსაც სამხრეთი და დასავლეთი მხრიდან მიდგმული ჰქონდა კარიბჭეები. ამჟამად ერთი მათგანის მხოლოდ თაღოვანი შესასვლელია შემორჩენილი, მეორე კი დიდი ხნის დანგრეულია. ამის გარდა ტაძარს ჩრდილოეთი მხრიდან ჰქონდა მინაშენი, რასაც მისი კედლების კვალი მოწმობს. ძეგლმა ძლიერი დაზიანებით მოაღწია: კედლების უდიდეს ნაწილს ჩამოცლილი ჰქონდა საპირე ქვა, მძიმე დაზაინების დაღი ადევდა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფასადებს. არც შიგნითა მოპირკეთებული კედლები შემონახულა დაზიანების გარეშე. განსაკუთრებით აკლია ქვები კედლების ძველ ნაწილში. აღმოსავლეთის მხრიდან სამი მშვენიერი ჩუქურთმა აქვს ჯვრის ფორმისა. აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე ტაძარს სახურავი არ ჰქონდა. ტაძარს არაერთი შეკეთება-რესტავრაციის კვალი ეტყობა.
ეკლესიის ინტერიერში მოხატულობის ფრაგმენტებია. გარშემო გვიანდელი შუა საუკუნეების სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებია, მათ შორის მარანი და სხვა. მდინარე სხალთაზე შუა საუკუნის ხიდია.[1]
ისტორია
რედაქტირებაძეგლის ასაკის განსაზღვრა მრავალმა მკვლევარმა სცადა (დ. ბაქრაძე, თ. კლუგე, ნ. სევეროვი, რ. მეფისაშვილი). ზოგი მათგანი X-XII საუკუნეების ძეგლად მიიჩნევდა, ზოგიერთიც XI საუკუნისად თვლიდა, სხვა კიდევ მას XIII საუკუნის შუახანებით ათარიღებდა.
ტაძარი XII საუკუნის ძეგლია. ტაძრის ხუროთმოძღვრულ თავისებურებებთან ერთად (თაღედის აღნაგობისა და კამარისა და კონქის ქუსლს გავლებული სარტყლის თავისებურებანი) ამას ადასტურებს მის მშენებელ ერისთავთ-აბუსერისძეთა იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი.
აბუსერიძენი სწორედ ამ დროს იდგნენ ასეთი ტაძრის აგებულების აუცილებლობის წინაშე. ადრე, როცა მათ ვრცელი სამფლობელოები და ტბეთის ტაძარი ჰქონდათ, მაშინ აჭარაში სხალთის ტაძრის მსგავსი არ სჭირდებოდათ. ასე რომ X-XI საუკუნეებში ამ ხეობაში ასეთი ტაძრის აგებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა. არც XIII საუკუნის შუა წლებში ედგათ აბსერისძეებს სხალთაში ტაძრის მშენებლობის აროსი. ხვარაზმელთა თარეშობით შეწუხებულ და ეკონომიკურ-პოლიტიკურად დაკნინებულ აბუსერისძეებს ამ დროს სხალთის ასაშენებლად აუცილებელი ეკონომიკური ძალა არ გააჩნდათ.
სხალთის შესახებძალიან მცირე ცნობები მოგვეპოვება. ერთადერთი უძველესი საბუთი, რომელიც ეს ძეგლია მოხსენებული, ეკუთვნის ალექსანდრე I-ს.
ცნობილია ერთი ასომთავრული წარწერა ტაძრის აღმოსავლეთი ფასადიდან:
ღ(მერთ)ო იესო, შ(ეიწყალ)ე ნ(იკოლოზ)ი
— გადმოიღო დიმიტრი ბაქრაძემ
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბატ., 1962, გვ., 33-34
- რ. მეფისაშვილი, „სხალთის ხუროთმოძღვრული ძეგლი“ – ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, 1955 წ.
- შ. მამულაძე, „აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“, გზამკვლევი, 2000 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა, სხალთა დაარქივებული 2020-09-26 საიტზე Wayback Machine.