სუხუმსკაია პრავდა
სუხუმსკაია პრავდა (რუს. Сухумская правда) — რუსულენოვანი ყოველდღური გაზეთი, გამოდიოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 1918 წელს. იყო სოხუმის ოკრუგის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის ორგანო.
აფხაზეთში 1918 წლის აჯანყების შედეგად გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დროებითი ცენტრალური ორგანო გახდა საოლქო სამხედრო რევკომი, რომელსაც ე. ეშბა ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების საქმეში დიდი როლი შეასრულა გაზეთმა „სუხუმსკაია პრავდამ“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ძიძარია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 30.