ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სოჭუოს მუზეუმი (ჩინ.: 苏州博物馆) — უძველესი ჩინური ხელოვნების, ფერწერის, კალიგრაფიისა და ხელნაკეთი ხელოვნების მუზეუმი, მდებარეობს სუჭოუში, ძიანსუს პროვინციაში, ჩინეთი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმია, რომელსაც 2018 წელს 2 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა.[2] მუზეუმის სახხალხო განყოფილება მდებარეობს ბეის ოჯახის საგვარეულო ტაძარში, ლომის ჭალის ბაღის მახლობლად. დასავლეთის ახალი პავილიონი დააპროექტა ცნობილმა არქიტექტორმა იუჰ მინ პეიმ. მუზეუმი გაიხსნა 2006წელს.[3]

სუჭოუს მუზეუმი

31°19′30″ ჩ. გ. 120°37′24″ ა. გ. / 31.3251389° ჩ. გ. 120.6235389° ა. გ. / 31.3251389; 120.6235389
დაარსდა 1 იანვარი, 1960 წ.
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მდებარეობა Gusu District და სუჭოუ[1]
ოფიციალური საიტი http://www.szmuseum.com
Map
სოჭუოს მუზეუმის მთავარი შესასვლელი
სოჭუოს მუზეუმის ახალი ნაწილი
ვუს ოჯახის მისაღები დარბაზი, XVII საუკუნის დასაწყისი
ბაღის კლდეები ცენტრალურ წყლის კორტზე

სუჭოუს მუზეუმი დაარსდა 1960 წელს, იგი თავდაპირველად მდებარეობდა ტაიპინელთა აჯანყების გენერალ ჯუნ ვანგის ყოფილი რეზიდენციის შენობაში. სუჭოუს დაარსების 2 500 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1986 წელს გაიხსნა სუჭოუს სახალხო მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით გახდა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაერთიანება.[4] 2006 წელს მუზეუმი გადმოიტანეს ამჟამინდელ ადგილას, სუჭოუში დაბადებული ჩინურ-ამერიკული წარმოშბის არქიტექტორის იუჰ მინ პეის მიერ დაპროექტებულ შენობაში. ახალი შენობა მოიცავს 10 700 კვადრატულ მეტრ ფართობს და აქვს 19 000 კვადრატულ მეტრზე მეტი სამშენებლო ფართობი. ტაიპინელთა აჯანყების გენერალ ჯუნ ვანგის რეზიდენციის რენოვაციის ჩათვლით, საერთო სამშენებლო ფართობი 26 500 კვადრატულ მეტრს აღწევს, ხოლო ხარჯი შეადგენს 3,39 მილიონ ჩინურ იუანს.

კოლექცია

რედაქტირება

მუზეუმის საგამოფენო სივრცე დაახლოებით 3 600 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მუზეუმში დაცულია დაახლოებით 30 000 ნივთი, მათ შორის გათხრებისას ნაპოვნი კულტურული რელიქვიები, უძველესი ფერწერა და კალიგრაფია, ასევე ძველი ხელნაკეთი ნივთები.[5] მუზეუმს აქვს 70 000-ზე მეტი წიგნი და დოკუმენტი, ასევე 20 000-ზე მეტი ქვაზე ამოკვეთილი წარწერის ასლი. ფერწერისა და კალიგრაფიის კოლექციაში შედის სუნის, მინისა და ცინგის დინასტიების ოსტატების ნამუშევრები.[5]

მუზეუმში წარმოდგენილია ოთხი მუდმივი გამოფენა: ვუდის რელიქვიები, ვუს კოშკის ეროვნული საგანძური, ვუჟუნგის ესთეტიკა და ვუმენის კალიგრაფია და ფერწერა. მუდმივი კოლექციები მოიცავს პრეისტორიულ კერამიკასა და ნეფრიტის ნიმუშებს, აგრეთვე ბუდისტურ კულტურულ რელიქვიებს, რომლებიც თაიგერის მთის იუნიანის ტაძრიდან და რუიგუანგის ტაძრიდანაა. სუჭოუს ისტორიის გამოფენა მნახველებს აცნობს სუჭოუს რეგიონის ისტორიას, მოიცავს პალეოლითის ეპოქას, მინისა და ცინის დინასტიებს, აგრეთვე გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდს, როცა ჩამოყალიბდა სუჭოუს დასახლება.[5]

თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე ისეთი მხატვრების ნამუშევრებია ნაჩვენები, როგორებიც არიან ზაო ვუკი, ცაი გუოჩიანი და სუ ბინი.[5]

არქიტექტურა

რედაქტირება

სუჭოუს მუზეუმის შენობა დაპროექტებულია პრიცკერის პრემიის მფლობელი არქიტექტორის, იუჰ მინ პეის მიერ Pei Partnership Architects-თან თანამშრომლობით. პროექტის სტრუქტურულ ინჟინერიაზე პასუხისმგებელი იყო კომპანია Leslie E. Robertson Associates. მშენებლობა 2002 წელს დაიწყო, ხოლო მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 2006 წლის 6 ოქტომბერს. PBS-ის სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალ American Masters-ის 2010 წლის ეპიზოდში სახელწოდებით "I.M. Pei: Building China Modern" ასახულია მუზეუმის დიზაინის, მშენებლობისა და გახსნის პროცესი.

პეიმ მუზეუმი შექმნა ტრადიციული ჩინური დიზაინის, სუჭოუს ადგილობრივი გემოვნებისა და თანამედროვე სტილის შერწყმით. ძველი ქალაქის არსი ასახულია დახრილი სახურავებით, შავი, თეთრი და ნაცრისფერი ტრადიციულ ფერთა პალიტრით და თეთრი კედლებით. მასალები და კონსტრუქცია შენობას თანამედროვე იერს აძლევს: სახურავში ჩართულია მინა, ფოლადის სტრუქტურა ცვლის ტრადიციულ ხის კოჭებს და საყრდენებს, ხოლო სახურავზე ტრადიციული აგურის ნაცვლად გამოყენებულია „ჩინური შავი“ გრანიტის ფილები. ქვისა და მინის სახურავი ბუნებრივ განათებას ატარებს, რომელსაც ლითონის მზისგან დამცავი ფარდულები არეგულირებს.[5]

გამწვანება

რედაქტირება

მუზეუმი განთავსებულია შიდა ეზოებს შორის, რათა შენობა გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული იყოს. პეიმ მოაწყო ცენტრალური და მცირე შიდა ეზო, რომლებიც მუზეუმის სტრუქტურას ავსებს. მთავარი ეზო წარმოადგენს კრეატიულ ლანდშაფტურ ბაღს, რომელიც მუზეუმის სტრუქტურით გარშემორტყმულია აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ მხარეებიდან. ეზოს ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება სუჭოუს კლასიკური ბაღებიდან ყველაზე დიდი.[5][6] მთავარი ეზო მუზეუმის ეზოებიდან ყველაზე რთულად შექმნილი იყო და მოიცავს კენჭებით დაფარულ აუზებს, სწორსა და მოხრილ ხიდებს, რვაკუთხა პავილიონებსა და ბამბუკის ტყეს.[5][7][8]

გეომეტრიული ფიგურების გამოყენება

რედაქტირება

პეიმ მუზეუმის დიზაინისთვის გამოიყენა მარტივი გეომეტრიული ფორმები, როგორიცაა რვაკუთხედები, რომბი და სამკუთხედი. ატრიუმი და რამდენიმე დარბაზი რვაკუთხედის ფორმისაა, ხოლო ზოგიერთი ფანჯარა რომბის ფორმითაა შესრულებული. სახურავები და ჭერი სამკუთხედების, მართკუთხედისა და რომბის მოზაიკას წარმოადგენს, რაც მუზეუმის სტრუქტურას განსხვავებულ სახეს აძლევს და გამოარჩევს მას ტრადიციული სუჭოუს შენობებისგან, რომლებიც მუზეუმს აკრავს.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 archINFORM — 1994.
  2. TEA/AECOM 2018 Theme Index and Museum Index Report (May 2019).
  3. 苏州博物馆 苏州博物馆新馆 zh-hans (2015-09-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2023-09-03
  4. Suzhou Museum. ციტირების თარიღი: 14 December 2020
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 贝聿铭与苏州博物馆设计 | 后时代 zh-CN.
  6. Humble Administrators Garden | Travel to Suzhou. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-12-05. ციტირების თარიღი: 2024-11-10.
  7. 7.0 7.1 贝聿铭与苏州博物馆设计 | 后时代 zh-CN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-16. ციტირების თარიღი: 2018-11-16
  8. 8.0 8.1 SUZHOU MUSEUM. ციტირების თარიღი: 2018-11-16
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუჭოუს_მუზეუმი“-დან