რენოვაცია
რენოვაცია (ლათ. ნოვაციო – განახლება) — ფიზიკური ცვეთისა და მორალური დაძველების მიზეზით გამოუსადეგარი ძირითადი საწარმოო ფონდების ელემენტების განახლების ეკონომიკური პროცესი, მათი ლიკვიდაციისა ან ტექნიკურად უფრო სრულყოფილით შეცვლის გზით. რენოვაციაზე გაწეული დანახარჯების დაფინანსება წარმოებს ძირითადი ფონდების სრული აღდგენისათვის გამოყოფილი ამორტიზაციული გადარიცხვების ხარჯზე.