სუტომო (ინდონ. Raden Soetomo; დ. 24 ივლისი, 1888 — გ. 30 მაისი, 1938) — ინდონეზიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე, დოქტორი და ეროვნული გმირი.[1][2][3]

დაიბადა არისტოკრატულ ოჯახში. 1911 დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი ჯაკარტაში. შემდგომ იყო ექიმი სუმატრასა და იავაზე. ინდონეზიის პირველი ეროვნული ორგანიზაციის — „ბუდი უტომოს“ (1908) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1924 სურაბაიაში დააარსა ინდონეზიის ეროვნული ორგანიზაცია — ინდონეზის კვლევითი კლუბი, 1931 — ერის კავშირი. 1935 პბი-ს, „ბუდი უტომოს“ და ზოგიერთი სხვა პარტიისა და ორგანიზაციის შერწყმის შედეგად სუტომოს მეთაურობით შეიქმნა დიდი ინდონეზიის პარტია რომელიც ინდონეზიის თვითმართველობის მოპოვებისთვის გამოდიოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Mirnawati (2012). Kumpulan Pahlawan Indonesia Terlengkap (id). Jakarta: CIF. ISBN 978-979-788-343-0. 
  2. Suetomo, Raden; Van der Veur, Paul W; Soetomo, Raden, 1888-1938. Kenang-kenangan. 1987; Soetomo, Raden, 1888-1938. Poespita mantja nagara. 1987 (1987), Toward a glorious Indonesia : reminiscences and observations of Dr. Soetomo, Ohio University Center for International Studies, Center for Southeast Asian Studies, ISBN 978-0-89680-142-4
  3. Christie, Clive J (1988-09-22), "Toward A Glorious Indonesia: Reminiscences and Observations of Dr. Soetomo", Pacific Affairs (The University of British Columbia - Pacific Affairs) 61 (3): 551(3), ISSN 0030-851X