მთავარი მენიუს გახსნა

სუსანა კალანდრელი (დ. 17 იანვარი, 1901, ბუენოს-აირესი — გ. 21 ივლისი, 1978, იქვე) — არგენტინელი მწერალი და მასწავლებელი. წერდა მოკლე ისტორიებს, ნოველებს, ესეებს, სცენარებს, ლექციებს, სასწავლო წიგნებს და ლექსებსაც. სწავლობდა რამდენიმე კულტურის ინსტიტუტში. 1918 წელს მიიღო ოქროს მედალი ნაშრომისთვის: A los muertos ignorados და მიიღო საპატიო ჯილდო: La libertad, ლანგედოკში Académie des Jeux Floraux-სგან. თანამშრომლობდა ბუენოს-აირესში არსებულ გაზეთებთან: La Nación, La Prensa, El Hogar და სხვა. ცნობილი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მისი რამდენიმე ნაწარმოებული მოხსენიებულია ენციკლოპედიებსა და ანთოლოგიებში ლონდონში, ნიუ-იორკში და ევროპისა და ამერიკის სხვა ქალაქებში. რამდენიმე პოემა შევიდა არგენტინის თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში (1896-1930) ისეთი პოეტების ლექსებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ხორხე ლუის ბორხესი, ლეოპოლდო მარეჩალი, რიკარდო ხუილარდესი, ოლივიერო ხირონდო, ლუის კანე, ლეოპოლდო ლუგონესი და ალფონსინა სტორნი.

სუსანა კალანდრელი
Susana Calandrelli.jpg
დაბ. თარიღი 17 იანვარი 1901(1901-01-17)
დაბ. ადგილი ბუენოს-აირესი
გარდ. თარიღი 21 ივლისი 1978(1978-07-21) (77 წლის)
გარდ. ადგილი ბუენოს-აირესი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა Flag of Argentina.svg არგენტინა

ლიტერატურარედაქტირება

  • Borges, Jorge Luis, Textos recobrados I; 1919-1929, "Susana Calandrelli; Página sobre la lírica de hoy", Buenos Aires, Emecé Editores, 1997, 314.
  • En Historia de la Literatura Hispanoaméricana by Ugo Galli, Milan, Italia.
  • “El Dios desconocido, por Susana Calandrelli”. La Nación, Buenos Aires, 10 October 1948.
  • Potenze, Jaime, “Andresito y el Periquito y El tesoro escondido, de Susana Calandrelli”; in Criterio, Buenos Aires, 1943, XVI, num. 809, 3.
  • “Mujeres de letras argentinas”, in Atenea, Concepción, Chile, 1924, num. 3, 249.
  • Garet-Mas, Julio, “Las poetisas argentinas”, en Conferencias Literarias, Corrientes, Imprenta del Estado, 1938.
  • Percas, Helena, La Poesía Femenina Argentina, Madrid, Ediciones Cultura Hispanica, 1958.
  • Diccionario Biográfico de Mujeres Argentinas, by Lily Sosa de Newton, Buenos Aires, Plus Ultra, 1980.
  • Antología de la Poesía Argentina Moderna (1896-1930), by Julio Noé, 2da edición, Buenos Aires, El Ateneo, 1931.
  • კარლოს ალვარადო-ლაროუკაუ, "Les Précieuses argentines : Littérature francophone d'Argentine", in Francophonie N° 18, კადისის უნივერსიტეტი, 2010.