სურატ-თანის პროვინცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სურატ ტჰანის პროვინცია (ტაი: สุราษฎร์ธานี), ხშირად მოიხსენიება როგორც სურატსამხრეთი ტაილანდის უდიდესი პროვინცია. ის ტაილანდის ყურის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. სურა ტანი ნიშნავს ,,კარგი ხალხის ქალაქს", რაც ქალაქს მეფე ვაჯირავუდჰმა (რამა VI) უწოდა. ეს არის სამხრეთ ტაილანდის ერთადერთი პროვინცია, რომლის სახელწოდებაც შუა ტაილანდურიდან მოდის.

პროვინცია
სურატ-თანის პროვინცია
ტაი. สุราษฎร์ธานี
დროშა გერბი


เมืองร้อยเกาะ เงาะอร่อย หอยใหญ่ ไข่แดง แหล่งธรรมะ
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Surat Thani
შიდა დაყოფა Mueang Surat Thani, Kanchanadit, Don Sak, Ko Samui, Ko Pha-ngan, Chaiya, Tha Chana, Khiri Rat Nikhom, Ban Ta Khun, Phanom, Tha Chang, Ban Na San, Ban Na Doem, Khian Sa, Wiang Sa, Phrasaeng, Phunphin, Chai Buri და Vibhavadi
კოორდინატები 9°08′00″ ჩ. გ. 99°19′54″ ა. გ. / 9.13333° ჩ. გ. 99.33167° ა. გ. / 9.13333; 99.33167
ფართობი 12 891 კმ²
ოფიციალური ენა ტაი ენა და Southern Thai
მოსახლეობა 1 063 501 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 83 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 077
საფოსტო ინდექსი 84
ოფიციალური საიტი suratthani.go.th

გეოგრაფია

რედაქტირება

სურატ თანის მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან, საათის ისრის მიმართულებით) ჩუმფონი, ნახონ სი თამარატი, კრაბი, ფანგ ნგა და რანონგი.

გეოგრაფიულად, პროვინციის ცენტრიმდინარე ტაპის დაბლობს უჭირავს, სადაც ძალიან ბევრი ბუჩქნარი და ქოქოსის პლანტაციებია. დასავლეთით მდებარეობს ფუკეტის ქედის კირქვის მთები, რომლებიც ძირითადად ტყითაა დაფარული. ხაო სოკის ეროვნული პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ნახონ სი თამარატის (ან ბანტატის) მთიანეთის მთებია განფენილი, რომელიც, თავის მხრივ, დაცულია ტაი რომ იენის ეროვნულ პარკში.

ტაილანდის ყურის ბევრი კუნძული სწორედ ამ პროვინციას ეკუთვნის. მათ შორის არის ტურისტული კუნძულები კო სამუი, კო ფა ნგანი და კო ტაო, ასევე კო ანგ თონგის საზღვაო ეროვნული პარკი.

სურატ ტანის პროვინციის მთავარი მდინარეებია მდინარე ტაპი და მდინარე პუმ დუანგი, რომლებიც ქალაქ თა ხამში ერთმანეთს უერთდებიან. მოგვიანებით კი ისინი ბანდონის ყურეში ჩაედინებიან. ამ მდინარეების დელტა, ადგილობრივად ცნობილი როგორც ნაი ბანგ (บาง) მდებარეობს, ზუსტად ქალაქ სურატ თანის ჩრდილოეთით. იგი შედგება რამდენიმე არხისგან, მცირე კუნძულებით, რომლებიც ძირითადად ბაღებითაა დაფარული.

პროვინციის სხვა დაცული ადგილებია ხლონგ ფანომ და კაენგ კრუნგის ეროვნული პარკი, თან სადეტ-კო ფჰა ნგანის საზღვაო ეროვნული პარკი, ასევე არასანადირო ადგილები, როგორიცაა ხაო თა ფეტი და ნონგ თინგ თონგი. ასევე მდებარეობს ველური ბუნების სიწმინდეები ხლონგ ფრაია, ხლონგ საენგ და ხლონგ იან. ამჟამად იქმნება კიდევ ერთი, ქუდი ხანომი - მუ კო თალე ტაი, რომელიც კო სამუის სამხრეთით რამდენიმე კუნძულს მოიცავს. [1][2]

სიმბოლოები

რედაქტირება

პროვინციის გერბზე ნაჩვენებია ვატ ფრა ბორომათატ ჩაიას პაგოდა, რომელიც, სავარაუდოდ, 1200 წლის წინ აშენდა.[3] პროვნიციის დროშის ცენტრში გამოხატულია პაგოდა, წითელ და ყვითელ ზოლიან ფონზე.

პროვინციული ყვავილი არის ბუა ფუტ (რაფფლესია კერიი), პარაზიტული მცენარე, რომელსაც მცენარეებს შორის ერთ- ერთი უდიდესი ყვავილი აქვს. პროვინციული ხე არის ტონა კიამი.

პროვინციული ლოზუნგია: "100 ร้อย เกาะ เงาะ อร่อย หอย ใหญ่ ไข่แดง แหล่ง ธรรมะ ชักพระ ประเพณี", ,,100 კუნძულის ქალაქი, გემრიელი რამბუტანი, დიდი ჭურვები და წითელი კვერცხები, ბუდიზმის ცენტრი". ,,წითელი კვერცხები" არის დაწნილებული იხვის კვერცხის ადგილობრივი კულინარიული სახეობა, ხოლო ,,დიდი ჭურვები" მოიცავს ისტორიულად უხვად არსებულ ჭურვებს. ,,ბუდიზმის ცენტრი" მოიხსენიება აქ არსებული ჩაია პაგოდასა და ჩაკ ფრას ფესტივალების გამო.

ეკონომიკა

რედაქტირება

2008 წლის აღწერის მონაცემებით, პროვინციას ჰქონდა GPP 132,637,3 მილიონი ბატი (4,019,31 მილიონი აშშ დოლარი) და GPP ერთ სულ მოსახლეზე 134,427 ბატი (4,073,54 აშშ დოლარი).

 
ხაო სოკის ეროვნული პარკის პანორამული ხედი

პროვინციის ძირითადი სოფლის მეურნეობის პროდუქტებია ქოქოსი და რამბუტანი. ქოქოსს ხშირად კრეფენ ხიდან სპეციალურად გაწვრთნილი მაიმუნები, ძირითადად ღორის კუდიანი მაკაკები.

სომპორნ საეხოვის მაიმუნების სკოლა ყველაზე ცნობილი სასწავლო ცენტრია. რამბუტანის ხეები პირველად სურატ ტჰანიში 1926 წელს დარგო ჩინელმა მალაიელმა ბატონმა კ. ვონგმა ბან ნა სან-ის რაიონში. ყოველწლიური რამბუტანის გამოფენა ტარდება აგვისტოს დასაწყისში. პროვინციაში გავრცელებულია რეზინის ხის პლანტაციებიც.

ადგილობრივი პროდუქტია ხელით ნაქსოვი აბრეშუმის ქსოვილი ჩაიას რაიონის სანაპირო სოფელ ფუმ რიანგიდან. ჩაიაში ასევე მზადდება ადგილობრივი წითელი კვერცხის სახეობა. იხვები იკვებება კირჩხიბითა და თევზით, შემდეგ კი კვერცხები ინახება ნიადაგში, მარილის ნარევში.

ტურიზმი არის პროვინციული შემოსავლის ძირითადი წყარო. 2018 წელს პროვინციამ 64 მილიარდი ბატი მიიღო ტურიზმის საშუალებით. ამ შემოსავალმა სურატ თანის მთლიანი ტურიზმის შემოსავლის 63 პროცენტი შეადგინა, რაც უმეტესწილად კუნძულის ღირსშესანიშნაობებს უკავშირდება, როგორიცაა: კო სამუი, კო ფა ნგანი, კო ტაო და მუ კო ანგ ტონგის ეროვნული პარკი.[4]

  1. "MU KO ANG THONG NATIONAL PARK". დაარქივებული 2019-06-30 საიტზე Wayback Machine. Tourism Authority of Thailand (TAT). Retrieved 2 January 2018.
  2. "Mu Ko Ang Thong National Park". Department of National Parks (DNP). Archived from the original on 11 November 2006. Retrieved 2 January 2018.
  3. "Wat Phra Borommathat Chaiya Ratcha Worawihan, Surat Thani Province". დაარქივებული 2020-11-09 საიტზე Wayback Machine. Thailand Tourism Directory. Retrieved 28 November 2019.
  4. "18km Samui bridge urged". Bangkok Post. 3 February 2020. Retrieved 3 February 2020.