სუმი იო
სუმი იო (კორ. 조수미; ჩინ. 曺秀美; დ. 22 ნოემბერი, 1962, სეული, კორეის რესპუბლიკა) — კორეელი ოპერის მომღერალი (სოპრანო); გრემის ჯილდოს ლაურეატი (1992).[1].
სუმი იო | |
---|---|
სუმი იო | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | 조수미 |
დაბ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1962 |
დაბ. ადგილი | სეული, კორეის რესპუბლიკა |
წარმოშობა | კორეელი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა | სოპრანო |
საიტი | josumi.com |
სუმი იო ვიკისაწყობში |
ოპერის სცენაზე პირველად სეულში გამოვიდა (სუზანას პარტია ოპერიდან ფიგაროს ქორწინება, მოცარტი). ევროპაში დებიუტი 1986 წელს ჰქონდა, ტრიესტში (ჯილდას პარტია ოპერიდან რიგოლეტო, ვერდი). 1988 წლიდან გამოდის მეტროპოლიტენის ოპერაში, 1989 წლიდან ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრში.
ასევე მღეროდა ზალცბურგის ფესტივალზე, ლა სკალაში, ჩიკაგოს ოპერის თეატრში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: