სუმგაითის ქიმიურ-ინდუსტრიული პარკი

სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკი (აზერ. Sumqayıt Kimya Sənaye Parkı) — ინდუსტრიული პარკი აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკი
აზერ. Sumqayıt Kimya Sənaye Parkı
შეიქმნა 21 დეკემბერი, 2011
შტაბ-ბინა ბაქო, აზერბაიჯანი
ქვეყანა აზერბაიჯანი
scip.az

დაარსდა 2011 წლის 21 დეკემბრის №548 დადგენილების შესაბამისად.

პარკის შესახებ რედაქტირება

სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ ქიმიურ სამრეწველო პროდუქტებს, მათ შორის ძირითად ქიმიას, ორგანული სინთეზის ქიმიას, პოლიმერულ ქიმიას, საყოფაცხოვრებო ქიმიას, ფარმაცევტულ ქიმიას, საინჟინრო პროდუქტებს, მათ შორის ელექტროენერგეტიკულ პროდუქტებს, ჩარხებსა და ხელსაწყოებს. ხდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ხელსაწყოების დამზადება, მეტალურგიული მრეწველობა, შავი და ფერადი ლითონების პროდუქტების ჩათვლით. წარმოებაშია სხვადასხვა სამშენებლო მასალები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), მსუბუქი მრეწველობა, შესაფუთი პროდუქტები.

სუმგაითის პარკი მდებარეობს ქალაქ სუმგაითში, 32,5 კმ. ბაქოდან. მას უკავია 508,14 ჰექტარი ფართობი, საიდანაც 192 ჰექტარი გამოყოფილია ინდუსტრიულ ზონაზე[1]. ინდუსტრიული ზონა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და სამკურნალო ქიმიის საქონელს, საყოფაცხოვრებო ქიმიას, სამშენებლო ქიმიას, ელექტრონულ და საინჟინრო ქიმიას, პოლიმერებსა და სამრეწველო აღჭურვილობას.

ინდუსტრიული პარკის მშენებლობა 2013 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო[2]. 2015 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა შპს „სოკარ პოლიმერის“ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ქარხნის, შპს „აზერტექნოლაინის“ ტექნიკური აღჭურვილობის ქარხნის გახსნის ცერემონია[3].

2017 წლის 15 დეკემბერს კიდევ 4 საწარმო გაიხსნა და 3 საწარმოს მშენებლობა დაიწყო[4].

2018 წლის 18 ივლისს შპს „სოკარ პოლიმერის“ პოლიპროპილენის წარმოების ქარხანა გაიხსნა[5].

2018 წლის 16 ნოემბერს ფეროშენადნობთა ქარხანა და სამშენებლო ქიმიკატების ქარხანა გაიხსნა[6][7].

2019 წლის 16 იანვარს გაიხსნა კარბამიდის წარმოების ქარხანა.

2019 წლის 18 თებერვალს შპს „სოკარ პოლიმერის“ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის წარმოების ქარხანა გაიხსნა[8].

2020 წლის 6 აპრილს პარკში გაიხსნა სამედიცინო ნიღბების მწარმოებელი საწარმო, შპს „ბაქოს ტექსტილის ფაბრიკა“[9].

სუმგაითის პარკის ტერიტორიის გაფართოებისთვის 2014 წლის 18 აპრილს კონკრეტული სამუშაოებისთვის 127,96 ჰექტარი მიწა გამოიყო. 2017 წლის 25 იანვარს ბაქო-ყუბის გზის 37-ე კილომეტრზე მდებარე 170,75 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ზონაში სპეციალური სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული[10].

სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე კარბამიდის ქარხანა "SOCAR კარბამიდი" აშენდა. ქარხანა გაიხსნა 2019 წლის იანვარში[11], რომლის მთლიანმა ღირებულებამ 800 მილიონი ევრო შეადგინა.

პარკს აქვს სარკინიგზო ქსელი, რომელიც იძლევა იმპორტისა და ექსპორტის ოპერირებას ნებისმიერი მიმართულებით, ასევე შიდა ტრანსპორტირებას.

სამრეწველო პარკის პროდუქცია ექსპორტირებულია თურქეთში, რუსეთში, შუა აზიის ქვეყნებში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, უკრაინაში, ბრაზილიაში, კანადაში, აშშ-სა და ჩინეთში[12].

2020 წელს წარმოებულია 1,1 მილიარდი მანათის პროდუქცია, ექსპორტირებულია 240 მილიონი მანათის წარმოებული პროდუქცია[13].

პარკის ტერიტორიაზე 2023 წელს იგეგმება შუშის კონტეინერების წარმოების ქარხნის აშენება წელიწადში 160 ტონა მინის ჭურჭლის ტევადობით[14].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sənaye parkları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-26. ციტირების თარიღი: 2023-08-26.
  2. Ильхам Алиев принял участие в церемонии закладки фундамента Сумгайытского химического промышленного парка
  3. Ильхам Алиев принял участие в открытии завода технического оборудования в Сумгайыте
  4. Ильхам Алиев посетил Сумгайытский химический промышленный парк
  5. Президенты Азербайджана и Италии приняли участие в открытии полипропиленового завода, построенного в рамках проекта SOCAR Polymer
  6. Ильхам Алиев принял участие в открытии завода цветных металлов и ферросплавов
  7. Ильхам Алиев принял участие в открытии завода строительных химикатов в Сумгайытском химическом промышленном парке
  8. Ильхам Алиев принял участие в открытии в Сумгайыте завода по производству полиэтилена высокой плотности «SOCAR Polymer»
  9. Ильхам Алиев принял участие в открытии предприятия по производству медицинских масок в Сумгайытском химическом промышленном парке
  10. Sumqayit Chemistry Industrial Park
  11. Ильхам Алиев открыл завод «Карбамид»
  12. В промзонах Азербайджана создаются новые рабочие места
  13. Сумгайытский химпромпарк увеличил экспорт продукции
  14. В Азербайджане будут производить стеклотары - Подробности