აზერბაიჯანის ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტო

აზერბაიჯანის ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტო (აზერ. İqtisadi Zonaların İnkişafı Agentliyi) — სახელმწიფო ორგანო, რომელიც ორგანიზებას უწევს საქმიანობას, მართავს და ავითარებს სამრეწველო პარკებს, ინდუსტრიულ უბნებსა და სასოფლო-სამეურნეო პარკებს აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანის ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტო
აზერ. İqtisadi Zonaların İnkişafı Agentliyi
უწყების შესახებ
შეიქმნა 22 იანვარი, 2021
ზემდგომი უწყება აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო
საიტი
www.economiczones.gov.az

ისტორია რედაქტირება

სააგენტო შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2021 წლის 22 იანვრის №1257 ბრძანებულებით „სამრეწველო პარკების, ინდუსტრიული უბნების და სასოფლო-სამეურნეო პარკების მართვის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ შპს სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის ბაზაზე[1].

სააგენტოს წესდება დამტკიცდა რესპუბლიკის პრეზიდენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №1506 ბრძანებულებით.

პარკები რედაქტირება

სამრეწველო პარკები არის ტერიტორიები, რომლებსაც გააჩნიათ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და მართვის ინსტიტუტი, რომლებიც გამოიყენება კონკურენტუნარიანი წარმოებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც იწვევს ეფექტურ მუშაობას და მეწარმეობის განვითარებას. სახელმწიფო სახსრების ხარჯზე ინდუსტრიული პარკები უზრუნველყოფილია ფართო ინფრასტრუქტურული სისტემით. ამჟამად ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტოს მართვაში 6 ინდუსტრიული პარკია - სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკი, გარადაღის ინდუსტრიული პარკი, პირალაჰის ინდუსტრიული პარკი, მინგაჩევირის ინდუსტრიული პარკი, აღდამის ინდუსტრიული პარკი, „არაზის ველის ეკონომიკური ზონა“ ინდუსტრიული პარკი[2].

ინდუსტრიული უბნები რედაქტირება

ინდუსტრიული უბანი არის ტერიტორია, რომელსაც გააჩნია სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა და გამოიყენება მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ წარმოებისა და მომსახურების გაწევისთვის. ეკონომიკური ზონების ადმინისტრაციაში ამჟამად 4 ინდუსტრიული უბანია - ჰაჯიგაბულის ინდუსტრიული უბანი, მასალი ინდუსტრიული უბანი, ნეფთჩალას ინდუსტრიული უბანი, საბირაბადის ინდუსტრიული უბანი.

აგროპარკები რედაქტირება

რესპუბლიკის 32 რეგიონში 239,3 ათას ჰექტარ მიწის ფართობზე 51 აგროპარკი და მსხვილი მეურნეობაა შექმნილი, რომელთა საერთო საპროექტო ღირებულება 2,4 მილიარდი მანეთია. მათგან 34 სპეციალიზირებული იყო მემცენარეობაში, 14 მემცენარეობისა და მეცხოველეობის, 1 მეცხოველეობის და 2 დახარისხება-შეფუთვაში, გადამუშავებასა და ლოჯისტიკაში.

პროფესიული სწავლის ცენტრები რედაქტირება

2020 წლის 14 სექტემბერს რესპუბლიკის პრეზიდენტი პროფესიული განათლების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო[3]. ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტოსთან არსებული პროფესიული სწავლების ცენტრი არის პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულება, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე. პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში სწავლის ხანგრძლივობაა 1 წელი და მიღება ხდება გასაუბრების გზით. გასაუბრებაში მონაწილეობენ სრული საშუალო განათლების მქონე პირები. ასევე სასწავლო პროცესის განმავლობაში სტიპენდიით უზრუნველყოფილნი არიან სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო სახსრების ხარჯზე სწავლობენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება