სუმგაითის ტექნოლოგიური პარკი

სუმგაითის ტექნოლოგიური პარკი (აზერ. Sumqayıt Texnologiyalar Parkı) დაარსდა 2009 წელს აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითის ჩრდილოეთით, სოფელ ჰაჯი-ზეინალაბდინში. პირველი ტექნოპარკი სამხრეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში. ტექნოპარკის ფართობი 250 ჰექტარია.[1]

სუმგაითის ტექნოლოგიური პარკი
შეიქმნა 22 დეკემბერი, 2009
ტიპი ორგანიზაცია
მდებარეობა ჰაჯი-ზეინალაბდინი, სუმგაითის რაიონი, აზერბაიჯანი
აღმასრულებელი დირექტორი ემინ მამედოვი
ქვეყანა აზერბაიჯანი
http://stp.az

პარკის გახსნის ცერემონია გაიმართა 2009 წლის 22 დეკემბერს. 12 ქარხნის საწარმოო და სამშენებლო ობიექტებში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა დაგეგმილი რაოდენობაა 10 000.[2]

პარკის პროდუქტებში შედის ელექტრომოწყობილობები, კაბელები, ჩარხები, პოლიმერული პროდუქტები, ფოლადის წარმოება, სენდვიჩ-პანელები, სავენტილაციო სისტემები, პოლივილინქლორიდის ფანჯრები, ტექნიკური კეისები, მზის პანელები და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება