სულხან თანიაშვილი
16??-16?? Public official, Poet.
სულხან თანიაშვილი — XVII საუკუნის ქართველი პოეტი. ბეგთაბეგ თანიაშვილის ძმა. XVII საუკუნის 70-იან წლებში გალექსა პროზაული „ამირანდარეჯანიანი“ (მოასწრო მხოლოდ სამი კარის გალექსვა, რომელიც შემდეგ დაასრულა მისმა ძმამ ბეგთაბეგმა). მარტივი თხრობა განავრცო მჭევრმეტყველებით, ყოველ კარს დაურთო შესავალი, რომელშიც გადმოგვცა თავისი შეხედულებები მიჯნურობაზე, მელექსეობასა და ლექსზე. განიცდიდა შოთა რუსთაველის, ჩახრუხაძის და თეიმურაზ I-ის გავლენას. პოემის ტექსტი 1941 წელს გამოსცა გიორგი ჯაკობიამ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, „განათლება“, 1984. — გვ. 118.