სულეიმანის მთები
სულეიმანის მთები — ქედი ირანის მთიანეთის აღმოსავლეთ კიდეზე, პაკისტანში (ჩრდილოეთის შტოქედები ავღანეთში). გადაჭიმულია დაახლოებით 600 კილომეტრზე. სიმაღლე 1800-2100 მეტრი, მაქსიმალური 3487 მეტრი (მთა ტახტ-ე-სულეიმანი). შედგება გამჭოლი ხეობებით გაყოფილი პარალელური ქედებისაგან. უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით. აღსანიშნავია, რომ მთათა სისტემა სეისმურობით გამოირჩევა. ჰავა მშრალია, სუბტროპიკული. ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები განიცდის ზაფხულის მუსონის გავლენას. ჭარბობს მშრალი სტეპისა და მთის უდაბნოს ლანდშაფტები. სულეიმანის მთებში მთებში მისდევენ მიწათმოქმედებას და მებაღეობას.
სულეიმანის მთები | |
---|---|
სულეიმანის მთები | |
კოორდინატები: 30°30′ ჩ. გ. 70°10′ ა. გ. / 30.500° ჩ. გ. 70.167° ა. გ. | |
ქვეყანა | ავღანეთი პაკისტანი |
უმაღლესი წერტილი | ტახტ-ე-სულეიმანი |
სიმაღლე | 3487 მ |
სიგრძე | 600 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 600.