სუბატომური ნაწილაკები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სუბატომური ნაწილაკი — ნაწილაკი, რომელიც ზომით ატომზე პატარაა. ატომი მატერიის უმცირესი ნაწილაკია, რომლის ქიმიური საშუალებებით გამოყოფა შეუძლებელია, და დიდი ხნის განმავლობაში იგი უმარტივეს და უმცირეს ნაწილაკად ითვლებოდა. 1897 წელს ჯოზეფ ჯონ თომსონის მიერ ელექტრონის აღმოჩენამ ეს მოსაზრება უარყო და სამეცნიერო სამყარო შეძრა. მოგვიანებით, 1919 წელს, ერნესტ რეზერფორდმა პროტონი აღმოაჩინა და ივარაუდა ატომის ბირთვის შემადგენელი მეორე ნაწილაკის, ნეიტრონის არსებობა, რომელიც 1932 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ ჩედვიკმა.[1] XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს სხვა, მანამდე აღმოჩენილ სუბატომურ ნაწილაკებზე მცირე ზომის ნაწილაკებიც, როგორებიცაა კვარკები, გლუონები, ფერმიონები, მესონები და სხვა.[2]

ატომის აგებულება

კლასიფიკაცია

რედაქტირება

დღესდღეობით, მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ სუბატომური ნაწილაკები იყოფა ორ კლასად: კომპოზიტურ და ელემენტარულ ნაწილაკებად. კომპოზიციური ნაწილაკების სტრუქტურა შედგება უფრო მცირე ნაწილაკებისგან, ხოლო ელემენტარული ნაწილაკები უმარტივესია, ე.ი. უფრო პატარა ნაწილაკებად დაშლა შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარტინუსი ვ., Facts and Mysteries in Elementary Particle Physics, რივერ ეჯი, 2003

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება