სტეფანე გურიელი
სტეფანე გურიელი (დ. 1730, მოგილიოვი — გ. 1812) — წარმოშობით ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალ–მაიორი.
სტეფანე გურიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1730 მოგილიოვი |
გარდაცვალების თარიღი | 1812 |
ეთნიკურად | ქართველი |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | სამხედრო მოღვაწე |
წოდება | გენერალ-მაიორი |
მეუღლე(ები) | ანა ტიმოთეს ასული სუროვცევა |
მშობლები | მამა: ქაიხოსრო III გურიელი |
ნათესავები | ივანე გურიელი (შვილი) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო შვილი გურიის მთავარ ქაიხოსრო III გურიელისა, რომელიც 1724 წელს წავიდა რუსეთში. 1754 წლიდან მსახურობდა ჯარში; იყო კავალერისტი. 1758 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების და 1787-1791 წლების ომებში. ამ ომში მან მიიღო წმინდა გიორგის ორდენი IV ხარისხის. 1800 წელს გახდა კავალერიის გენერალ–მაიორი. მისი შვილი, ივანე გურიელი იყო ასევე რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 219.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 314.
- ჩხატარაიშვილი ქ., გენერალი ივანე გურიელი // ცისკარი, თბილისი, 1973, № 5, გვ. 155-158.