სტეარინმჟავა
სტეარინმჟავა, — ალიფატური რიგის ერთფუძიანი ნაჯერი კარბომჟავა. უფერული კრისტალები, tდნ 69,6°C, tდუღ 376,1°C. ეთერში იხსნება, წყალში — არა. სტეარინმჟავა ბუნებაში გავრცელებული ერთ-ერთი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავაა. სტეარინმჟავას მარილებსა და ეთერებს სტეარატებს უწოდებენ. იგი მრავალი ცხიმისა და ზეთის შედგენილობაში შემავალი გლიცერიდების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ღებულობენ სტეარინიდან წილადური დალექვით ან დისტილაციით, ოლეინმჟავათა ჰიდრირებით და სხვ.
სტეარინმჟავა | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ოქტადეკანის მჟავა |
ტრადიციული სახელწოდება | სტეარინმჟავა |
ქიმიური ფორმულა | CH3(CH2)16 COOH |
ემპირიული ფორმულა | C18H36O2 |
მოლური მასა | 284,48 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0,94 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 69,6 °C |
დუღილის ტემპერატურა | 376,1 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 57-11-4 |
PubChem | 5281 |
EINECS | 200-313-4 |
SMILES |
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 558.