სტარო-ნიკოლსკის ხიდი

სტარო-ნიკოლსკის ხიდი (რუს. Старо-Никольский мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს სპასკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 24,3 მეტრი, სიგანე - 20,2 მ.

სტარო-ნიკოლსკის ხიდი
Старо-Никольский мост
კოორდინატები 59°55′14″N 30°17′56″E / 59.920625° ჩ. გ. 30.298953° ა. გ. / 59.920625; 30.298953
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა
სიგრძე 24,3 მ
სიგანე 20,2 მ
გახსნის თარიღი 1720-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801871000

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი მდებარეობს სადოვის ქუჩის გაგრძელებაზე. იქ სადაც ერთმანეთს კვეთს კრიუკოვისა და გრიბოედოვის არხები. ქმნის ანსამბლს ახლოს მდებარე პიკალოვისა და წითელარმიელების ხიდებთან.

ხიდთან ახლოს მდებარეობს ნიკოლსკის ბაზარი და სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი.

დინების ზემოთში მდებარეობს მოსაზღვრე ხიდი, ხოლო ქვემოთ კაშინის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „სადოვაია“, „სენის მეოდანი“ და „სპასკაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდს სახელი ეწოდა ახლოს მდებარე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძრის გამო. სახელწოდება ცნობილია 1793 წლიდან. თავდაპირველად ეწოდებოდა ნიკოლსკის ხიდი. 1849 წელს ეკატერინეს არხზე ხიდის აშენების შემდეგ, რომელსაც ეწოდა ნოვო-ნიკოლსკის ხიდი, კრიუკოვის არხზე მდებარე ხიდს უწოდეს სტარო-ნიკოლსკი.

1717-1720-იან წლებშ ამ ადგილზე მოქმედებდა ხის ხიდი. 1784-1786 წლებში ხიდი გადააკეთეს კრიუკოვის არხის ხიდების ტიპური პროექტის მიხედვით. პროექტის ავტორი უცნობია. XIX საუკუნის განმავლობაში ხიდი არაერთხელ გადააკეთეს. ცენტრალური გასახსნელი მალა შეცვალეს მუდმივი მალით. 1842 წელს დაამონტაჟეს ახალი მოაჯირები.

1905-1906 წლებში ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებთ ხიდი გადააკეთეს ინჟინრების ა. პ. პშენიცკის, კ. ვ. ეფიმოვისა და ვ. ა. ბერსის პროექტის მიხედვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 335. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება