წითელარმიელების ხიდი
წითელარმიელების ხიდი (რუს. Красноармейский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 61,5 მეტრი, სიგანე - 4,5 მ.
წითელარმიელების ხიდი Измайловский мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′04″N 30°18′07″E / 59.917778° ჩ. გ. 30.301944° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო |
სიგრძე | 61,5 მ |
სიგანე | 4,5 მ |
გახსნის თარიღი | 1956 |
მდებარეობა
რედაქტირებაწითელარმიელების ხიდი მდებარეობს კრიუკოვის არხის შესართავთან, ერთმანეთთან აკავშირებს კრიუკოვის არხის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ფონტანკის სანაპიროს.
დინების ზემოთში მდებარეობს იზმაილოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ეგვიპტის ხიდი.
უახლოესი მეტროსადგურებია „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (960 მ).
ხიდიდან იშლება სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძრის ხედი, რომელიც შენდებოდა 1828 წლიდან 1835 წლამდე არქიტექტორ ვ. პ. სტასოვის პროექტის მიხედვით.
სახელწოდება
რედაქტირებახიდმა სახელწოდება მიიღო ახლოს მდებარე წითელარმიელების ქუჩის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირებასაფეხმავლო წითელარმიელთა ხიდი ააგეს 1956 წელს ლენინგრადელი ინჟინრის ა. ა. კულიკოვისა და არქიტექტორების პ. ა. არეშევისა და ვ. ს. ვასილკოვსკის პროექტის მიხედვით. კრიუკოვის არხის შესართავთან ხიდის აგების აუცილებლობა განაპირობა გათბობის მილების გაყვანამ მდინარე ფონტანკაზე.
ხიდი ქმნის ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს კრიუკოვის არხზე მდებარე მოსაზღვრე ხიდთან ერთად. ანსამბლის მშენებლობა დასრულდა 1964 წელს, როდესაც მოსაზღვრე ხიდს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, სადაც ასევე გათბობის მილები გაიყვანეს.
წითელარმიელების ხიდი სამმალიანია. თავისი კონსტრუქციით მსგავსია ახლოს მდებარე ინგლისურ ხიდთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Красноармейский мост //СПб ГБУ «Мостотрест»