მოსაზღვრე ხიდი
მოსაზღვრე ხიდი (რუს. Смежный мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს სპასკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 24,1 მეტრი, სიგანე - 15,4 მ.
მოსაზღვრე ხიდი Смежный мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′05″N 30°18′06″E / 59.918056° ჩ. გ. 30.301667° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 24,1 მ |
სიგანე | 15,4 მ |
გახსნის თარიღი | 1787 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი მდებარეობს ფონტანკის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ნომერ 141 და 143 სახლებს შორის, იქ სადაც ერთმანეთს ერთვის მდინარე ფონტანკა და კრიუკოვის არხი.
დინების ქვემოთ მდებარეობს სტარო-ნიკოლსკის ხიდი.
უახლოესი მეტროსსადგურია „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (1,3 კმ).
სახელწოდება
რედაქტირებახიდის სახელწოდება ცნობილია 1820 წლიდან და დაკავშირებულია მისი მდებარეობის ხასიათთან (აკავშირებს ფონტანკის სანაპიროს კრიუკოვის არხთან). XIX საუკუნეში ხიდს ეწოვებდა ნიკოლსკის სანაპიროს ხიდი (1821-1822 წწ.) და დამაკავშირებელი ხიდი (1849-1875 წწ.), რადგან ხიდი აკავშირებდა სპასკისა და კოლომენსკის ნაწილს.
ისტორია
რედაქტირებახიდი აგებულია 1782-1787 წლებში კრიუკოვის არხის ხიდების ტიპური პროექტის მიხედვით: სამმალიანი ხის ხიდი, მოპირკეთებული გრანიტით, ცენტრალური ნაწილი გასახსნელი იყო, გვერდებისა კი კოჭებიანი. პროექტის ავტორი უცნობია.
1800-1810 წლებში ხის გასახსნელი მალა შეცვალეს ხის კოჭებიანი მალით. 1867 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 1888 წელს ხის ყველა ნაწილი მეტალის ნაწილებით შეცვალეს.
1964 წელს ხიდი გადააკეთეს ინჟინერ ე. ე. როზენფელდის პროექტის მიხედვით რათა გაეყვანათ გათბობის მილები. ხიდის მალები გადახურეს მეტალის საყრდენებით, რამაც გამოიწვია ხიდის ისტორიული სახის დამახინჯება და არქიტექტურული ერთიანობის დარღვევა ნაპირის მიმდებარე მონაკვეთებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 335. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Смежный мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20171206210248/http://encspb.ru/object/2804006505 დაარქივებული 2017-12-06 საიტზე Wayback Machine. Смежный мост] // Энциклопедия Санкт-Петербург