სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი

სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი (რუს. Морской собор Святителя Николая Чудотворца) — პირველი საზღვაო მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ნიკოლსკის მოედანზე. ტაძარმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქალაქის ტოპონიმიკაზე. მან თავისი სახელი მისცა მოედანს, შესახვევს, ბაზარს, ახალ და ძველ ხიდებს.

სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′20″ ჩ. გ. 30°18′01″ ა. გ. / 59.92222° ჩ. გ. 30.30028° ა. გ. / 59.92222; 30.30028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810086000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) საბა ჩევაკინსკი
ხუროთმოძღვრული სტილი რუსული ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე

ტაძრის ზედა ეკლესია ნაკურთხია უფლის ნათლისღების სახელზე. ქვედა ეკლესიას აქვს სამი საკურთხეველი: მთავარი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ჩრდილოეთისა დიმიტრი როსტოველისა და თეოდოსი ჩერნიგოველის, ხოლო სამხრეთისა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარი 1987 წლიდან არის დიაკვანი ბოგდან სოიკო.

მიმდებარე ტერიტორიაზე ერთსართულიანი ყაზარმები იყო აგებული. მათში ცხოვრობდნენ სამხედრო-საზღვაო უწყების მომსახურეები. ჩვენს ეპოქამდეა შემორჩენილი ნიკოლსკის ბაზრის ქვის ნაგებობები, რომელიც დააარსეს 1788-1789 წლებში.

1752 წელს ადმირალიტეტ-კოლეგიის პრეზიდენტმა მიხეილ გოლიცინმა იმპერატრიცა ელისაბედ I-ს მიმართა თხოვნით, რომ საზღვაო უწყების ფინანსებით აეშენებინა ახალი ეკლესია.

წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ტაძარი ააგეს ძველი ტაძრის ადგილზე 1753-1762 წლებში, როგორც „საზღვაო პოლკის ეკლესია“. პროექტის ავტორი იყო ადმირალიტეტ-კოლეგიის არქიტექტორი საბა ჩევაკინსკი. ტაძარში ერთდროულად შეიძლება დატეულიყო 5 000 ადამიანი. ცალკე მდგომი ოთხიარუსიანი სამრეკლო ააშენეს 1755-1758 წლებში. წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, შემკულია კორინთული სვეტებით.

ქვედა სამსაკურთხევლიანი ნიკოლოზის ეკლესია აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, რომელიც ტრადიციულად ითვლება მეზღვაურთა და მოგზაურთა მფარველად. ზედა ერთსაკურთხევლიანი ეკლესია აკურთხეს ნათლისღების სახელზე. მასში დაცულია XVIII საუკუნის კანკელი, რომელიც შესრულებულია ი. კანაევისა და ს. ნიკულინის მიერ.

ზედა ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს 1762 წლის 20 ივლისს, ეკატერინე II-ის ტახტზე ასვლის წელს. ტაძრის მთავარი სიწმინდეა ნიკოლოზ საკვირველთმქომედის XVII საუკუნის ბერძნული ხატი, რომელშიც წმინდანის წმინდა ნაწილებია ჩატანებული.

1908 წელს ტაძრის წინ აღმართეს ცუსიმის ობელისკი, რომელიც მიუძღვნეს ცუსიმის ბრძოლას. 1870 წლიდან ტაძართან მოქმედებს საქველმოქმედო საზოგადოება სკოლით, საავადმყოფოთი, საბავშვო სახლით და ქალთა თავშესაფრით.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ეკლესია არ დახურულა და იგი 1941-1999 წლებში საკათედრო ტაძარი იყო. 1966 წლის 10 მარტს ქვედა ეკლესიაში დაკრძალეს ანა ახმატოვა[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Топильский С. С., протоиерей. Морской Богоявленский Николаевский собор в С.-Петербурге. СПб., 1871. — 112 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов в Ленинграде. — Л.: Лениздат, 1967. — 470 с.
  • Исакова Е. В., Сойко Б. И., Шкаровский М. В. Николо-Богоявленский кафедральный Морской собор. Исторический очерк. СПб, издательство ООО «Алмаз», 1998, 256 с.
  • Исакова Е. В., Шкаровский М. В. Никольский Морской Собор и другие морские храмы Санкт-Петербурга. — СПб.: Паритет, 2003. — 256, илл с. — (Храмы Санкт-Петербурга). — ISBN 5-93437-163-0.
  • Гусаров А.Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб, 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Никольский морской собор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-09. ციტირების თარიღი: 2018-05-13.