სტანისლავა სტაშა ზაიოვიჩი
სტანისლავა სტაშა ზაიოვიჩი (დ. 1953 ნიკშიჩი, იუგოსლავია, დღეს მონტენეგრო ) — ტრანსნაციონალური ფემინისტი და მშვიდობის აქტივისტი. ის არის ომსაწინააღმდეგო საერთაშორისო მოძრაობის „ქალები შავებში“ თანადამფუძნებელი და კოორდინატორი ბელგრადში, სერბეთი .
სტანისლავა სტაშა ზაიოვიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1953 |
დაბადების ადგილი | ნიკშიჩი |
საქმიანობა | ქალთა უფლებების დამცველი და არამხატვრული მწერალი |
მოქალაქეობა | მონტენეგრო |
ალმა-მატერი | ბელგრადის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასტანისლავა დაიბადა 1953 წელს ნიკშიჩში, იმდროინდელ იუგოსლავიაში, ახლანდელი მონტენეგროს ტერიტორიაზე. მან განათლება მიიღო ესპანური და იტალიური ენების მიმართულებით ბელგრადის უნივერსიტეტში და შეუერთდა ფემინისტურ მოძრაობას 1980-იან წლებში ბელგრადში. [1] მან დააფუძნა ბელგრადში ომის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა „ქალები შავებში“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 10.000 აქტივისტი ჰყავს. მოძრაობა აქტიურად იბრძვის სოციალური და პოლიტიკური კუთხით.
სტაშა ჩართულია ბევრ ფემინისტურ აქტივობაში ქალთა უფლებების დაცვის მიზნით. მისი აქტივობები მოიცავს როგორც ქუჩის აქციების ორგანიზებას ლტოლვილებთან და ქალებთან ერთად, ასევე აქტივიზმს სხვა კუთხით. [2] მან შექმნა ქალთა რამდენიმე ქსელი უკეთესი კომუნიკაციისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. მათ შორისაა ქალთა მშვიდობის ქსელი, ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო ქსელი ომის წინააღმდეგ/ქალები შავებში საერთაშორისო ქსელი, კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეების და ანტიმილიტარიზმის ქსელი სერბეთში, კოალიცია სეკულარული სახელმწიფოსთვის და ა.შ.
გარდა აქციებისა და ქსელების შექმნისა, მისი საქმიანობა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, რომლის ფარგლებშიც სტანისლავამ მოაწყო მრავალი საგანმანათლებლო აქტივობა ადამიანის და კონკრეტულად ქალთა უფლებებზე, ქალთა სამშვიდობო პოლიტიკაზე, ეთნიკურ და კულტურათაშორის სოლიდარობაზე, ქალებსა და ძალაუფლებაზე, ქალებსა და ანტიმილიტარიზმზე. მან ხელი შეუწყო ქალების შავებში ქსელის გაფართოებას მსოფლიოში. მაგალითად, თავის წიგნში Mujeres en pie de paz, კარმენ მაგალონი მოგვითხრობს, რომ სტაშას ვიზიტმა ესპანეთში 1993 წელს, მისმა იდეებმა და ერთგულებამ გავლენა მოახდინა „ქალები შავებში“ ჯგუფის შექმნაზე ამ ქვეყანაში. [3]
სტაშა ზაიოვიჩი არის მრავალი ნარკვევის, სტატიისა და დანართის ავტორი ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო მედიაში, ჟურნალებსა და პუბლიკაციებში ქალებისა და პოლიტიკის, რეპროდუქციული უფლებების, ომის, ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის, ომის წინააღმდეგ ქალთა ბრძოლის და ანტიმილიტარიზმის შესახებ (1992–დღემდე) .
2017 წელს სტაშა ზაიოვიჩმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ხორვატების, სერბების, ბოსნიელებისა და მონტენეგროელების საერთო ენის გამოძებნის შესახებ . [4]
ის იყო „ქალების შავებში“ წარმომადგენელი ვუკოვარში (ხორვატია) ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე [5] და მომხსენებელი საპროტესტო აქციაზე, რომელიც გაიმართა ბოსნიაში ომის დაწყების წლისთავზე, [6] სადაც ხაზი გაუსვა ამ მოვლენების ხილვადობის ნაკლებობას, ომის დანაშაულების მსხვერპლებს და ომის მიმდინარეობას.
ის იყო ნომინირებული და მიიღო მრავალი პრიზი და ჯილდო. მათ შორისაა: ათასწლეულის მშვიდობის პრემია ქალებისთვის, ტუტინის საპატიო მოქალაქეობა, გრანადას საპატიო მოქალაქეობა და ა.შ. ის ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო ნომინირებული 2005 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის 1000 ქალის კამპანიის ფარგლებში, ასევე 2005 და 2007 წლებში იყო ნომინირებული წლის ადამიანად ყოველდღიურ გაზეთ Danas- ის მიერ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Welle (www.dw.com), Deutsche. Staša Zajović: Otrovom nacionalizma se sprječava pobuna | DW | 07.10.2019 hr-HR. ციტირების თარიღი: 2021-03-23
- ↑ Rivas, Rosa (1993-04-26). „"Las Mujeres de Negro ejercemos la desesperación activa"“. El País (ესპანური). ISSN 1134-6582. ციტირების თარიღი: 2021-03-23.
- ↑ Carmen Magallón: Mujeres en pie de paz, Madrid, Siglo XXI, 2006.
- ↑ Signatories of the Declaration on the Common Language, official website, retrieved on 2018-08-16.
- ↑ Staša Zajović iz Žena u crnom: U Srbiji dominantno nacionalističko javno mnijenje. tportal.hr. ციტირების თარიღი: 2021-03-23
- ↑ Belgrade: 26th anniversary of start of war in Bosnia marked bs-BA. N1 (2018-04-06). ციტირების თარიღი: 2021-03-23