სტალინგრადის ბრძოლა (მუზეუმ-ნაკრძალი)
მუზეუმ-ნაკრძალი „სტალინგრადის ბრძოლა“ (რუს. Музей-заповедник «Сталинградская битва») — სამუზეუმო კომპლექსი ვოლგოგრადში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
სტალინგრადის ბრძოლა | |
---|---|
მუზეუმ-პანორამა | |
48°42′54″ ჩ. გ. 44°31′58″ ა. გ. / 48.71500° ჩ. გ. 44.53278° ა. გ. | |
დაარსდა | 8 ივლისი, 1982 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Tsentralny District |
ვიზიტორები | 500 000 |
დირექტორი | ალექსი ვასინი |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი] |
შექმნის ისტორია
რედაქტირებამუზეუმ-ნაკრძალი „სტალინგრადის ბრძოლა“ თავის ისტორიას იწყებს სტალინის სახელობის ცარიცინის თავდაცვის მუზეუმიდან, რომელიც გაიხსნა 1937 წლის 3 იანვარს. 1943 წლის იანვარში მას უწოდეს სტალინის სახელობის სტალინგრად-ცარიცინის თავდაცვის მუზეუმი, ხოლო 1962 წელს, იმასთან დაკავშირებით რომ დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და სტალინგრადს უწოდეს ვოლგოგრადი, მუზეუმს ეწოდა ვოლგოგრადის თავდაცვის სახელმწიფო მუზეუმი.1982 წლის 31 მაისს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ვოლგოგრადის სახელმწიფო მუზეუმ-პანორამა „სტალინგრადის ბრძოლა“[1] და განათავსეს ახალ შენობაში, რომელიც ააგეს „ვოლგოგრადქალაქპროექტის“ ინსტიტუტის პროექტის მიხედვით. პროექტის ავტორი გახდა ვადიმ მასლიაევი - ვოლგოგრადის მთავარი არქიტექტორი[2].
მემორიალურ-არქიტექტურული კომპლექსი მუზეუმ-პანორამა „სტალინგრადის ბრძოლა“ შედგება ორი დონისაგან: პირველ დონეზე მდებარეობს მუზეუმი „სტალინგრადის ბრძოლა“, ფონდსაცავი, მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციული ნაწილი, მეორე დონე კი მთლიანად უჭირავს წრიულ პანორამას „გერმანელ-ფაშისტთა სამხედრო ძალების მარცხი სტალინგრადთან“, რომლის ახლოსაც მდებარეობს გრუდინინის სახელობის წისქვილის ნანგრევები, როგორც სასტიკი ბრძოლის ამსახველი ძეგლი. ღია ცის ქვეშ განთავსებულია მუდმივი ექსპოზიცია სამხედრო ტექნიკის ნიმუშები, ვოლგის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურების ძეგლი, კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე შედის სტალინგრადის მშვიდობიანი მოსახლეობისა და მხედართმთავარ გიორგი ჟუკოვის ძეგლი. პანორამის გახსნა გაიმართა 1985 წლის 6 მაისს, გამარჯვების 40 წლისთავის მიჯნაზე. მუზეუმი ყოველწლიურად მასპინძლობს 500 000 დამთვალიერებელს.
სტრუქტურა
რედაქტირებადღესდღეობით ფედერალური კულტურის სახელმწიფო საბიუჯეტო დანაყოფი „სახელმწიფო ისტორიულ-მემორიალური მუზეუმ-ნაკრძალი სტალინგრადის ბრძოლა“ (როგორც იურიდიული პირი) მოიცავს:
- მუზეუმ-პანორამა „სტალინგრადის ბრძოლა“.
- მემორიალური კომპლექსი „სტალინგრადის ბრძოლის გმირები“ მამაის ყორღანზე.
- მემორიალურ-ისტორიული მუზეუმი (ცარიცინის თავდაცვის მუზეუმი).
- ლენინის ძეგლი ვოლგა-დონის არხის შესასვლელთან.
მუზეუმი „ხსოვნა“ ცენტრალური უნივერმაღის სარდაფში.
2011 წლის 30 ივნისს პრეს-ცენტრ „Победа“-ში გაიმართა პრეს-კონფერენცია თემაზე „ცენტრალური უნივერმაღის ისტორიული ზონის მუზეუმიფიკაცია“.
2012 წლის მაისში მუზეუმი „ხსოვნა“ გახდა მუზეუმ-ნაკრძალ „სტალინგრადის ბრძოლის“ ნაწილი.
მუშაობის გრაფიკი
რედაქტირებამუშაობის პერიოდი 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი დასვენების დღე.
მუზეუმ-პანორამისათვის მიიღეს მუშაობის განსაკუთრებული გრაფიკი ხუთშაბათობითა და შაბათობით:
ხუთშაბათს 13:00-დან 21:00-მდე (1 ნოემბრიდან 31 მარტამდე) ზამთრის პერიოდში, 10:00-დან 20:00-მდე (1 აპრილიდან 31 მარტამდე) ზაფხულის პერიოდში. შაბათობით მუზეუმი მუშაობს 10:00-დან 20:00-მდე.
მამაის ყორღანზე მდებარე მემორიალურ კომპლექსზე შესვლა თავისუფალია.
ექსპოზიცია
რედაქტირებამუზეუმი „სტალინგრადის ბრძოლა“ მოცავს რვა თემატურ დარბაზს, ტრიუმფალურ და პანორამულ დარბაზებს.
- სტალინგრადის ხმალი
- პანორამა „გერმანელ-ფაშისტთა სამხედრო ძალების მარცხი სტალინგრადთან“.
- სტალინგრადის ბრძოლისადმი მიძღვნილი ოთხი დიორამა.
- ვასილი ზაიცევის სნაიპერის შაშხანა.
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოქმედებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, მათ შორის ტანკები: ИС-2, ИС-3, ИСУ-152, Т-60, დანგრეული ტანკი-მონუმენტი Т-72. კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია სამხედრო რკინიგზელების მემორიალი „სამხედრო ეშელონი“, ჩუიკოვის ქუჩისა და 13-ე გვარდიელთა ქუჩის კვეთაზე დგას თვითმფრინავ Су-2-ის მაკეტი.
მუზეუმი „ხსოვნა“ განთავსებულია ცენტრალური უნივერმაღის სარდაფში და მოიცავს 1943 წლის იანვრის მოვლენების ამსახველ ექსპოზიციებს.
მემორიალურ-ისტორიული მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს სამხრეთ რუსეთში 1917-1920 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის ექსპონატებს.
გრუდინინის წისქვილის ნანგრევები
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისის წისქვილი ვოლგოგრადში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაინგრა სტალინგრადის ბრძოლის დროს და არ აღუდგენიათ ომის სამახსოვროდ. შედის მუზეუმ-ნაკრძალ „სტალინგრადის ბრძოლის“ შემადგენლობაში.
წისქვილის ისტორია იწყება 1899 წელს, როდესაც მეწარმე გერჰარდტების ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის გადამამუშავებელი კომპლექსის აშენების შესახებ. მშენებლობისათვის გამოყოფილი ადგილს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ტამბოვის (ახლანდელი ნაუმოვის) ქუჩა, ვოლგის მხარეს, აღმოსავლეთიდან არხანგელსკის (ამჟამად - ჩუიკოვის) ქუჩა, სამხრეთიდან ყაზანის (ომამდე სოლნეჩნაია, ხოლო ამჟამად მე-13 გვარდიის დივიზიის) ქუჩა, ხოლო დასავლეთიდან პენზის (ახლანდელი საბჭოთა) ქუჩა. სატრანსპორტო თვალსაზრისით იყო საკმაოდ მოხერხებულ ადგილზე დასავლეთიდან ესაზღვრებოდა გრიაზ-ცარიცინის რკინიგზა, საიდანაც წისქვილამდე შედიოდა რკინიგზის ხაზი (დაშალეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ), აღმოსავლეთიდან რამდენიმე მეტრში გადიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის რკინიგზა (დაშალეს 1930-იან წლებში)[3].
წისქვილის მშენებლობა დაიწყო 1899 წელს. 1900 წლის 20 ივლისს წისქვილი ექსპლუატაციაში შევივა, ხოლო ფქვილის გაყიდვა დაიწყო 1900 წლის 1 აგვისტოდან. წისქვილი მუშაობდა 1907 წლის 8 აგვისტოს ხანძრამდე, რომლის შედეგად წისქვილიდან მხოლოდ ქვის ნარჩენებიღა დარჩა[4].
ამავე ადგილზე 1908 წელს ააშენეს ახალი შენობა, მიუხედავად იმისა, რომ შენობას კვლავ წისქვილს უწოდებდნენ, შენობა უკვე მრავალფუნქციური იყო აქ ამუშავებდნენ თევზს, ხორცს, ასევე აქ იყო მზა პროდუქტების საწყობი[4]. 1911 წელს საწარმოში მუშაობდა 78 მუშა, სამუშაო დრო იყო 10,5 საათი.
წისქვილის შენობა ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა, რომელიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აიგო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მშენებლობის სტილი ახალი იყო, თავად შენობა ტიპური იყო XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურისათვის, მსგავში შენობები შენდებოდა ამ პერიოდის რუსეთის იმპერიაში.
საბჭოთა პერიოდში მოახდინეს წისქვილის ნაციონალიზაცია, სტალინგრადის წისქვილებს შორის მას მიენიჭა ნომერი 4. 1929 წელს მიანიჭეს კონსტანტინე გრუდინინის სახელი.
წისქვილი მუშაობდა 1942 წლის 14 სექტემბრამდე, ამ დღეს მას ფუგასური ბომბი დაეცა, რამაც გამოიწვია ხანძარი და მუშაობის შეჩერება.
ღონისძიება
რედაქტირება2010 წლის 25 მარტს მუზეუმ-პანორამის დარბაზში შედგა „Победа“-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი[5].
2011 წლის 8 მაისს გამარჯვების 66-ე წლისთავთან დაკავშირებით შედგა გრანდიოზული თეატრალიზებული კონცერტი „ცხოვრების ფანჯარა“, რომელიც მიეძღვნა გამარჯვების დღეს[6]. კონცერტში მონაწილეობდა რუსეთის კაზაკთა ანსამბლი, ჯგუფი „კვატრო“, რუსეთის დამსახურებული მსახიობი ნიკოლაი ჩერეპანოვი, მომღერლები ირინა დუბცოვა, სტას პიეხა, ალექსანდრე ოლეშკო, ზარა, ელენა ბარიშევა, თეატრ „კრემლის ბალეტის“ სოლისტები. თეატრალიზირებული კომპოზიციის რეჟისორი იყო მარინა კომაროვა.
2012 წლის 22 ივნისს მუზეუმ-პანორამაში გაიმართა ვოლგოგრადის პრეზენტაცია, როგორც პრეტენდენტი ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში[7].
ტაძრის მშენებლობა
რედაქტირება2010 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ მუზეუმ-პანორამის გვერდით ვოლგოგრადის ეპარქია აპირებდა ტაძრის აშენებას. ვოლგოგრადის ადმინისტრაციის კულტურის კომიტეტმა განაცხადა, რომ ხეივნის შესასვლელში, რომელიც მდრებარეობს მუზეუმ-პანორამა „სტალინგრადის ბრძოლის“ ახლოს აღიმართებოდა სამახსოვრო ჯვარი წარწერით, რომ აქ აღიმართებოდა ღვთისმშობლის კვართის სახელობის ტაძარი[8]. ვოლგოგრადის მერმა რომან გრებენიკოვმა ხარი დაუჭირა პროექტს: „მომავალი ტაძარი და პანორამა-მუზეუმი გაერთიანებულია ბრწყინვალედ. ტაძარი ლოცვის ადგილია, მუზეუმი - ხსოვნის და ამ კონცეფციებს შორის არ არსებობს წინააღმდეგობები“[9]. მიუხედავად ამისა, ტაძრის აშენების ინიციატივამ ადგილობრივ მოსახლეობას შორის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ტაძრის მშენებლობას მათი სახლების სიახლოვეს გამოიწვევდა 700 მ² გამწვანების გაჩეხვას. ქალაქის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა წერილით მიმართეს სხვადასხვა ინსტანციებს[10] და ასევე პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს[11]. სამართალწარმოების შედეგად, ეკლესიის მშენებლობის ადგილის დასაკავებლად მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოხდა ვოლგოგრადის ქალაქის დაგეგმვისა და არქიტექტურის კომიტეტის მიერ[12]. ეკლესიის მშენებლობის სავარაუდო ადგილზე ააშენეს საბავშვო მოედანი[13].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Administrator. Из истории музея-заповедника. stalingrad-battle.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-25. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
- ↑ Масляев Вадим Ефимович
- ↑ План Царицына 1913 год..
- ↑ 4.0 4.1 Музей "Сталинградская битва". Фильм "Мельница Гергардта. Взгляд сквозь время"..
- ↑ Заседание Российского организационного комитета «Победа». Официальный сайт Президента России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2010-03-26.
- ↑ Разрушенная мельница Гергардта зажглась «Окнами жизни». Все для Вас. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2011-05-25.
- ↑ Сталинград бьётся за футбол
- ↑ Рядом с музеем-панорамой построят храм. Все для Вас (13 октября 2010 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
- ↑ Храм — на святом месте. Московский комсомолец (20 октября 2010 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
- ↑ Сайт инициативной группы горожан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2011-05-08.
- ↑ Григорий Стацкий.. (3 ноября 2010 года) Противники строительства храма дошли до президента. V1.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
- ↑ Строителям храма отказали. Все для Вас (28 марта 2011 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2011-05-24.
- ↑ Городок с видом на Волгу. Все для Вас (10 мая 2011 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2011-05-24.