სრებირნის ნაკრძალი

სრებირნის ნაკრძალი (ბულგ. Природен резерват Сребърна) — ბუნების ნაკრძალი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. მდებარეობს სოფელ სრებირნის სიახლოვეს, ქალაქ სილისტრიდან 18 კმ-ით დასავლკეთით და მდინარე დუნაიდან 2 კმ-ით სამხრეთით.

სრებირნის ბუნების ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 44°06′52″ ჩ. გ. 27°04′41″ ა. გ. / 44.11444° ჩ. გ. 27.07806° ა. გ. / 44.11444; 27.07806
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 219
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 219
ინგლ.რუს.ფრ.

ნაკრძალი მოიცავს სრებირნის ტბასა და მის შემოგარენს, ასევე ვია-პონტიკას — გადამფრენ ფრინველთა გზას ევროპასა და აფრიკას შორის.

ნაკრძალი წარმოადგენს 6 კმ² ფართობის დაცულ ტერიტორიას და 5,4 კმ² ბუფერულ ზონას, შეიქმნა 1948 წელს. აქ ბინადრობს 100 სახეობის ფრინველი, რომელთაგან ზოგიერთი საფრთხეში მყოფადაა მიჩნეული, დაახლოებით 80 სახეობის ფრინველი კი ტბასთან ზამთრის გადაფრენისას ჩერდება. მათ შორის აღსანიშნავია დალმატინური ვარხვი, თეთრი ყანჩა, იბისი, ჟერო.

ტბაში ბინადრობს 6 სახეობის თევზი და 35 სახეობის ამფიბია.

ნაკრძალის სიახლოვეს მდებარეობს მუზეუმი, სადაც გამოფენილია აქ გავრცელებული სახოებები.

1983 წელს, სრებირნის ნაკრძალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება