ჟერო
ჟერო, ნისკარტკოვზა[1] (Platalea leucorodia) — დიდი ზომის ფრინველი ლაკლაკისნაირთა (Ciconiiformes) რიგისა. სხეულის სიგრძე აღწევს 80 სნ, მასა 1,5 კგ. თეთრი ფერისაა, აქვს ბრტყელი, ბოლოში ნიჩბისებურად გაფართოებული ნისკარტი. ბუდობს ლერწამში, იშვიათად ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია დუნაის დაბლობიდან პრიმორიემდე. საქართველოში იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას (აგვისტო-სექტემბერი).
ჟერო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Platalea leucorodia | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697555 | ||||||||||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 248.
სქოლიორედაქტირება
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 147.