ჩილეს სპორტი
ფეხბურთი
რედაქტირებადღეისათვის, ფეხბურთი ჩილეში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს. ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორია დაკავშირებულია ბრიტანელ მეზღვაურებთან, როდესაც XIX საუკუნეში ჩილესა და დიდ ბრიტანეთს შორის გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა.
ჩილეს საფეხბურთო ისტორია იწყება ქალაქ ვალპარაისოდან, რომელიც ამ დროისათვის წარმოადგენდა ქვეყნის უდიდეს პორტს. ბრიტანელები აქ ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს, რასაც ადგილობრივები დიდი ინტერესით უყურებდნენ. სწორედ ვალპარაისოს არისტოკრატულმა ოჯახებმა გამოიჩინეს ინტერესი ამ სპორტისადმი.
ჩოგბურთი
რედაქტირებაჩოგბურთი ჩილეში ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას წარმოადგენს. ჩილეს ეროვნულმა საჩოგბურთო ნაკრებმა ორგზის მოიპოვა მსოფლიო თასი (2003 და 2004). ასევე, 1976 წლის დეივისის თასის ფინალზე ითამაშა იტალიის წინააღმდეგ. 2004 წლის ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩილემ მოიპოვა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, ხოლო ოქრო მამაკაც წყვილთა შეჯიბრებაში.
კალათბურთი
რედაქტირებაკალათბურთი ასევე ერთ-ერთ პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს ჩილეში. 1950 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩილეს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო იმავე ჩემპიონატზე 1959 წელს, რომელსაც ჩილემ უმასპინძლა, მეორე ბრინჯაოს მედალი. ქალთა შორის კალათბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სწორედ ჩილე უყო 1953 წელს, სადაც ჩილეს ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა.
რაგბი
რედაქტირებარაგბის ჩილეში თამაშობენ 1880-იანი წლების ბოლოდან. სპორტის ეს სახეობა ქვეყანაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ჩილეს ნაკრებს არასოდეს მოუგია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ რაგბის საერთაშორისო საბჭოს კლასიფიკაციით, ჩილეს ნაკრები 24-ე ადგილზეა. შესაბამისად მესამე ადგილზე სამხრეთ ამერიკაში, არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებების შემდეგ.
ოლიმპიური თამაშები
რედაქტირებაოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ჩილეს გააჩნია 2 ოქროს მედალი (ჩოგბურთი), 7 ვერცხლის (ათლეტიზმი, ცხენოსნობა, კრივი, მშვილდოსნობა, ჩოგბურთი) და 4 ბრინჯაოს მედალი (ჩოგბურთი, კრივი, ფეხბურთი).
სპორტის ტრადიციული სახეობები
რედაქტირებაჩილეს სპორტის ეროვნული სახეობაა როდეო, რომელსაც ძირითადად ჩილეს სასოფლო დასახლებებში მისდევენ.
ჩილეში არსებობს ჰოკეის მსგავსი სპორტი, რომელსაც ჩუეკას უწოდებენ, მას მაპუჩეს ხალხი თამაშობდა ესპანელთა შემოჭრამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩილეს ოლიმპიური კომიტეტი
- ჩილეს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი დაარქივებული 2016-03-13 საიტზე Wayback Machine.