ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისრაელის კულტურაში სპორტი დიდ როლს ასრულებს. ქვეყანაში სპორტის წარმომადგენელია კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ისრაელში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი და კალათბურთი. ისრაელი არის ებრაული სპორტის საერთაშორისო ცენტრი მთელს მსოფლიოში; 1932 წლიდან ქვეყანაში ტარდება მაკაბიას თამაშები - ოლიმპიური სტილის ღონისძიება ებრაელი სპორტსმენებისთვის. აზიის კონტინენტზე ისრაელის ადგილმდებარეობის მიუხედავად, ისრაელის სპორტულ ასოციაციებს სხვადასხვა სპორტის სახეობებში ევროპულ ასოციაციებს მიაკუთვნებენ, რადგან არაბული აზიის მრავალი ქვეყანა უარს აცხადებს ისრაელ სპორცმენებთან ასპარეზობაზე.

საჰარ პე'ერი, ისრაელი ჩოგბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული, 2008

ისრაელში მთავრობის მხარდაჭერა და ბიუჯეტი სპორტში დასავლეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. თუმცა, ბევრმა ისრაელმა სპორტსმენმა და გუნდმა შეძლო საერთაშორისო წარმატების მოპოვება. ისრაელის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა აზიის თამაშებში ორი ოქროს მედალი, ხოლო ევროპის ჩემპიონატში ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა; რაც შეეხება კლუბურ კალათბურთს, მაკაბი თელ-ავივი ექვს ევროპულ ტიტულთან ერთად ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად მიიჩნევა. ისრაელის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მოგებული აქვს AFC აზიის თასი, ხოლო ისრაელის დევისის თასის გუნდმა 2009 წლის დევისის თასზე მეოთხედფინალს მიაღწია. ოლიმპიურ თამაშებში ქვეყანას 9 მედალი აქვს მოგებული.

ძირითადი სპორტის სახეობები

რედაქტირება

ფეხბურთი ისრაელში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. სპორტი ისრაელის საფეხბურთო ასოციაციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. იგი აზიის საფეხბურთო კონფედერაციას 1954 წელს შეუერთდა, მაგრამ ასოციაცია „განდევნეს“ 1974 წელს არაბული და მაჰმადიანური წევრების პოლიტიკური ზეწოლის გამო (არაბულ-ისრაელის კონფლიქტის კონტექსტში). იგი უეფამ ასოციაციის წევრად 1992 წელს, ხოლო როგორც სრულფასოვან წევრად 1994 წელს აღიარა. ამის შემდგომ ისრაელის გუნდები ასპარეზობენ ევროპის ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებში.

გულშემატკივრის რაოდენობით ქვეყანაში ისრაელის პრემიერ ლიგის თამაშები გამოირჩევა. 1967 წელს, აპოელ თელ-ავივი გახდა პირველი კლუბი რომელმაც აზიის კლუბირ ჩემპიონატი მოიგო. 2001-02 წლების უეფას თასზე აპოელმა მეოთხედფინალს მიაღწია; მან აქამდე მისასვლელად დაამარცხა ჩელსი, ლოკომოტივი მოსკოვი და პარმა.

ისრაელის გუნდები ხუთჯერ არიან მოხვედრილნი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში: მაკაბი ჰაიფა 2002-03, 2009-10; მაკაბი თელ-ავივი 2004-05, 2014-15 და აპოელ თელ-ავივი 2011-12.

ისრაელის წარმატებული ფეხბურთელები, რომლებიც ასევე თამაშობდნენ ყვეყნის საზღვებს გარეთ არიან: ელი ოჰანა, გიორა სპიეგელი, რონი როსენთალი, ავი კოჰენი, ეალ ბერკოვიჩი, ჰაიმ რევივო, დუდუ აოუატე, ოსი ბენეიოანი და მრავალი სხვა.

კალათბურთი

რედაქტირება
 
აპოელ იერუსალიმი

კალათბურთი მეორე ყველაზე პოპულარული სპორტია ქვეყანაში. საშინაო ლიგას ლიდერობენ აპოელ იერუსალიმი, სპოელ თელ-ავივი და მაკაბი თელ-ავივი; აღნიშნული გუნდები შედიან ევროპის ტოპ ტუნდებში. მაკაბი თელ-ავივის ევროპის ჩემპიონატი 6-ჯერ: 1977, 1981, 2001, 2004, 2005 და 2014 წლებში აქვს მოგებული. აპოელ იერუსალიმმა ევრთასი 2004 წელს მოიგო.

ისრაელის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა 23-ჯერ აქვს მიღებული. მათი საუკეთესო მიღწევა დაფიქსირდა 1979 წლის ევრობასკეტზე, როდესაც ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა; 1955 და 1977 წლებში გუნდმა აღნიშნულ ტურნირში მე-5 ადგილები დაიკავა. აგრეთვე ეროვნული ნაკრები ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატში, ხოლო ერთხელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობდა.

ისრაელი მოთამაშე ომრი კასპი ამჟამად NBA-ის კლუბ მემფის გრიზლში თამაშობს. გალ მეკელი ადრე NBA-ში თამაშობდა, ხოლო შეი დორონი აგრეთვე WNBA-ში თამაშობდა კალათბურთს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ramati, Stan (September–October 2013). „Israeli Sports“. Jewish Sports Review. 9 (99): 9.