ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ომრი მოსე კასპი (ებრ. עומרי משה כספי; დ. 22 ივნისი, 1988, ხოლონი, ისრაელი) — პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე ისრაელიდან. ამჟამად კლუბ მაკაბი თელ-ავივისთან ერთად ასპარეზობს ისრაელის საკალათბურთო პრემიერლიგასა და ევროლიგაში. თამაშობს მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე, თუმცა შეუძლია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშიც.

ომრი კასპი

ომრი კასპი კინგსთან ერთად 2009 წელს
№ 7 – მაკაბი თელ-ავივი
მსუბუქი ფორვარდი/მძიმე ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 22 ივნისი, 1988 (1988-06-22) (36 წლის)
ხოლონი, ისრაელი
ეროვნება ისრაელი
სიმაღლე 206 სმ სმ
წონა 102 კგ კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2009 / რაუნდი: 1 / არჩევა: 23-ე
არჩეული საკრამენტო კინგსი
პროფესიონალური კარიერა 2005–დღემდე
ლიგა ისრაელის საკალათბურთო პრემიერლიგა
ევროლიგა
კარიერის ისტორია
2005 - 2009 მაკაბი თელ-ავივი
2006 - 2007   აპოელ გალილ ელიონი
2009 - 2011 საკრამენტო კინგსი
2011 - 2013 კლივლენდ კავალიერსი
2013 - 2014 ჰიუსტონ როკეტსი
2014 - 2017 საკრამენტო კინგსი
2017 ნიუ-ორლეან პელიკანსი
2017 მინესოტა ტიმბერვულვზი
2017 - 2018 გოლდენ-სტეიტ უორიორსი
2018 - 2019 მემფის გრიზლისი
2019 - მაკაბი თელ-ავივი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

ომრი კასპი 2009 წლის NBA-ის დრაფტზე 23-ე პიკად საკრამენტო კინგსმა აირჩია; ამით იგი გახდა პირველი ისრაელი, რომელიც NBA-ის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს. 2009 წელს კინგსთან ერთად NBA-ში დებიუტის შემდეგ, იგი გახდა პირველი მოთამაშე ისრაელიდან, რომელმაც NBA-ში ითამაშა.[1] როგორც ახალბედა, კასპი აირჩიეს NBA-ის ახალბედების გამოწვევების მონაწილედ. 2011 წელს შეუერთდა კლივლენდ კავალიერსს, ხოლო 2013 წლის ივლისში კონტრაქტი ჰიუსტონ როკეტსთან გააფორმა.[2] 2014 წლის ივლისში, სამი გუნდის გაცვლის შემდეგ, კასპი ნოუ-ორლეან პელიკანსში მოხვდა, თუმცა იგი მალევე გაუშვეს. 2014-15 წლების სეზონის დაწყებამდე იგი საკრამენტო კინგსში დაბრუნდა. 2017 წლის თებერვალში ომრი კასპი დემარკუს კაზენსთან ერთად პელიკანსში გაუშვეს (გაცვალეს); offseason-ის განმავლობაში იგი გოლდენ-სტეიტ უორიორსს შეუერთდა. აპრილში მიღებული ტრავმის შემდეგ, 2018 წლის ივლისში მან კონტრაქტი მემფის გრიზლისთან გააფორმა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ომრი კასპი დაიბადა 1988 წლის 22 ივნისს, ებრაელების ოჯახში,[3][4][5] ხოლონში, ისრაელში. აღიზარდა ქალაქ იავნეში.[6] არის შიმონის და ალინას ვაჟი; ჰყავს უფროსი ძმა, ეიტანი, და უმცროსი და ავივი. მისი ორივე მშობელი არის ისრაელში დაბადებული, წარმოშობით სეფარდები (მაროკოელი ებრაელები).[7] ზრდასრულა ომრი კასპმა ბაბუის პატივსაცემად საკუთარ სახელს (შუაში) მოშე (მოსე) დაუმატა.[8]

როგორც ბავში, კასპი „ელითზურ იავნესა“ და „მაკაბი რიშონ ლეზიონისთვის“ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. 13 წლის ასაკში იგი შეუერთდა მაკაბი თელ-ავივის ახალგაზრდულ გუნდს და მასთან ერთად, 2005 წელს გახდა ეროვნული ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

პროფესიონალური კარიერა

რედაქტირება

საკრამენტო კინგსი (2009-2011)

რედაქტირება

2009 წლის 25 ივნისს, 2009 წლის NBA-ის დრაფტზე ომრი კასპი 23-ე პიკად საკრამენტო კინგსმა აირჩია;[9] ამით იგი გახდა პირველი მოთამაშე ისრაელიდან, რომელიც NBA-ის დრაფტის პირველ წრეში მოხვდა. 2009 წლის 10 ივლისს, მან რამდენიმეწლიანი კონტრაქტი გააფორმა კინგსთან.[10]

2009 წლის 28 ოქტომბერს, ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა კასპის დებიუტი NBA-ში; აღნიშნულ შეხვედრაში კასპიმ 15 ქულა მოიპოვა.[11] 2009 წლის 16 დეკემბერს იგი პირველად მოხვდა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. აღნიშნულ თამაშში, ვაშინგტონ უიზარდსს მან 23 ქულა ჩაუგდო.

2010 წლის 1 იანვარს, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ, ანგარიშით 109-108, წაგებულ შეხვედრაში კასპიმ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 23 ქულა (6 მოხსნასთან, 1 ჩაჭრასა და 3 შედეგიან გადაცემასთან ერთად) მოიპოვა. ამავე წლის 2 იანვარს დალას მავერიქსთან წაგებულ შეხვედრაში (99-91) მან მოხსნებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 11 მოხსნა, დააფიქსირა. 5 იანვარს მან კვლავ გააუმჯობესა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი ქულებში: ფინიქს სანსის წინააღმდეგ მან 24 ქულა დააგროვაა (7 მოხსნასთან და 1 შედეგიან გადაცემასთან ერთად; ბურთის დაკარბის გარეშე); აღნიშნულ თამაშში კინგსი 113-109 დამარცხდა.

2010-2011 წლების სეზონში კასპიმ საკრამენტოს 71 თამაშში მიიღო მონაწილეობა (27 ძირითადი შემადგენლობიდან). იგი საშუალოდ 8.6 ქულას (მოედნიდან 41.2%, 3-ქულიანიდან 37.3%), 4.3 მოხსნასა და 1.0 შედეგიან გადაცემას 24.1 წუთში ასრულებდა. საკრამენტოში გატარებულ მეორე სეზონში იგი საშუალოდ 24.6 წუთს თამაშობდა და აგროვებდა 9.5 ქულას (43.1%), 4.4 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას.[12]

კლივლენდ კავალიერსი (2011-2013)

რედაქტირება

2011 წლის 30 ივნისს, საკრამენტო კინგსმა ომრი კასპი 2012 წლის პირველი რაუნდის დაცულ პიკთან ერთად კლივლენდ კავალიერსს ჯეიჯეი ჰიკსონში გაუცვალა.[12]

ჰიუსტონ როკეტსი (2013-2014)

რედაქტირება
 
კასპი როკეტსთან ერთად 2013 წლის ოქტომბერში

2013 წლის 16 ივლისს კასპიმ ჰიუსტონ როკეტსთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[2] 2013 წლის 1 ნოემბერს, ისტორიაში პირველად, ისრაელის ორი მოთამაშე NBA-ში ერთმანეთს დაუპირისპირდა (იგულისხმება დალას მავერიქსში მოთამაშე გალ მეკელი). ომრი კასპი და გალ მეკელი ერთმანეთის თანაგუნდელები იყვნენ ისრაელის 16-წლამდელთა, 18-წლამდელთა, 20-წლამდელთა ნაკრებებსა და მაკაბი თელ-ავივის ახალგაზრდულ გუნდში.[13][14]

2014 წლის 15 ივლისს როკეტსმა კასპი სამგუნდიან გაცვლაში ჩართო; იგი ნიუ-ორლეან პელიკანსში მოხვდა; გაცვალში მესამე გუნდი ვაშინგტონ უიზარდსი იყო.[15] 2014 წლის 23 ივლისს კასპიმ პელიკანსი დატოვა.[16]

კინგსში დაბრუნება (2014-2017)

რედაქტირება

2014 წლის 18 სექტემბერს კასპიმ, ყოფილ გუნდთან, საკრამენტო კინგსთან გააფორმა კონტრაქტი.[17] 2015 წლის 7 აპრილს მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ, ანგარიშით 116-111 მოგებულ შეხვედრაში კასპიმ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 31 ქულა (60%) დააგროვა.[18]

2015 წლის 14 ივლისს, კასპიმ კინგსთან თავიდან გააფორმა კონტრაქტი.[19] 2015 წლის 28 დეკემბერს, უარიორსთან წაგებულ შეხვედრაში მან კარიერის ახალი უაღლესი მაჩვენებელი, 36 ქულა დააფიქსირა. თამაშში ჩაგდებული 9 სამქულიანით მან მაიკ ბიბის რეკორდი (იგულისხმება გუნდის რეკორდი) დაამხო.[20][21]

3-ქულინის 44.8% სიზუსტით სროლის გამო, იგი ყველა-ვარსკვლავის 3-ქულიანების შეჯიბრში მონაწილეობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა.[22]

კარიერა ეროვნულ ნაკრებში

რედაქტირება

ომრი კასპი თამაშობს ისრაელის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში; 2015 წლის ევროპასკეტზე იყო ნაკრების კაპიტანი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2012 წელს კასპიმ საკუთარ სახელს (შუაში) ოფიციალურად დაამატა ბაბუას სახელი მოშე (მოსე).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Casspi scores 15 in dream NBA debut“. JPost.com. October 29, 2009. ციტირების თარიღი: April 27, 2010.
  2. 2.0 2.1 Rockets Sign Omri Casspi
  3. „Stoudemire to explore his 'Hebrew roots'. ESPN.com. July 30, 2010. ციტირების თარიღი: June 30, 2011.
  4. „Mural of NBA player Casspi defaced again“. USAToday.com. September 17, 2010. ციტირების თარიღი: June 30, 2011.
  5. Bloom, Nate. (January 21, 2010) Jews (and Mel) on the big screen, Winter sports roundup. Jweekly.com. ციტირების თარიღი: May 30, 2010.
  6. Tracy, Marc (July 20, 2009). „Omri Casspi Is Ready For Primetime“. TabletMag.com. ციტირების თარიღი: June 30, 2011.
  7. His sister: Omri Caspi not only aiming high Hebrew. nrg.co.il (May 8, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2009. ციტირების თარიღი: May 8, 2009.
  8. https://www.ynet.co.il/articles/0,7340,L-4262066,00.html
  9. Sagi, Yehoshua (October 28, 2009). „Basketball / The first Israeli in the NBA / And now, the real journey for Kings' Casspi begins“. Haaretz.com. ციტირების თარიღი: June 30, 2011.
  10. Sacramento Kings sign 2009 first round draft pick Omri Casspi
  11. Thunder get roaring, grab opener over Kings. NBA.com (October 28, 2009). ციტირების თარიღი: May 30, 2010.
  12. 12.0 12.1 „Cavaliers Acquire Casspi and Future First Round Pick from Sacramento in Exchange For Hickson“. NBA.com. June 30, 2011. ციტირების თარიღი: June 30, 2011.
  13. Casspi and Mekel both shine in first-ever Israeli NBA face-off
  14. Historic meeting for Gal Mekel and Omri Casspi
  15. Pelicans Complete Three-Team Trade with Rockets and Wizards. NBA.com (July 15, 2014). ციტირების თარიღი: July 16, 2014.
  16. Pelicans Waive Omri Casspi
  17. „Kings Sign Omri Casspi“. NBA.com. September 18, 2014. ციტირების თარიღი: September 18, 2014.
  18. „Kings hold off Timberwolves behind Casspi“. NBA.com. April 7, 2015. ციტირების თარიღი: April 7, 2015.
  19. „Kings Sign Omri Casspi and Luc Mbah A Moute“. NBA.com. July 14, 2015. ციტირების თარიღი: July 14, 2015.
  20. Curry's triple-double leads Warriors past Kings 122-103
  21. „Omri Casspi stared down Steph Curry in a 3-point battle and won“. foxsports.com. December 29, 2015. ციტირების თარიღი: April 9, 2018.
  22. Ferrari-King, Giancarlo (February 4, 2016). „NBA Players with All-Day Jumpers Who Should Be in the 3-Point Contest“. bleacherreport.com. ციტირების თარიღი: April 9, 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომრი_კასპი“-დან