ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია

(გადამისამართდა გვერდიდან WNBA)

ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. Women's National Basketball Association, WNBA) — ქალთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა აშშ-ში, სადაც ამჟამად 12 გუნდია თავმოყრილი. ლიგა დაარსდა 1996 წლის 24 აპრილს, როგორც ქალთა NBA-ის ლიგა. ლიგამ ასპარეზობა 1997 წლიდან დაიწყო. რეგულარული სეზონი ტარდება ივნისიდან სექტემბრამდე, ხოლო WNBA-ის ფინალური სერია ოქტომბრის თვეში.

ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
მიმდინარე სეზონი: 2012-13 WNBA სეზონი

WNBA-ს ლოგო, რომელიც ანალოგიურია NBA-ის ლოგოსი
სპორტი კალათბურთი
დაარსდა 1996 წლის 24 აპრილი
დევიზი „ელოდე საუკეთესოს“
გუნდების რაოდ. 12
ქვეყანა აშშ
ამჟ. გამარჯვებული მინესოტა ლინქსი (1)
ყველაზე ტიტულოვანი ჰიუსტონ კორნეტსი (4)

ბევრ WNBA-ის გუნდს ჰყავს პარკეტის პარტნიორი NBA-ში და იყოფენ იგივე არენას. კონექტიკუტ სანი, სიეტლ სტორმი და ტულსა შოკი არიან მხოლოდ ის წევრები, რომლებიც არენას არ იყოფენ NBA-ის გუნდებთან (მიუხედავად ამისა, სტორმს ჰყავდა ასეთი პარტნიორი სიეტლ სუპერსონიქსის სახით, სანამ გუნდი არ გადავიდოდა ოკლაჰომა-სიტიში). 4 გუნდი, ატლანტა დრიმი და ლოს-ანჯელეს სპარკსის ჩათვლით, არიან დამოუკიდებელი მფლობელებით. ეს დამოუკიდებელი მფლობელები ძალიან მნიშვნელოვანია WNBA-ის გაზრდაში. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ყველა გუნდს NBA ფლობდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება